niuporteli stumrebis viziti saganmanaTleblo dawesebulebebSi

Newport Guests’ Visit to Educational Institutions

 
 
 



n



იუპორტისა და ქუთაისის მეგობრობა ბრიტანეთისა და საქართველოს ურთიერთობის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია. ამ ურთიერთობას 25 წლიანი იუბილის აღსანიშნავად ქუთაისს ნიუპორტიდან განათლების სფეროს უაღრესად წარმომადგენლობითი დელეგაცია ეწვია, რომელიც წარმოადგენდა სამხრეთ უელსის უნივერსიტეტსა და გვენტის შემდგომი განათლების კოლეჯს.




T
he relationship between Newport and Kutaisi is a vivid example of friendship between Wales and Georgia. On the occasion of the celebration of a 25-year-twinning relationship a highly representative delegation from Newport visited Kutaisi. Among the guests were professors of the University of South Wales and Gwent College of Further Education.

 
 


s


აიუბილეო ღონისძიებათა ფარგლებში დაიგეგმა საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრები. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს სტუმრად უელსის პარლამენტის თავმჯდომარე ქალბატონი როზმარი ბატლერი, აწსუს საპატიო პროფესორები და უელსის უნივერსიტეტის წარმომადგენლები ეწვივნენ. შეხვედრაზე განიხილეს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სამხრეთ უელსის უნივერსიტეტს შორის მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა განათლების მიმართულების სწავლებისა და თანამშრომლობის შესახებ.





Within the framework of the anniversary events many interesting and productive meetings were held.

Akaki Tsereteli State University was visited by the delegation headed by Dame Rosemary Butler.

The Rector and the guests discussed future prospects of the cooperation between Akaki Tsereteli State University and the University of South Wales and focused on teaching and collaboration in the field of education.

 
 
 


a



ღსანიშნავია, რომ დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს არა მარტო ქუთაისში, არამედ იმერეთის რეგიონში არსებულ სხვადასხვა პროფილის საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან. სამხრეთ უელსის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო და განათლების ფაკულტეტის დეკანი დოქტორი კარლ პიტერსი და გვენტის შემდგომი განათლების კოლეჯის I კემპუსის ხელმძღვანელი გარი ჰენდლი ეწვივნენ ქუთაისის №19 და №38 საჯარო სკოლებს, სადაც მოსწავლეთა გარკვეული რაოდენობა ჩართულია ინკლუზიური განათლების პროგრამაში. ნიუპორტის დელეგაციის წევრების სტუმრობა საჯარო სკოლებში საინტერესო გარემოში წარიმართა. შედგა დიალოგი სტუმრებს, პედაგოგებსა და მოსწავლეებს შორის. ზემოთ ხსენებული საჯარო სკოლების დირექტორებმა - ქალბატონმა ნატო კუხიანიძემ და ბატონმა გივი ჯავახაძემ ისაუბრეს იმის შესახებ, როგორ მოარგეს ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნები და სახელმძღვანელოები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) მოსწავლეებს და რამდენად განსხვავებული და მრავალფეროვანია სსსმ მოსწავლეთა უნარები და შესაძლებლობები. მასპინძლებმა სტუმრებს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება, მიღწევები და სასურველ შედეგებზე გასვლის გზები. სტუმრებმა მოსწავლეებს საჩუქრები გადასცეს, დაათვალიერეს მათი ნამუშევრების გამოფენა და მასპინძლებისგანაც მიიღეს სიმბოლური საჩუქრები - მოსწავლეთა ხელნაკეთი ნივთები.





It should be noted that the members of the delegation also held meetings with representatives of different educational institutions not only in Kutaisi, but in other towns of the Imereti region.

Deputy Dean of the faculty of Life Science and Education at University of South Wales, Dr Carl Peters and Head of Campus I at Gwent College of Further Education, Gary Handley visited Kutaisi public schools №19 and № 38 where a number of pupils are involved in the programme of inclusive education.

The dialogues between the visitors, teachers and pupils took place in a nice atmosphere.

The principals of the above mentioned schools – Nato Kukhianidze and Givi Javakhadze talked about their attempt to adapt a national curriculum and guidelines to pupils with special educational needs (SEN) and about different and diverse abilities of these pupils. The hosts shared their experience, achievements and desirable results with Welsh visitors who, in their turn, expressed willingness to share their experience in work with students with special educational needs. The visitors gave some presents to pupils, saw some items displayed by pupils and also received some handmade gifts from pupils themselves.

