შესავალი Introduction  
  2014 წლის დასაწყისი საკმაოდ ამაღელვებელი და ღონისძიებებით დახუნძლული იყო უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტისთვის. ამ თვის ინტერნეტ ჟურნალი ჩვენს მკითხველს მოკლედ გააცნობს იმ აქტივობებს და ახალ სწავლისა და სწავლების მეთოდებს, რაც ინგლისური ფოლოლოგიის დეპარტმანეტმა შეიმუშავა. ახალი საგანმანათლებლო გამოცდილება დიდად შეუწყობს ხელს მასწავლებელთა მუშაობას, ხოლო ჩატარებულმა ღონისძიებებმა აჩვენა, თუ როგორ თანაბრად ვაფასებთ და პატივს ვცემთ ინგლისურ და ამერიკულ კულტურას.

მოუთმენლად ველით თქვენს გამოხმაურებას.

The start of 2014 has been eventful and exciting for the University Department of English Philology. This newsletter provides our readers with a glimpse of new activities and events illustrating new approaches to teaching and learning. A new enlightening experience benefits teachers and staff and the activities showing how we are about English and American culture and our commitment to it are equally enjoyed by both.

We are looking forward to having your thoughts about it.
 

 
  ნაყოფიერი წინსვლა ინგლისურ ფილოლოგიაში New Approaches to Teaching Literature  
  სამი წლის წინ ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტში მოხდა ორი მიმართულების ინგლისური ენისა და ლიტერატურის გაერთიანება, რაც ძალიან ნაყოფიერი და წარმატებული აღმოჩდა როგორც აკადემიური პერსონალისათვის, ისე ჩვენი სტუდენტებისათვის.

ლინგვისტური სამყარო გამუდმებით ქმნის ახალ-ახალ მეთოდებს ინგლისური ენის შესასწავლად. სამწუხაროდ სწავლის პროცესში ენის ზოგიერთი მასწავლებელი მეცადინეობებზე უგულებელყოფს ლიტერატურულ ტექსტებს, ვინაიდან მათ რთულად და გამოუსადეგრად მიიჩნევს. ამავდროულად, შეუძლებელია ფილოლოგისათვის ენის ხარისხიანი სწავლება, თუ ის არ იცნობს შესასწავლი ენის მხატვრულ ლიტერატურას. ლიტერატურული დისკურსი სტუდენტებს არა მხოლოდ კომუნიკაციურ უნარ-ჩვევებს უვითარებს და გრამატიკული წესების დაუფლებას უწყობს ხელს, არამედ შესასწავლი ენის ქვეყნის კულტურული, ისტორიული, პოლიტიკური და სოციალური კონტექსტის გაგებაში ეხმარება. ინგლისური და ამერიკული ლიტერატურის სწავლება ხდება სამივე საფეხურზე ბაკალავრიატში, მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში.

პროგრამით გათვალისწინებული საგნების გარდა, სტუდენტებს ეძლევათ საშუალება დამატებით მოისმინონ ფილოლოგიის დოქტორის ელისო ფანცხავას ლექცია-სემინარები ჯოისის შემოქმედების შესახებ, ხოლო 16 ივნისს პირველად საქართველოში დაგეგმილია ჯოისის „ულისეს“ საერთაშორისო დღესასწაულის “Bloomsday” აღნიშვნა. ამ დღეს ჯოისის თაყვანისმცემლები მთელს მსოფლიოშიზეიმობენ, წელს კი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის სტუდენტებიც შეუერთდებიან მათ.

