უილიამ შექსპირი - 450

William Shakespere - 450  
 

(23 აპრილი - 1 მაისი)

(23 April – 1 May)

 
 

23 აპრილი, 2014

უილიამ  შექსპირის  დაბადების  450-ე  წლისთავისადმი  მიძღვნილი შექსპირის კვირეული ოფიციალურად გაიხსნა უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული ცერემონიალით, რომელსაც ესწრებოდა სტუდენტების, აკადემიური პერსონალისა და საპატიო სტუმრების ფართო აუდიტორია - ბრიტანეთის ელჩის მოადგილე ჯონ გედისი, იმერეთის  გუბერნატორი ბატონი ზაზა მეფარიშვილი, ქალაქის  მერის მოვალეობის შემსრულებელი ბატონი შოთა მურღულია.  ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ თბილისის წამყვანი უნივერსიტეტების  პროფესორები, გურამ ლებანიძე, ნიკოლოზ ფარჯანაძე, დავით მაზიაშვილი, ქალაქის საერთაშორისო ურთიერთობების ხელძღვანელი დავით მეგრელიშვილი.

ღონისძიებაზე შეკრებილ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ქუთაისის გუბერნატორმა და მერმა, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა გიორგი ღავთაძემ,ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირმა ყიფიანმა, ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პროფესორმა მადონა მეგრელიშვილმა, ფილოლოგიის დოქტორმა ელისო ფანცხავამ. მათ შექსპირის ფესტივალს დიდი წარმატება უსურვეს და დიდი მადლობა გადაუხადეს დეპარტამენტს ინიციატივისა და ღონისძიებების ორგანიზებისათვის.

დამსწრე საზოგადოებაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა გამოჩენილი ქართველი ლინგვისტის, პროფესორ გურამ ლებანიძის შექსპირის თემაზე ჩატარებულმა ლექციამ. მან მსმენელები ამოგზაურა შექსპირის პიესათა სამყაროში.

ღონისძიების საინტერესო ნაწილი იყო შექსპირული ნომინაცია, რომელიც „ოსკარების“ გადაცემის ცერემონიალის ფორმატით განხორციელდა შექსპირული დროის კოსტიუმებში ჩაცმული სტუდენტების მიერ.

გახსნის ცერემონიის დასასრულს  გაიმართა შექსპირის სონეტების ახალგაზრდა მთარგმნელთა დაჯილდოება, რომელთაც გადაეცათ ბრიტანეთის საელჩოს მიერ დაწესებული სერთიფიკატები  ბრიტანეთის ელჩის მოადგილის ჯონ გედისის მიერ.

ამავე დღეს მოეწყო გამოფენა  შექსპირულ  თემაზე უნივერსიტეტის ფოიეში. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტების მიერ დამზადებულმა ხუთმა კოსტიუმმა.

შექსპირის კვირეულის პირველ დღეს ჩატარებული ღონისძიებები მართლაც საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო.

23 April, 2014

The Shakespeare Week devoted to the great writer’s 450 anniversary organized by the Department of English Philology started with an official opening in the University Assembly hall in the attendance of a large audience of students, academic personal and guests of honour – British Deputy Ambassador, Jon Geddes, the Governor of Imereti, Zaza Meparishvili, the Acting Mayor of Kutaisi, Shota Murgulia, Professors of leading Tbilisi Universities - Guram Lebanidze, Nikoloz Parjanadze, Davit Maziashvili, Head of the Department for Foreign Relations in the City, Davit Megrelishvili.

The audience was greeted by the Governor and the Mayor, the Rector of ATSU, Professor George Gavtadze, Dean of the faculty of Humanities, Professor Irma Kipiani, Head of the English Philology Department, Professor Madonna Megrelishvili and PhD Eliso Pantskhava who all wished the Shakespeare Festival a great success and thanked the Department for initiating and organizing it.

All were hugely impressed by the lecture on Shakespeare delivered by the distinguished Georgian linguist, Professor Guram Lebanidze. He gave a clear insight into Shakespeare’s characters and works by taking the audience on an individual journey of discovery.

An interesting part of the same event was Shakespearean Nominations in the form of the Oscar’s Awarding ceremony acted by students dressed in beautiful costumes of Shakespeare’s time.

At the end of the opening ceremony five best young translators of Shakespeare’s sonnets from schools were awarded Certificates of the British Embassy handed in by British Deputy Ambassador, Jon Geddes.