 
 


a


ღნიშნული ღონისძიებების ფარგლებში, დოქტორი გარი ჰენდლი ესტუმრა ქუთაისში არსებულ საზოგადოებრივ კოლეჯს „იბერია“. კოლეჯის დირექტორმა ქალბატონმა თინათინ ლოსაბერიძემ ისაუბრა კოლეჯში არსებულ მდგომარეობაზე. მან სტუმრებს წარუდგინა სხვადასხვა პროფესიული პროგრამა, გააცნო სტუდენტთა კოლეჯში ჩარიცხვის პროცედურა, შეფასების სისტემა. ნიუპორტელმა სტუმარმა პრაქტიკული მეცადინეობისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზა მოინახულა და, თავის მხრივ, მასპინძლებს გაუზიარა გვენტის კოლეჯის გამოცდილება, გამოხატა თავისი შეხედულება შემდგომი განათლების სამომავლო პერსპექტივებზე და გამოთქვა სურვილი ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.




Within the framework of the mentioned events Dr. Gary Handley also had a visit to Kutaisi Public College “Iberia”.

The director of the college, Tinatin Losaberidze spoke about different professional programmes, students’ entrance exams and the assessment system.

The visitor from Newport looked around the technical base for teaching practical skills, shared his own experience with further education at Gwent College and expressed a great desire for future cooperation.

 
 


Z



ალზედ საინტერესო იყო შეხვედრა სამტრედიის მე-15-ე საჯარო სკოლაში, რომელსაც გვენტის შემდგომი განათლების კოლეჯის ზრუნვისა და ზედამხედველობის სკოლის ხელმძღვანელი ქალბატონი ალის ბატლერ – ბრაითი და ამავე კოლეჯის II კემპუსის ხელმძღვანელი ბატონი ქით ბექჰაუსი სტუმრობდნენ. სკოლის დირექტორმა, ბატონმა გია მეიშვილმა სტუმრებს მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია ნახევრად ღია ტიპის სპეციალიზირებული სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულების შესახებ, რომელიც ერთადერთია ჩვენს ქვეყანაში, ემსახურება ქცევითი და ემოციური პრობლემების მქონე მოზარდებს და იმყოფება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებაში. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ამავე სამინისტროს ინკლუზიური განათლების ქვეპროგრამის კოორდინატორი და სამმართველოს მთავარი სპეციალისტები. შეხვედრა კითხვა–პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. მასპინძლებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ სკოლა-პანსიონის მიზანია აღსაზრდელებისათვის შექმნას ისეთი გარემო, სადაც თითოეულ მოსწავლეს ეძლევა შესაძლებლობა დაეუფლოს საკუთარი ქცევისა და ემოციების მართვის უნარ-ჩვევებს, საბაზო და საშუალო განათლებას. ასევე, სკოლა ზრუნავს მათ ფიზიკურ, ზნეობრივ და სამართლებრივ აღზრდაზე და პრეპროფესიული უნარების განვითარებაზე სამომავლო დასაქმების მიზნით, რაც ხელს უწყობს მოსწავლეთა რესოციალიზაციას და საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ჩამოყალიბებას.





There was a very interesting meeting in Samtredia public school №15 visited by Head of the School of Care at Gwent College of Further Education, Alice Butler-Bright and Head of Campus 2 of the same college, Keith Backhouse.

The school principal, Gia Meishvili gave the guests detailed information about the semi-open type of specialized educational institution, supported by the Ministry of Education and Science, and pointed out that it is the only institution in our country which serves young adults with the emotional and behavioral problems.

The meeting concerning the programme of inclusive education was also attended by the coordinator and senior specialists from the Ministry of Education and Science.

During the question-and-answer meeting the hosts emphasized that the boarding school aims at creating a friendly environment in which each student is given an opportunity to master their emotions and behavioral management skills, basic and secondary education.

Besides, the school takes care of students’ physical, moral and legal education and teaches them professional skills for future employment, thus encouraging students to become full members of the society.