2013-2014 სასწავლო წელს ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტის ლიტერატურის მიმართულების აკადემიურმა პერსონალმა დიდ საქმეს ჩაუყარა საფუძველი. ისინი თვეში ორჯერ ქუთაისის სკოლების მოსწავლეთათვის კითხულობენ საჯარო ლექციებს თემაზე „ახალგაზრდა ადამიანის პრობლემა მსოფლიო ლიტერატურულ შედევრებში“. პროექტი ემსახურება უნივერსიტეტისა და სკოლის დაახლოებას, ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალობისადმი ქუთაისის ნიჭიერი ახალგაზრდების ინტერესის ზრდას, მოზარდებში წიგნის სიყვარულის გაღრმავებას, თვალსაწიერის გაფართოებასა და სულიერების ამაღლებას. ამავე პროექტის ფარგლებში ფილოლოგიის დოქტორმა ელისო ფანცხავამ დოქტორანტ ნათია ქვაჩაკიძის დახმარებით იანვარში სასკოლო არდადეგების პერიოდში საფუძველი ჩაუყარა ქუთაისის „შექსპირის ზამთრის სკოლა“–ს და .წარჩინებულ მოსწავლეებთან ჩაატარა ყოველდღიური შეხვედრები ახალგაზრდებმა მოისმინეს ინგლისურენოვანი ლექციები უილიამ შექსპირის ნაწარმოებების შესახებ და იხილეს ნაწყვეტები გამორჩეული რეჟისორების კინოფილმებიდან და სპექტაკლებიდან საუკეთესო მსახიობების მონაწილეობით.

ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტის ლიტერატურული პროექტები ამით არ ამოიწურება.ლიტერატურის მიმართულებამ მიიღო მოულოდნელი შემოთავაზება, რომლის შედეგადაც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №2 დაწესებულებაში ფილოლოგიის დოქტორმა ნანა გუბელაძემ წაიკითხა ლექციები მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის პროგრამის ფარგლებში. შეხვედრებმა წარმატებით ჩაიარა და გამოითქვა დიდი სურვილი, რომ ურთიერთთანამშრომლობა გაგრძელდეს.

აპრილის თვეში შექსპირის 450 წლის იუბილესთან დაკავშირებით ინგლისური და ამერიკული ლიტერატურის მიმართულების ხელმძღვანელობით ჩატარდება შექსპირის საიუბილეო კვირეული, რომლის ფარგლებშიც ლიტერატურისა და ხელოვნების სხვადასხვა დარგში მოღვაწე ცნობილი ადამიანები წაგვიკითხავენ საჯარო ლექციების ციკლს. გაიმართება შექსპირის შემოქმედებისთვის მიძღვნილი საუნივერსიტეტო და სასწავლო კონფერენცია. მოეწყობა დიდი ინგლისელი დრამატურგის ნაწარმოებების მიხედვით შექმნილი კინოშედევრების ჩვენება და შექსპირის სონეტების საღამო. საიუბილეო კვირეულის ფარგლებში მოეწყობა მთარგნელობითი კონკურსი სტუდენტებისა და მოსწავლეებისათვის.

სტატიის ბოლოს, გვსურს ვისარგებლოთ შემთხვევით და მადლობა გადავუხადოთ რექტორს ბ-ნ გიორგი ღავთაძესა და ფინანსური და მატერიალური რესურსების მართვის სამსახურის უფროსს კახა კუპატაძეს.მათი დახმარებით გაიხსნა თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი აუდიტორია-კაბინეტი, სადაც გვეძლევა საშუალება ჩავატაროთ ინგლისური და ამერიკული ლიტერატურის ლექცია-სემინარები უახლესი სტანდარტების მიხედვით.უდავოა, რომ პროფესიონალს შეუძლია ბრწყინვალე ლექცია ჩაატაროს ყოველგვარი დამხმარე საშუალებების გარეშე, მაგრამ ჩვენ ვითვალისწინებთ იმას, რომ ვასწავლით XXI საუკუნის სტუდენტებს, რომლებსაც არ წარმოუდგენიათ ცხოვრება თანამედროვე აუდიო-ვიზუალური საშუალებების გარეშე. აგრეთვე, ეს სიახლე საშუალებას იძლევა მომავალში მოვიწვიოთ მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორები დისტანციური ლექციების ჩასატარებლად.

ასოც.პროფესორი თამარ კობეშავიძე,
ინგლისური და ამერიკული ლიტერატურის
მიმართულების ხელმძღვანელი

Three years ago the department of English language and Literature Studies merged into the Department of English Philology. The process turned out to be very successful both for academic staff and students.

Teachers of English create new methods and techniques for language classrooms, sometimes ignoring the importance of literature in their language classrooms. Literature is often considered too complex in the language teaching process. However, there are many benefits in teaching literature to language students. Literary discourse helps students not only develop communicative skills and master the language but, importantly, explore and understand the social, political, literary and historical context of the culture whose language they study. Through getting to know a different culture they start to understand their own world better.