On this day there was also an exhibition displaying students and schoolchildren’s works on the theme of Shakespeare in the University foyer. Five original costume sketches created by the students of the Faculty of Design were of special interest. All events of the first day of the Shakespeare Week were exciting and memorable.

 
 

24 აპრილი, 2014

აკაკი  წერეთლის  სახელმწიფო  უნივერსიტეტში უილიამ  შექსპირის  დაბადებიდან  450-ე  წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კვირეული გრძელდება. ღონისძიებათა მეორე დღეს, გიორგი კეკელიძემ, პოეტმა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა წაიკითხა საჯარო ლექცია შექსპირულ თემაზე „ჰამლეტი“, რომელმაც დიდი ინტერესი გამოიწვია სტუდენტებში.

საჯარო ლექციის დასრულების შემდეგ სტუმრებმა, სტუდენტებმა და აკადემიურმა პერსონალმა გადაინაცვლეს უნივერსიტეტის ეზოში, სადაც დაესწრნენ რომეოსა და ჯულიეტას ბაღის გახსნას. ხსენებული ბაღის უაღრესად მაღალი გემოვნებით შესრულებული პროექტი და განხორციელება ეკუთვნის პროფესორ რამაზ კილაძეს და ლანდშაფტის დიზაინის ფაკულტეტის სპეციალისტებს. ამ მოვლენის აღსანიშნავად სტუდენტებმა გაითამაშეს რომეო და ჯულიეტას აივნის ცნობილი სცენა.

ამავე დღეს, მთელი უნივერსიტეტის მასშტაბით, ჩატარდა ტესტირება უილიამ შექსპირის შემოქმედების საუკეთესო მცოდნის გამოსავლენად. საუკეთესო შედეგი უჩვენა მესამე კურსის სტუდენტმა სალომე ხურციძემ, რომელსაც 1 მაისს, დასკვნით საღამოზე საჩუქრად გადაეცა უილიამ შექსპირის სონეტების კრებული და შექსპირული ფრაზების წიგნი.

24 April, 2014

The week dedicated to the 450th anniversary of Shakespeare’s birth continues. On the second day of celebration, Giorgi Kekelidze , a poet and the general director of the National Parliamentary Library of Georgia gave a public lecture on the Shakespearean theme of Hamlet which aroused a great interest of the students.

After the lecture guests, students and teachers went out in the yard of the university to attend the unveiling ceremony of Romeo and Juliet’s corner. The project of creating the corner of these favourite characters in the University garden usually full of young couples in love was perfectly implemented by Professor Ramaz Kiladze and specialists of the Landscape Design Faculty. To mark the event, students performed the famous Juliet and Romeo’s balcony scene.

On this day students were also suggested to do a test to demonstrate their knowledge of Shakespeare's works. The best result was shown by a third-year student Salome Khurtsidze. She was awarded with a collection of William Shakespeare’s sonnets and a book of his quotations at the closing ceremony on 1 May.

 
 

25 აპრილი, 2014

ამ დღის მთავარი მოვლენა იყო აწსუ-ს ასოცირებული პროფესორის, ხელოვნების დოქტორის და უნივერსიტეტში კულტურისა და ხელოვნების სწავლების ხელმძღვანელის, თამთა თურმანიძის საჯარო ლექცია. ლექციის თემა „შექსპირი კინოში“  შექსპიროლოგიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ასპექტად ითვლება. ქალბატონმა თამთამ სტუდენტებს მოუთხრო შექსპირის შემოქმედების სხვადასხვა კინემატოგრაფიული ვერსიის შესახებ და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ ფილმებზე, რომელთა კინოჩვენებაც შექსპირული კვირეულის ფარგლებში მოეწყო, ესენია: ბაზ ლურმანის „რომეო და ჯულიეტა“, ტომ სტოპარდის „გილდენსტერნი და როზენკრანცი მკვდრები არიან“, აკირა კუროსავას „ტახტი სისხლში“ და „რანი.“ ამაღელვებელმა ლექციამ აუდიტორიის დიდი დაინტერესება გამოიწვია. სტუდენტები განსაკუთრებით დაინტერესდნენ იმ კინო-ვერსიებით, რომლებიც შეეხებოდა შექსპირის ნაწარმოებების  პრობლემატურ ასპექტებს. ლექციის შემდეგ გაიმართა ბაზ ლურმანის ფილმის „რომეო და ჯულიეტა“ ჩვენება, რომლითაც ყველამ ძალიან ისიამოვნა.

