saiubileo Sexvedra

Celebratory Meeting

 
 
 
 


qუთაისისა და ნიუპორტის მეგობრობის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო შეხვედრა ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრის სასტუმრო დარბაზში გაიმართა. შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ ქ. ქუთაისის მერი ბ-ნი შოთა მურღულია, ბრიტანეთის ელჩი ალექსანდრა ჰოლ ჰოლი, უელსის პარლამენტის თავმჯდომარე, დამა როზმარი ბატლერი, ვენეციის კომისიის წევრი პროფ. მინდია უგრეხელიძე, მისი უწმინდესობა რიჩარდ ფეინი, მონმუთის ეპისკოპოსი და ქნიას თავმჯდომარე ქ-ნი მადონა მეგრელიშვილი. სიტყვით გამომსვლელებმა ხაზი გაუსვეს ამ მრავალწლიანი მეგობრობის მნიშვნელობას და წარმატებულ ურთიერთობას ორი ქალაქის ისტორიაში და სურვილი გამოთქვეს მომავალში ამ მეგობრობის ღირსეულ გაგრძელებაზე.

A
celebration meeting on the occasion of the 25th anniversary of Newport and Kutaisi twinning was held in the hall of the Lado Meskhishvili Professional State Drama Theatre. The Mayor of Kutaisi Shota Murgulia, the UK Ambassador to Georgia Alexandra Hall Hall, Honorary Citizen of Kutaisi, Dame Rosemary Butler, a member of the Venice Committee, Professor Mindia Ugrekhelidze, The Right Reverend Richard Pain, Bishop of Monmouth and Chair of Kutaisi Newport International Association, Professor Madonna Megrelishvili greeted all participants of the meeting. The speakers underlined the importance of longstanding friendship and productive relationship in the history of the two cities and expressed their great wish for further successful development of this friendship.

 
 
 


S


ეხვედრის წამყვანები იყვნენ ქ-ნი ნინო ნიჟარაძე და ბ-ნი დავით მეგრელიშვილი. მათ ისაუბრეს იმ პროექტების შესახებ, რომლებიც ასოციაციების ეგიდით განხორციელდა. შეხვედრას ქუთაისი ნიუპორტის საერთაშორისო ასოციაციის ყველა აქტიური წევრი ესწრებოდა.





The presenters of the meeting were Nino Nijaradze and David Megrelishvili, who spoke about the projects implemented under the aegis of the associations. All active members of the Association attended the meeting.

 
 
 
 


S


ეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას ვენეციის კომისიის წევრმა პროფესორმა მინდია უგრეხელიძემ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ საქართველოს ისტორიულად ბევრ ქვეყანასთან ჰქონდა კავშირი, უელსთან კი არასდროს. ამ ქვეყნებთან ურთიერთობის ისტორიას სათავე დაუდო ორი ქალაქის – ქუთაისისა და ნიუპორტის – მეგობრობამ, რომელიც გააღრმავა და სხვა სიმაღლეზე აიყვანა ასოციაციებმა. მადლობა მათ ამ ახალი ისტორიის შექმნისთვის!




Amember of the Venice Committee, Professor Mindia Ugrekhelidze speaking about the activities of the associations noted that Georgia has had lots of links with different countries throughout its history, but not with Wales. The relationship between these countries started with the Twinning of the two cities - Kutaisi and Newport – and it was strengthened and developed by the associations. A lot of thanks to them for the creation of this new history!

 
 
 
 
 


S


ეხვედრის მიმდინარეობისას სრულდებოდა მუსიკალური ნომრები. დამსწრე საზოგადოებამ თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის, ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტის, მარიკა მაჩიტიძის არაჩვეულებრივი შესრულებით მოისმინა არია ოპერიდან „მანონი“. მას აკომპანირებას უწევდა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტი გიორგი საჯაია. უდიდესი აღფრთოვანება გამოიწვია გიორგის საჯაიას მიერ შესრულებულმა ბიზე-ჰოროვიცის „კარმენმა“. აუდიტორია აღაფრთოვანა ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის გამოჩენილი პედაგოგის, პროფესორ ციცინო თოდუას, ზანდა კიკვაძისა და მზია ჩიქოვანის შესრულებულმა ბეთჰოვენის ტრიომ და მინორის პირველმა ნაწილმა. დამსწრე საზოგადოებას დიდი სიამოვნება მიანიჭა სიმებიანი კვარტეტის მიერ წარმოდგენილმა სულხან ცინცაძის ორმა მინიატურამ – „ლალე“ და „ინდი-მინდი“.




At the jubilee meeting some beautiful musical pieces were performed. The audience enjoyed listening to the aria of Herald Manoni from the opera “Manoni”, performed by the soloist of Tbilisi Zakaria Paliashvili Opera and Ballet State Theatre, Marika Machitidze accompanied by a Tbilisi Vano Sarajishvili State Concervatory student, Giorgi Sajaia.

Bizet- Harowitz “Carmen” performed by Goerge Sajaia made a great impression on the audience.

Everybody admired the first part of Beethoven’s Trio Minor, performed by Kutaisi Meliton Balanchivadze Central Musical School Professor Tsitsino Todua, Zanda Kikvadze and Mzia Chikovani.

Sulkhan Tsinsadze’s two miniatures “Lile” and “Indi-mindi” performed by a string quartet was a great joy.

 
 
 
 
 


s



აიუბილეო შეხვედრა დასრულდა ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის კონცერტით, რომელმაც კიდევ ერთხელ აღაფრთოვანა დამსწრე საზოგადოება.





The closing part of the meeting was a concert of the Kutaisi Song and Dance Ensemble, which once again impressed the audience greatly.

 
 


q



ართველ მოცეკვავეთა და მომღერალთა პროფესიონალიზმმა საიუბილეო დღეები გაალამაზა და ბრიტანელი სტუმრების უდიდესი აღტაცების საგანი გახდა. ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა კიდევ ერთხელ გაიტანა ქართული კულტურა საქართველოს საზღვრებს გარეთ!





The professionalism of Georgian dancers and singers made the celebration day memorable and Newport guests were very delighted. The Kutaisi Song and Dance Ensemble once again did its best to introduce Georgian Culture to a large audience.

 
 
 


m


ათმა პროფესიულმა და პატრიოტულმა ღვაწლმა, კიდევ უფრო განამტკიცა ქუთაისის და ნიუპორტის კავშირი, რომელიც ევროპასა და მსოფლიოში ქალაქთა შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის მოდელადაა გამოცხადებული.




Their professional and patriotic contribution has strengthened the link between Newport and Kutaisi, which is considered to be a model of international twinning.

 
 
 


a



ღსანიშნავია, რომ საიუბილეო შეხვედრამ თბილ და მეგობრულ ვითარებაში ჩაიარა და მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ორ ქალაქს შორის მეგობრობის შემდგომ გაღრმავებაში.





The celebration meeting was held in a warm and friendly atmosphere and played an important role in strengthening the friendship between the two cities.

 
 
 
 
 

asistent profesori Tamar TvalaZe

qnias wevri

Assistant Professor Tamar Tvaladze

KNIA Member