Different courses in English and American Literature are taught on all the three levels (BA, MA and PhD) and occupy an important part in any university curriculum and stimulates students’ great interest in the culture of Great Britain and the USA.

Apart from the subjects stated in the curriculum, students have an opportunity to listen to extra lectures on the works of the Irish writer James Joyce conducted by PhD Eliso Pantskhava. On 16 June the international festival "Bloomsday" dedicated to commemoration of the life and works of this writer, will be celebrated for the first time in Georgia. The action of his novel Ulysses, lasting just one day, is set exactly on this day. The name of the festival is derived from Leopold Bloom, the Ulyssean protagonist. The admirers of Joyce celebrate this day all over the world. Akaki Tsereteli State University students will also join them this year.

In academic year 2013-2014 the teachers of literature also started another new project. Twice a month they give lectures to school pupils of Kutaisi on the topic "The problem of a young man in the masterpieces of the world literature". The aim of the project is to establish close links between ATSU and Kutaisi schools, stimulate the interest of young people in English language and literature, encourage them to read, and develop their general knowledge and outlook. Under this project PhD Eliso Pantskhava and PhD student Natia Kvachakidze also organized the "Shakespeare Winter School" which had daily meetings with pupils during their winter holidays. Young people attended lectures delivered in English on Shakespeare’s works, watched some extracts from the movies made by famous directors and the plays starring famous actors.

Another interesting activity is under way. At the request of No.2 House of Correction, PhD Nana Gubeladze gave some lectures on William Shakespeare aimed at helping prisoners reintegrate into society. The lectures were listened to with great interest and this co-operation is expected to continue.

In April teachers of English and American Literature Studies are also arranging a week dedicated to the 450th anniversary of William Shakespeare. Representatives of various fields of literature and art will conduct public lectures. The programme also includes teachers and students conferences in commemoration of Shakespeare’s art, the films made from the masterpieces of the great playwright, evenings of Shakespeare’s sonnets as well as a translation contest.

In conclusion we would like to express our gratitude to ATSU Rector, Professor Giorgi Gavtadze and Head of Management of Financial and Material Resources, Kakha Kupatadze for their assistance in providing us with a new lecture hall equipped with all modern technologies which gives us an opportunity to conduct lectures and seminars in English and American Literature meeting modern standards. Thanks to this we will also be able to ask professors of the leading universities in the world to deliver online lectures.

Associate Professor, PhD Tamar Kobeshavidze
Head of English and American Studies

 
  ინტელექტუალური სიახლეები ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტში Fruitful Innovations in the Department of English Philology  
  აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტის თაოსნობით 2013 წლის ნოემბერში შეიქმნა „მოსწავლეთა ლიტერატურული კლუბი“. პირველ ეტაპზე კლუბში გაწევრიანდა ქალაქ ქუთაისის რამდენიმე საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეები (მე-3, მე-9, მე-8, მე-12 საჯარო სკოლა, ფიზიკა-მათემატიკური სკოლა, დემირელის სახელობის კოლეჯი). მომავალი წლიდან კლუბი გეგმავს არეალის გაფართოებას და ქალაქის ყველა სკოლას მოიცავს. კლუბის შექმნის მიზანი სკოლის და უნივერსიტეტის დაახლოებაა. სურვილი გვაქვს სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებთან ინტენსიური მუშაობის გზით, ხელი შევუწყოთ ინგლისურენოვანი ლიტერატურის პოპულარიზაციას. გავაცნოთ მოსწავლეებს მსოფლიო ლიტერატურის შედევრები, ვასწავლოთ მათ სწორად კითხვის საფუძვლები, გადავცეთ მხატვრული ტექსტის ანალიზის უნარ-ჩვევები და ამასთან ხელი შევუწყოთ მათ ინტერესს ინგლისური ენის მიმართ, ავუმაღლოთ ამ ენის ფლობის დონე.