25 April, 2014


The main event of this day was a public lecture by the Associate Professor of ATSU, PhD Tamta Turmanidze who is in charge of Cultural and Arts Studies at the University. The theme of the lecture Shakespeare in Films is considered one of the most important areas of Shakespeare Studies. Tamta spoke about the different versions of Shakespeare’s works in cinematography putting a special emphasis on the films which were shown during the Shakespeare days - "Romeo and Juliet" by Baz Luhrmann, "Guildenstern and Rosenkrants are Dead" by Tom Stoppard, "The Crown in the Blood" and "Rani" by Akira Kurosava. Tamta was exciting and passionate and kept the audience engaged. The audience were particularly keen to know more about different versions concerning some problematic aspects of Shakespeare’s works. The lecture was followed by the film "Romeo and Juliet" by Baz Luhrmann which was greatly enjoyed by all.

 
 

26 აპრილი, 2014

ამ დღის მთავარი მოვლენა იყოერთობლივი საუნივერსიტეტო და სასკოლო კონფერენცია, რომელიც ეძღვნებოდა უილიამ შექსპირს და მის ეპოქას. კონფერენციაში, რომელიც ორ სესიად მიმდინარეობდა,  მონაწილეობას იღებდნენ ინგლისური და გერმანული ფილოლოგიის დეპარტამენტის სტუდენეტები და ქუთაისის საჯარო სკოლების მოსწავლეები.

სტუდენტებიც და მოსწავლეებიც დიდი ინტერესით ეცნობოდნენ მოხსენებებს  და მრავალფეროვან აუდიო-ვიზუალურ მასალას უილიამ შექსპირის ცხოვრების და ეპოქის შესახებ. კონფერენციაზე წარმოდგენილი თემები ასახავდა ელისაბედის ხანის ინგლისის სხვადასხვა რეალიებს - როგორც ხსენებულ ეპოქაში არსებულ გასართობებსა და მოდას, ისე შექსპირის ხანის ლონდონის თეატრალურ ცხოვრებას. ზოგი თემა ერხმიანებოდა შექსპირის შემოქმედებას კინემატოგრაფიასა და მუსიკაში. განხილული იქნა შექსპირული მთავარი პერსონაჟები, კერძოდ: ჰამლეტი, მაკბეტი, ოფელია, რომეო, ჯულიეტა, ოტელო და ლედი მაკბეტი.

26 April, 2014

The main event of this day was a joint university and school conference devoted to the great writer and his time. The participants, who worked in two sections, were students of the Departments of English and German Philology and schoolchildren of Kutaisi public schools.

Both students and pupils were enthusiastic and expressed a great interest in the papers delivered at the conference, and in a variety of audio-visual materials concerning W. Shakespeare’s life and epoch. The themes of the papers dealt with realities of the Elizabethan England such as entertainment and fashion which characterized that period, as well as London’s theatrical life in the time of Shakespeare. Some papers were about Shakespeare’s works in cinematography and music. There was also an interesting discussion of Shakespeare’s main characters, in particular of Hamlet, Macbeth, Ophelia, Romeo, Juliet, Othello and Lady Macbeth.

 
 

28 აპრილი, 2014

ეს დღე განსაკუთრებით დასამხსოვრებელი იყო.

უნივერსიტეტს ცნობილი ქართველი დირიჟორი, ქუთაისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო  თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, პროფესორი გოგი ჭიჭინაძე ესტუმრა. ბატონმა გოგიმ  წაიკითხა საოცრად საინტერესო ლექცია „შექსპირი მუსიკაში.“

ამ უდიდესი მწერლის ცხოვრებითა და შემოქმედებით შთაგონებული ბატონი გოგი, აუდიტორიასთან საუბრის პარალელურად, აჩვენებდა ფრაგმენტებს ნაწარმოებებიდან - მენდელსონის „ზაფხულის ღამის სიზმარი“, მაჭავარიანის „ოტელო“, პროკოფიევის „რომეო და ჯულიეტა“, ბერლიოზისა და ვერდის შემოქმედება, და ბოლოს,  ჩაიკოვსკის „რომეო და ჯულიეტადან “ ფრაგმენტი წარმოადგინა.

ლექციის ასეთმა ფორმატმა და მისმა თემატიკამ აუდიტორიის სრული აღფრთოვანება გამოიწვია. შეხვედრის დასასრულს, დარბაზიდან გამოსული სტუდენტები  ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ ხსენებულმა ლექციამ უფრო მეტი სიმძაფრე შესძინა  შექსპირის ნაწარმოებების ემოციურ აღქმას და აღძრა მათში კლასიკური მუსიკისადმი  ინტერესი და სურვილი, რომ ოპერისა და ბალეტის თეატრის უფრო ხშირი სტუმრები გახდნენ.

