madlierebis gamoxatva qarTulad! Expressing Gratitude in a Georgian Style! |
|
|
T |
|
|
aმგვარად, უგრეხელიძეების ისტორიულ სახლში კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ ასოციაციის საპატიო წევრები, საქმიანი და პიროვნული ღირსებებით გამორჩეული ქუთათურები... მისასალმებელი სიტყვით მათ ქალბატონმა მადონამ მიმართა. მან კიდევ ერთხელ გაიხსენა ამ უნიკალური მეგობრული კავშირის ჩამოყალიბებისა და განვითარების ისტორია, რომელმაც ქუთაისის ყველა სფეროს წარმომადგენელი გააერთიანა და ბევრი სიკეთე მოუტანა ჩვენს ქალაქს. ამის შემდეგ ქალბატონმა მადონამ განსაკუთრებით გამოჰყო ასოციაციის ბოლოდროინდელი პროექტი - ნიუპორტის დელეგაციის საიუბილეო ვიზიტი, რომელიც მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა ჩვენს ქალაქში. ასოციაციის თავმჯდომარემ ქუთაისის მერიისა და ქუთაისი ნიუპორტის საერთაშორისო ასოციაციის სახელით გულითადი მადლობა გადაუხადა ასოციაციის წევრებს თანადგომისა და მასპინძლობისთვის და დასძინა, რომ სწორედ თითოეული მათგანის დამსახურებით ქუთაისისა და ნიუპორტის ურთიერთობა ევროპასა და მთელ მსოფლიოში ქალაქთა შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის საერთაშორისო მოდელად არის აღიარებული. |
|
Sეხვედრის მომდევნო ეტაპი საიუბილეო დღეებში სპეციალურად შექმნილი ვიდეოფილმის ჩვენებას დაეთმო. ასოციაციის შექმნიდან დღემდე შეკრებილმა კადრებმა გააცოცხლა ორი ქალაქის მიერ ერთობლივად განვლილი გზა... ტრენინგები და მასტერკლასები, ცალკეული რეფორმები და გრანტები, მეგობრობის სკვერები, გამოფენები და კონცერტები, ბიზნესის, ტურიზმის, ჯანდაცვის, სოციალური და განათლების სფეროს წარმომადგენელთა ინტენსიური ვიზიტები და ბევრი სხვა მასშტაბური პროექტი. |
|
fილმის ნახვის შემდეგ მოეწყო მადლობის სერთიფიკატების გადაცემა, რომლებიც პერსონალურად ქნიას წევრებისთვის მომზადდა იუბილეში მონაწილეობისა და ქუთაისი ნიუპორტის მეგობრობაში შეტანილი წვლილისთვის. პირველი სერთიფიკატი ასოციაციის თავმჯდომარისგან ქუთაისის მერიას და ქალაქის მერს, ბატონ შოთა მურღულიას გადაეცა, რომელიც, ამავდროულად, ასოციაციის პრეზიდენტია. |
|
aმ პროცედურის შემდგომი გაგრძელების პატივი სწორედ ბატონ შოთას ხვდა წილად. დაჯილდოვებულთა სიაში იყვნენ: დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლი, ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი სიხარულიძე და დირექტორი სულხან გოგოლაშვილი, ქუთაისის მერიის ფოლკლორის ცენტრის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის ხელმძღვანელი ზეინაბ ბურჯანაძე, ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტისა და ენათა ცენტრის აკადემიური პერსონალი და იუბილეში მონაწილე ბევრი სხვა საპატიო პირი. |
|
Sეხვედრის ბოლოს სტუმრებს ნიუპორტიდან გამოგზავნილი სამადლობელი წერილების შინაარსი გააცნეს. ნიუპორტის დელეგაციის წევრები გვიზიარებენ თავიანთ შთაბეჭდილებებს საიუბილეო ვიზიტთან დაკავშირებით, რომელმაც, როგორც ისინი მიუთითებენ, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და 100%-ით გაამართლა. წერილები ცხადყოფენ სტუმრების აღფრთოვანებას მასპინძლების გამორჩეული სტუმართმოყვარეობით, გულისხმიერებით, უშუალობით, პროგრამით გათვალისწინებული მრავალფეროვანი შესაძლებლობებით და ბრწყინვალედ ორგანიზებული ღონისძიებებით. ნიუპორტელები სიამაყით აღნიშნავენ, რომ მათ ძალიან გაუმართლათ, რადგან ასეთი სამაგალითო მეგობრები შეიძინეს კონტინენტის მეორე მხარეს. წერილებში ასევე აქცენტირებულია ის გარემოება, რომ ამ საიუბილეო ვიზიტის შედეგად ქუთაისი ნიუპორტის ასოციაციამ შეიძინა ბევრი ახალი მაღალი რანგის მეგობარი, რომლებიც პირველად სტუმრობდნენ საქართველოს და მათთვის უკვე ცხადი გახდა ქუთაისისა და ნიუპორტის მეგობრობის განსაკუთრებული ხასიათი. სტუმრებს მიეცათ შესაძლებლობა შეხვედროდნენ თავიანთ ქუთაისელ კოლეგებს და განეხილათ არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი. თითოეულ მათგანს სურს შეიმუშავოს გეგმა, რომელიც ახლო მომავალში ბევრ სიკეთეს მოუტანს ქუთაისს და საფუძვლად დაედება ახალ, ორივე ქალაქისა და ქვეყნისათვის უაღრესად ღირებულ ურთიერთობებს. |
|
aსოციაციის სახელით გვსურს კიდევ ერთხელ გამოვხატოთ უსაზღვრო მადლიერება ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც საკუთარი წვლილი შეიტანა ისტორიული საიუბილეო ვიზიტის წარმატებით წარმართვასა და ქუთაისი ნიუპორტის სამაგალითო მეგობრობის შემდგომი განმტკიცების საქმეში. |
|
nino TavidaSvili filologiis doqtori ana Wolokava doqtoranti |
Nino Tavidashvili Doctor of Philology Anna Cholokava PhD Student |
|