წელს კლუბი რამდენიმე ღონისძიებას განახორციელებს, პირველყოვლისა ესაა ყოველთვიური საჯარო ლექციების ციკლი. დეპარტამენტის ინგლისური და ამერიკული ლიტერატურის ისტორიის სპეციალისტები რეგულარულად ხვდებიან მოსწავლეებს და აცნობენ მათ ბრიტანელი და ამერიკელი მწერლების თვალსაჩინო წარმომადგენლებს. ჯერ-ჯერობით ჩატარებულია სამი ლექცია: შექპირის „ჰამლეტი“ და ჩარლზ დიკენსის „დავით კოპერფილდი“ (ფ.დ.ელისო ფანცხავა) და ჯონათან სვიფტის ,,გულივერის მოგზაურობა“ (ნათია ქვაჩაკიძე).

საჯარო ლექციებს საშუალოდ 40-50 მოსწავლე ესწრება, ისინი წინასწარ კითხულობენ ნაწარმოებს, რომლის ანალიზიც იგეგმება. შემდეგ კი ისმენენ ლექტორ-მასწავლებელთა ლექციას ამათუ იმ ლიტერატურული მოვლენის შესახებ. ლექციის დროს ვიყენებთ პროექტორით პრეზენტაციების ტექნიკას, ვაჩვენებთ ხსენებეულ ნაწარმოებთა ეკრანიზაციებს ინგლისურ ენაზე და ფრაგმენტებს დოკუმენტური ფილმებიდან. ამ მხრივ დიდ დახმარებას გვიწევს ინგლისურ-ამერიკული ლიტერატურის შესწავლის აუდიტორია №3519 (III კორპუსი), რომელიც წელს გადაეცა დეპარტამენტს.

იგი გარემონტებულია და აღჭურვილია ყველა თანამედროვე საშუალებით, რაც საჯარო ლექციების მაღალ დონეზე ჩატარების საშუალებას იძლევა. მ.წ. საჯარო ლექციების განრიგი, უკვე ხსენებულ ლექციათა გარდა მოიცავს შემდეგ თემატიკას:

• ,,ჯ.ჯოისის „დუბლინელები“ და „ახალგზრდა გმირის პრობლემა“
( ფ.დ.ელისო ფანცხავა, 22.02.2014)
• ჰემინგუეის შემოქმედება და ახალგაზრდა გმირის პრობლემა’’
(ფ.მ. ნათია ქვაჩაკიძე; 29.03.2014)
• „ახალგაზრდა გმირი უ.ფოლკნერის შემოქმედებაში“
(ფ.დ. ნანა გუბელაძე; 12.04.2014)
• ,,უილიამ გოლდინგის „ბუზთა ბატონი“ და ჯერომ სელინჯერის „თამაში ჭვავის ყანაში“
(ასოც. პროფ. თამარ კობეშავიძე 25.04.2014 / 31.05. 2014)


საჯარო ლექციების თემატიკის შერჩევისას გავითვალისწინეთ შემდეგი:

ა) ლექციები ეხება ბრიტანული და ამერიკული ლიტერატურის თვალსაჩინო წარმომადგენლებს, რომელთა ნაწარმოებების წაკითხვაც უფროსი სასკოლო ასაკის მოსწავლეებისათვისაა რეკომენდირებული
ბ) შევარჩიეთ წიგნები, სადაც ძირითადად ახალგაზრდა გმირის პრობლემატიკა დომინირებს

„მოსწავლეთა ლიტერატურული კლუბის“ მუშაობა წელს ლექციათა ორ ინტენსიურ კურსსაც მოიცავს - „შექსპირის ზამთრის სკოლა“ და ,,ჯეიმს ჯოისის ,,დუბლინელების“ საგაზაფხულო სკოლა. ორივე შემთხვევაში, სამუშაო ენა ინგლისურია. იმის გამო, რომ 2014 წელი საიუბილეოა ამ ორივე ავტორთან, შექსპირთან და ჯოისთან მიმართებაში, ზამთრისა და ზაფხულის ლიტერატურული სკოლებიც სწორედ მათ შემოქმედებას მივუძღვენით.