 

28 April, 2014

This day was especially memorable. The famous Georgian conductor, Art Director of Kutaisi Opera and Ballet House, Professor Gogi Chichinadze visited the University to deliver his extremely interesting lecture Shakespeare in Music.

Interacting with the audience he spoke about music inspired by the life and works of the great writer illustrating his speech by wonderful fragments from Mendelssohn’s "A Midsummer Night’s Dream", Machavariani’s "Othello", Prokofiev’s "Romeo and Juliet", works by Berlioz and Verdi and Tchaikovsky’s "Romeo and Juliet".

The way in which the lecture was delivered and its theme made a great impression on the audience. When it was over, students were unwillingly leaving the hall saying that the lecture deepened their emotional perception by Shakespeare's works, interested them in classical music and inspired to visit the Opera House more often.

 
 

29 აპრილი, 2014

ძალიან გაგვიხარდა იმის გაგება,  რომ საქართველოს პარლამენტის წევრმა, ლევან ბერძენიშვილმა  ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტის თხოვნა მიიღო და დათანხმდა საჯარო ლექცია  შექსპირის კვირეულის ფარგლებში ჩაეტარებინა. ეს იყო კარგი შესაძლებლობა ამ ცნობილ ადამიანთან შესახვედრად და მის მოსამენად. მისი ლექციზე ,,ლირი ყველასგან მიტოვებული“ მრავალი ადამიანი შეიკრიბა, რომლებსაც ტრაგედიის ლევან ბერძენიშვილისეული ინტერპრეტაცია აინტერესებდათ. ლექცია, რომლის განმავლობაშიც ბატონმა ლევანმა ლირის ტრაგედიის ორიგინალური ვერსია მოგვაწოდა, 2 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. შეხვედრა ძალიან საინტერესო და ჩამაფიქრებელი იყო და სტუდენტებს ძალიან მოეწონათ. ლექციის შემდეგ ლევან ბერძენიშვილმა  მსმენელთა მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა, რათა ნათელი მოეფინა მათთვის საინტერესო თემებისთვის.

29 April, 2014

We were delighted to learn that a member of the Georgian Parliament, PhD Levan Berdzenishvili on the request of the Department kindly agreed to give a lecture in the framework of the Shakespeare Week. It was a great opportunity to meet and listen to this famous person. His lecture "Lear Abandoned by All" gathered a large audience eager to get to know his interpretation of the great tragedy. The lecture on a rather original view of Lear’s tragedy lasted for more than two hours and was enjoyed by every member of the audience as it was extremely interesting and thought-provoking. After the lecture Levan Berdzenishvili answered the questions from the audience clarifying any point listeners wanted to know.

 
 

30 აპრილი, 2014

ამ დღის მთავარი ღონისძიება იყო ინტელექტუალური თამაში „რა, სად, როდის?“ თემაზე „შექსპირი და მისი ეპოქა“. თამაშში მონაწილეობას იღებდნენ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტები. თამაში, რომელსაც გამოცდილი მოთამაშე და ქუთაისის გუნდის ხელმძღვანელი ბატონი კახა მაჩიტიძე უძღვებოდა, ძალიან საინტერესო და ენერგიული აღმოჩნდა. იგი სტუდენტთა გამარჯვებით - ანგარიშით 6:4-დამთავრდა. სტუდენტებმა  საფუძვლიანი ცოდნა და დიდი დაინტერესება აჩვენეს შექსპირის შემოქმედებისადმი. საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა III კურსის სტუდენტი, ქეთევან ხარატიშვილი.

ამ დღესვე გაიმართა აკირა კუროსავას ფილმის „რანი“ ჩვენება ინგლისური ენისა და ლიტერატურის III კურსის სტუდენტებისთვის, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა.  ფილმის ჩვენების პარალელურად  მიმდინარეობდა დისკუსია, სტუდენტები აქტიურად გამოხატავდნენ საკუთარ მოსაზრებას გმირებსა და სიუჟეტებზე. 