 
 
 


s



კოლის მოსწავლეებთან შეხვედრის შემდეგ, დელეგაციის წევრები გაეცვნენ სასწავლო გარემოსა და ინფრასტრუქტურას. სკოლის დირექტორის ბატონი გია მეიშვილის აზრით, მათთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ სტუმრებმა გამოიჩინეს ინტერესი მათი დაწესებულების მიმართ და იმედოვნებს, რომ შეხვედრა გადაიზრდება სამომავლო თანამშრომლობაში ინკლუზიური განათლების განვითარების კუთხით.





After the meeting with school children, members of the delegation looked around the school infrastructure. The school principal was pleased with the fact that the visitors showed a great interest in the institution, and expressed his hope that the meeting would develop into the future cooperation in the field of inclusive education.

 
 


a



მავე დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში დაიგეგმა შეხვედრა ქუთაისში ფუნქციონირებად მიუსაფარ ბავშვთა დღის ცენტრში, სადაც სტუმრად იმყოფებოდნენ გვენტის შემდგომი განათლების კოლეჯის ზრუნვისა და ზედამხედველობის სკოლის ხელმძღვანელი ქალბატონი ალის ბატლერ – ბრაითი, ამავე კოლეჯის II კემპუსის ხელმძღვანელი ბატონი ქით ბექჰაუსი და ნიუპორტი ქუთაისის ასოციაციის წევრი ქალბატონი ქეროლაინ მაქლაჰლანი.





HHead of the School of Care at Gwent College of Further Education, Alice Butler-Bright, Head of Campus 2 of the same college, Keith Backhouse and KNIA member, Caroline McLachlan visited Kutaisi Day Care Centre for homeless and socially unprotected children.

 
 


d




აწესებულების ხელმძღვანელმა ქალბატონმა ნანა იდაძემ სტუმრებს მიაწოდა სრულყოფილი ინფორმაცია ჯერ კიდევ სრულიად ახალბედა დღის ცენტრის საქმიანობის, არსებული პრობლემებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. სტუმრები შეხვდნენ და გაესაუბრეს ცენტრის ბენეფიციარებსა და მომუშავე პერსონალს. შეხვედრის დასასრულს კი დიდი მოწონება გამოხატეს დაწესებულების საქმიანობის მიმართ და ჩანაწერიც დატოვეს შთაბეჭდილებების წიგნში. ამავე დღეს, დელეგაციის წევრები ესტუმრნენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დღის ცენტრს „ხიდი სოციალური ინკლუზიისათვის“, რომელსაც ქალბატონი ლიკა მხატვარი ხელმძღვანელობს. აღნიშნული დაწესებულება მიზნად ისახავს ზრუნვის ალტერნატიული და ოჯახის მხარდამჭერი მომსახურების განვითარებას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და მოზარდებისთვის და ემსახურება მათ სოციალურ ინტეგრაციას. ცენტრის ხელმძღვანელმა სტუმრებს თავიანთი საქმიანობა, სამომავლო გეგმები და პრობლემები გააცნო და მათთან მომავალი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.






The director of the centre Nana Idadze provided the guests with complete information about the new centre, its activities, current problems and future plans.

After the meeting with the beneficiaries, and the staff of the centre the guests expressed their approval of the activities of the institution and wrote down their entries in the centre impression book.

On the same day members of the delegation visited the day centre for people with disabilities "Bridge for Social Inclusion", headed by Lika Mkhatvari.

This organization aims at developing alternative care and family support services for children and adolescents with disabilities, thus encouraging their social integration.

The director spoke about the centre activities, future plans and expressed hopes for future cooperation.

 
 
 


d




ელეგაციის წევრებისა და მასპინძელი ორგანიზაციების ხელმძღვანელთა აზრით, ნიუპორტის დელეგაციის განათლების სფეროს წარმომადგენლების ვიზიტი ზემოთ აღნიშნულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში უაღრესად ინფორმაციული, საინტერესო და საქმიანი იყო, რაც მომავალი ურთიერთანამშრომლობის პერსპექტივას სახავს.






All the members of the delegation as well as the hosts of the above mentioned educational institutions believe that these visits were highly informative, interesting and productive with the prospects of future cooperation.

 
 
 
 
 

asocirebuli profesori ekaterine arCvaZe

asistent profesori ekaterine qurdaZe

inglisuri filologiis departamenti

Associate Professor Ekaterine Archvadze

Assistant Professor Ekaterine Kurdadze

KNIA members