იანვარი და თებერვალი შექსპირის 450 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებათა ფარგლებში, დაეთმო დიდი ინგლისელი დრამატურგის შემოქმედებას. ლექციებს კითხულობს ფ.დ. ელისო ფანცხავა. ლექციების განრიგი და თემატიკა შემდეგი სახისაა: შექსპირის ცხოვრება და შემოქმედების ზოგადი მიმოხილვა, შექსპირის სონეტები, „რიჩარდ III“, „ზაფხულის ღამის სიზმარი“, „მხიარული უინძორელი ქალები“, „ჭირვეულის მორჯულება“, „რომეო და ჯულიეტა“, „ვენეციელი ვაჭარი“, „როგორც გენებოთ“, „ოტელო“, „ჰამლეტი“, „მეფე ლირი“, „მაკბეტი“ (სულ 14 ლექცია).

მიუხედავად იმისა, რომ ხსენებული ლიტერატურული სკოლა ძირითადად დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებზე იყო გათვლილი, სტუდენტთა და მასწავლებელთა დაინტერესების გამო ბარიერი მოიხსნა და ლექციების ციკლზე დასწრება ნებისმიერი მსურველისათვის შესაძლებელი გახდა.

ამ ინტერესთა გათვალისწინებით, ივნისის თვეში ჯოისის საზაფხულო სკოლა“ უკვე მოსწავლეთა და სტუდენტთა შერეულ ჯგუფს უმასპინძლებს. ვფიქრობთ, ეს კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ჩვენი საბოლოო მიზნის - სკოლისა და უნივერსიტეტის დაახლოებას.

„ჯ. ჯოისის საზაფხულო სკოლა“ 16 ივნისს დაიწყებს ფუნქციობას. იგი ჯოისის „დუბლინელების“ გამოცემის 100 წლისთავს ეძღვნება. სულ ჩატარდება 15 ლექცია. ჯგუფის სამუშაო ენა -ინგლისურია. ლექციებს წაიკითხავს ფ.დ. ელისო ფანცხავა.

საჯარო ლექციების ციკლთა პარალელურად მოსწავლეთა კლუბი აქტიურად იქნება ჩართული ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტის მიერ მოწყობილ ყველა ღონისძიებაში, პირველყოვლისა შექსპირის საიუბილეო კვირეულში, რომელიც 2014 წლის 21-27 აპრილს გაიმართება. ისინი დაესწრებიან „შექსპირული საუბრების“ ლექციათა ციკლს, შექსპირულ კინოჩვენებებს, ჩაერთვებიან თარგმნის კონკურსში, რომელიც ორ ეტაპად ჩატარდება-მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის. ხსენებული კონკურსი ისევ შექსპირის შემოქმედებას ეხება და გულისხმობს შექსპირის ერთი სონეტის, პოემის ან პიესის ერთგვერდიანი ფრაგმენტის თარგმნას. თარგმნის კონკურსი დეპარტამენტის „მთარგმნელობითი წრის“ ეგიდით ჩატარდება და მას პროფ. ირაკლი ცხვედიანი უხელმძღვანელებს. „მოსწავლეთა ლიტერატურული კლუბის“ წევრები ასევე დაესწრებიან შექსპირის სონეტების საღამოს, რომელიც ფ.დ. ნანა გუბელაძის თაოსნობით იმართება და ბოლოს, ისინი მონაწილეობას მიიღებენ შექსპირის შემოქმედებისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციაში (26-27 აპრილი). ინფორმაცია ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტის ინგლისური და ამერიკული მიმართულებების სიახლეებზე შეგიძლიათ იხილოთ აწსუ-ს საიტზე: www.atsu.edu.ge

წელს „მოსწავლეთა ლიტერატურული კლუბის“ არსებობის პირველი წელია, მაგრამ კლუბის წევრების დაინტერესება და მონდომება იძლევა იმის იმედს, რომ მომავალში ამ კლუბის მიერ მრავალი საინტერესო ღონისძიება დაიგეგმება და განხორციელდება. ჩვენ მადლობას ვუხდით უნივერსიტეტის რექტორს პროფ. გიორგი ღავთაძესა და ჰუმანიტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანს პროფ. ირმა ყიფიანს გამოჩენილი ინტერესისა და მხარდაჭერისათვის.

ნათია ქვაჩაკიძე
აწსუ დოქტორანტი, ქნიას წევრი.