30 აპრილი დაგვირგვინდა უაღრესად საინტერესო ლექციით „შექსპირული გმირები“ ჩაის სახლ Fოე-Fოეში, რომელსაც ფილოლოგიის დოქტორი ელისო ფანცხავა უძღვებოდა. ელისო ფანცხავამ კიდევ ერთხელ წარმატებულად გააცოცხლა შექსპირის გმირები. საღამო  ჩაის სახლ Fოე-Fოეში ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტის აკადემიურ პერსონალთან და სტუდენტებთან ერთად შექსპირის საიუბილეო კვირეულის კიდევ ერთი ნაყოფიერი დღის სასიამოვნო დასასრული იყო.

30 April, 2014

The main event of this day was an intellectual and challenging game "What? Where? When?" on the topic "Shakespeare and the Epoch he Lived in". The players were a group of students of the Faculty of Humanities which arranged this game. The game, judged by Kakha Machitidze, an experienced player and head of Kutaisi team, was very interesting, strenuous and ended with the score 6:4 in favour of the students, who revealed their deep knowledge and interest in Shakespeare and his works. Ketevan Kharatishvili, a 3rd-year student, was named the best player.

The Akira Kurosawa film Rani was shown on the same day to the 3rd-year students specialising in English Language and Literature. The students liked the film very much and discussed it expressing their opinions on the characters and the plot.

The day ended in the tea house Foe-Foe with a profound lecture "Shakesperean Characters" by PhD Eliso Pantskhava who managed charmingly revive the Shakesperean characters once again. The evening in the tea house Foe-Foe with the personnel of the English Philology Department and the students was a pleasant end of one of many interesting and fruitful days of the week.

 
 

1 მაისი, 2014

შექსპირის კვირეულის ბოლო დღეს მონაწილეები და სტუმრები სააქტო დარბაზში  შექსპირის ცნობილი სონეტების მოსასმენად შეიკრიბნენ.  ეპოქის შესაბამის კოსტიუმებში გამოწყობილმა ახალგაზრდებმა   სონეტები  კლასიკური მუსიკის ფონზე წაიკითხეს.  სონეტები შესრულდა როგორც ინგლისურ, ისე ქართულ ენებზე. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა მარიამ თაბუკაშვილმა  მის  მიერ თარგმნილი 66-ე სონეტი წაიკითხა. სონეტის ეს ახალი ვერსია ყველას მოეწონა.

სონეტების საღამოს დასრულების შემდეგ უნივერსიტეტის პრორექტორმა, პროფესორმა შალვა კირთაძემ, ინგლისური ფილოლოგიის დეპარატამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მადონა მეგრელიშვილმა და ფილოლოგიის დოქტორმა ელისო ფანცხავამ აუდიტორიას სიტყვით მიმართეს. მათ მიულოცეს ორგანიზატორებს,  მონაწილეებს და ყველას, ვინც მცირედი წვლილიც კი შეიტანა ამ ღონისძიებაში შექსპირის კვირეულის ასე წარმატებით დასრულება. მათი თქმით ეს ღონისძიება ამდენ შრომად ნამდვილად ღირდა.

ღონისძიების დასასრულს ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მადლობის სიგელები გადაეცათ.

კვირეული დასრულდა  შექსპირის შემოქმედების მიხედვით შექმნილი ფილმებიდან მუსიკალური ნომრების ჩვენებით და სახის სამახსოვრო მოხატვით.

 

1 May, 2014

On the last day of the festival, participants and guests gathered in the Assembly Hall to listen to the famous Shakespeare’s sonnets. They were recited by students dressed in costumes of the writer’s time and accompanied by beautiful melodies of classical music. The sonnets were performed in both English and Georgian languages. The audience could also listen to and appreciate the 66th Sonnet in Georgian translation done by the University student Mariam Tabukashvili. Everyone agreed that it sounded very well.

When the poetry evening was over Deputy Rector of the University, Professor Shalva Kirtadze, Head of the English Philology Department, Professor Madonna Megrelishvili and PhD Eliso Pantskhava addressed the audience to congratulate the organizers and participants on the success of the Shakespeare Week and to thank everyone who had contributed to it in any way. They marked that all the hard work organizing the event was well worth.

The organisers and participants were awarded Certificates of Appreciation which was followed by music from the films made after Shakespeare works and face painting to remember the Festival.

 
  დანართის სახთ იხილეთ შექსპირის
კვირეულის ფოტოები
See below the photos of Shakespeare Week  
 
 
 

 
 

 
 

 
 
 
 

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 
 

 
 
 
 
 
 
 
  ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტი
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
Department of English Philology
Akaki Tsereteli State University