 

The Students’ Literary Club was founded on the initiative of the Department of English Philology at Akaki Tsereteli State University in November 2013. The first to join the club were students from some Kutaisi public and private schools (including Physics-Mathematics School and Private Demirel College). Next year the club plans to tend and receive students from all schools of the city. The main aim of the club is to strengthen the links between the university and schools. We would like to promote English and American literature by intensive work with high school students by introducing to them masterpieces of world literature, teaching the basics of correct reading, developing their skills of analyzing literary works, as well as increasing English language proficiency and interest.

This year the club aims to hold several events. One of them is a series of public lectures delivered by the specialists of the Department of English Philology on distinguished representatives of British and American writers. Three lectures on the following topics have already been conducted - Shakespeare’s "Hamlet", Charles Dickens "David Copperfield" (PhD Eliso Pantskhava) and "Gulliver’s travels" by Jonathan Swift (Natia Kvachakidze).

Public lectures are usually attended by 40-50 pupils. They read the stories, the analysis of which is planned, and then listen to lectures on various literary events. During the lectures we use the PowerPoint for presentation, show films based on the selected works and fragments from documentary films in English. The lectures are held in the lecture room of British and American Literature Studies, which opened this year. It’s been renovated and equipped with all modern equipment, which facilitates high quality public lectures. This year the programme of public lectures includes the following topics:

●J. Joyce’s Dubliners and “The Young Man Problem”
(Ph.D. Eliso Pantskhava)
● Hemingway's works and the problem of a young man.
(Ph.D. student Natia Kvachakidze)
● The problem of a young man in W. Faulkner's works
(Ph.D. Nana Gubeladze;)
● William Golding’s Lord of the Flies and Jerome Salinger’s The Catcher in the Rye (Assoc. Prof. Tamar Kobeshavidze)

When choosing the topics of the lectures, we chose representatives of British and American literature whose works are recommended for high school students and selected books which raise the young hero problem.

The programme of the Literary Club also arranges two intensive courses - Shakespeare Winter School and the Spring School on James Joyce's 'Dubliners,' held in English and dedicated to the jubilee anniversaries of both writers in 2014. The lectures in January and February conducted by PhD Eliso Pantskhava marked the 450th anniversary of the greatest English playwright William Shakespeare.

They covered the following topics: General Overview of Shakespeare's Life and his Works, Shakespeare's Sonnets, Richard III, A Midsummer Night's Dream, 'The Merry Wives of Windsor, Taming of the Shrew, Romeo and Juliet, The Merchant of Venice, As You Like It, Othello, Hamlet, King Lear, Macbeth.

Despite the fact that the literary school was targeted mainly at pupils in their first year, due to great interest expressed by students and teachers the age limit was removed and anyone can attend the lectures now.

As a result of careful consideration, James Joyce Summer School will host the mixed groups of school pupils and students in June. We believe this will further contribute to our ultimate goal - establishing close links between schools and the university.

'James Joyce Summer School' consisting of lectures in English starts on June 16. It is dedicated to the 100th anniversary of the publication of Joyce's novel ‘Dubliners'. The lecturer is Eliso Pantskhava.

Along with the public lectures, the Students Club will be actively involved in all the activities organized by the Department of English Philology. One and the most important is the Shakespeare Week on 21-27 April. Students will have an opportunity to attend lectures on ’’Shakespeare Talks”, watch famous Shakespearian films and take part in the translation contest for university students and schoolchildren. Participants of the contest will present their one-page translation of any of Shakespeare’s sonnets, poems or plays. This contest is organized by the Translation Club of the English Language Department headed by the Professor Irakli Tskhvediani. The members of the Literary Club will also have an opportunity to attend the evening of Shakespeare sonnets, the organizer of which is Ph.D. Nana Gubeladze. And, finally, they will participate in the scientific conference dedicated to the works of Shakespeare (26-27 April).

This year is the first year for the Students Literary Club, but the great interest and willingness of its members gives us hope that the club will be the initiator and organizer of many interesting projects in the future. We would like to say a special thank you to the Rector of the university, Professor Giorgi Ghavtadze and the Dean of the faculty of Humanities, professor Irma Kipiani for helping us implement this project.

PhD student of ATSU
Natia Kvachakidze