|
|
|||
თქვენ გვჭირდებით, დოქტორ თრიშ! |
We need you, Dr. Trish! | ||
უკვე დიდი ხანია, რაც დოქტორი ტრიშ
ბლერი საქართველოს მეგობარია. ეს მეგობრობა არც მეტი, არც ნაკლები 1992
წელს დაიწყო, როცა ქუთაისი და კოლუმბია, შტატი მისური, აშშ
დამეგობრებული ქალაქები გახდა. დოქტორი ბლერი არის დამფუძნებელი და
პრეზიდენტი საერთაშორისო სააგენტოსი, რომლის სახელწოდებაა “A Call To
Serve International” (ACTS International). იგი ასევე ქუთაისის
საპატიო მოქალაქე და ქუთაისსა და კოლუმბიას შორის მეგობრობის ერთ-ერთი
ინიციატორია. ACTS International-ის ძალისხმევით არა ერთი ჰუმანიტარული
პროექტი განხორციელდა ქუთაისსა და მთლიანად საქართველოში.![]() დეკემბერის უჩვეულოდ თბილ დღეს დოქტორი ტრიშ ბლერი ქუთაისს სტუმრობდა, რათა შეხვედროდა ქალაქ ქუთაისის მთავრობის წარმომადგენლებს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას, ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტის აკადემიურ პერსონალს და ქუთაისი მე-3 და მე-19 საჯარო სკოლებს. მიუხედავად იმისა, რომ დოქტორ ბლერს ქუთაისში ბევრი მეგობარი ჰყავს, ეს ვიზიტი ინიცირებული იყო ქუთაისი მერიის მიერ, რათა დაიწყოს ქუთაისსა და კოლუმბიას შორის მეგობრობის თვისობრივად ახალ საფეხურზე გადასვლის პროცესი. ეს ურთიერთობები ძალიან აქტიური იყო წლების წინ და ორივე მხარე თანხმდება, რომ მათ გამოცოცხლება სჭირდება. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან გიორგი ღავთაძესთან შეხვედრაზე განიხილეს აწსუ-სა და მისურის უნივერსიტეტს შორის ურთიერთობები. 1998 წელს აწსუ-ს რექტორმა ავთანდილ ნიკოლეიშვილმა და მისურის უნივერსიტეტის მაშინდელმა პროვოსტმა დოქტორმა ბრედი დეიტონმა ორ უნივერსიტეტს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ეს შეთანხმება 2008 წელს იქნა განახლებული, რომელიც ითვალიწინებს ყოველწლიურად ერთი ქუთაისელი სტუდენტის გაცვლითი პროგრამით მისურის უნივერსიტეტში სწავლას უფასოდ. ქალბატონმა ბლერმა წარმოადგინა ახალი იდეები, რომელთა განხორციელება შესაძლებელია, მითუმეტეს ახლა, როცა ახალი ტექნოლოგიები ასე ამარტივებს გრძელ მანძილზე კომუნიკაციას. ქალბატონი ბლერის თქმით, მისურის უნივერსიტეტის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა ძალიან მოწადინებულია გააფართოვოს ორ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა. ![]() ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტის აკადემიურ პერსონალთან შეხვედრამ საოცრად თბილ გარემოში ჩაიარა. საპატიო სტუმარი პროფესორმა მადონა მეგრელიშვილმა, დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მიიღო. დოქტორი ბლერი საკომაოდ ცნობილია ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტში, რომელსაც ორ ქალაქ შორის მეგობრობის განვითარების საქმეში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან სწორედ აქ დაიბადა როგორც ქუთაისისა და კოლუმბიის ქალაქების, ისე მისურისა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტების დამეგობრების იდეა. აკადემიური პერსონალი ქალაბატონ ბლერს თბილი სიტყვებით მიესალმა. ლალა კობეშავიძე, უფროსი მასწავლებელი: ძვირფასო ტრიშ, თქვენ კეთილ სანტა კლაუსს ჰგავდით, როცა გაღიმებული და ენერგიული ხანგრძლივი დამღლელი მგზავრობის მიუხედავად, ჩამოფრინდით ქუთაისის აეროპორტში ჰუმანიტარული დახმარებით, რომელიც გაჭირვებული ხალხის დასახმარებლად იყო გამიზნული. თქვენი დაუღალავი მცდელობის წყალობით ქუთაისი გადაურჩა 90-იანების მძიმე და ბნელ წლებს, როცა არ იყო ელექტროენერგია, გაზი, წყალი და იყო შიმშილი. ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ ამას. ძალიან დიდი მადლობა. რუსუდან გვილავა, ასოცირებული პროფესორი: ეს იყო 1992 წელი, როცა მე პირველად გავიგე თქვენს შესახებ. თქვენ საქართველოში მაშინ ჩამობრძანდით, როცა ის ძალიან მძიმე დღეში იყო და იმ დახმარებას, რომელიც თქვენ გაუწიეთ ჩვენს ხალხს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. თქვენ შეუმსუბუქეთ ცხოვრება ძალიან ბევრ სოციალურად დაუცველ ადამიანს. რამდენიმე წელი მე საერთაშორისო სამაშველო კომიტეტში ვმუშაობდი და კარგად მახსოვს, როგორი ცნობილი იყო თქვენი სახელი. იმავე წელს თქვენ ეწვიეთ ჩვენს უნივერსიტეტს, შეხვდით ჩვენს სტუდენტებს. სწორედ თქვენი ინიციატივით მოხდა ქუთაისისა და კოლუმბიის (შტატი მისური) დამეგობრება და კავშირების დამყარება ჩვენს უნივერსიტეტსა და მისურის უნივერსიტეტს შორის. თქვენ ძალიან ბევრი გააკეთეთ ამ კავშირების გაძლიერებისთვის. ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ თქვენ იყავით ერთ-ერთი პირველთაგანი, ვინც ქუთაისი საპატიო მოქალაქე გახდა. ვწუხვართ, რომ ქუთაისსა და კოლუმბიას შორის კავშირები დღეს ისეთი ძლიერი არ არის, როგორც იყო. ვიმედოვნებთ, რომ თქვენ ყველაფერს გააკეთებთ, რომ იგი კვლავ წარმატებული გახდეს. გმადლობთ ყველაფრისათვის, რაც გაგიკეთებიათ და, რასაც მომავალში გააკეთებთ ჩვენთვის. მაია ალავიძე, ფილოლოგიის დოქტორი: ძვირფასო ბლერ, მე მახსოვს ახალგაზრდა მასწავლებელი ვიყავი, როცა პირველად გაგიცანით. მახსოვს, თქვენ იყავით ერთ-ერთი პირველი უცხოელი, ვინც ჩვენს ქვეყანაში ჩამოვიდა და მის მიმართ ინტერესი გამოხატა. ძალზედ მოხარული ვარ თქვენი ნახვით და მსურს გითხრათ რამდენიმე სიტყვით იმის შესახებ, რა სიახლეები გვაქვს ამ ხნის განმავლობაში. ვინაიდან თქვენ ექიმი ბრძანდებით ალბათ დაგაინტერესებთ ის ფაქტი, რომ ერთი თვის წინ ქუთაისელმა ექიმებმა ჩამოაყალიბეს ექიმთა სერთაშორისო კლუბი. საერთაშორისო იმიტომ, რომ კლუბის ზოგიერთი წევრი არის ნიუპორტიდან, დიდი ბრიტანეთი. მათ მიიღეს დებულება, რაც დეტალურ ინფორმაციას იძლევა იმის თაობაზე, ვინ შეიძლება გახდეს კლუბის წევრი. კლუბის მიზანია ტრენინგების ჩატარება ექიმებისა და ექთნებისათვის. ისინი იკრიბებიან თვეში ერთხელ და ერთმანეთს უზიარებენ გამოცდილებას. დასაწყისში ონლაინ ტრენინგები იგეგმება ნიუპორტიდან, მაგრამ სამომავლოდ მათ განზრახული აქვთ გაერთიანებული სამეფოდან ექიმების მოწმევა და იქ პერსონალის გაგზავნა. თუ თქვენ დაგაინტერესებთ ეს ინიციატივა, ისინი მადლობელი დაგრჩებიან, თუ თქვენ გაესაუბრებით და ეტყვით, ვისთან ითანამშრომლონ. გარდა ამისა, ქუთაისელ ექიმებს ძლიან გაახარებთ, თუ ჩვენი მეგობარი ქალაქი კოლუმბია შემოურთდება კლუბს და აქტიურად მიიღებს მის მომავალ პროექტებში მონაწილებას თქვენი მეთაურობით. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ იმისათვის, რაც ქუთაისისთვის გააკეთეთ და ასევე მომავალი ინიციატივებისათვის. ![]() ნათია ზვიადაძე, ენათა ცენტრის ხელმძღვანელი: ჩვენ მართლაც გვიხარია თქვენი ნახვა. გვახსოვს თქვენი პირველი ვიზიტი ჩვენს უნივერსიტეტსი და ინგლისური ენის კლუბში. ეს მაშინ იყო, როცა ჩვენ სტუდენტები ვიყავით და გვიხაროდა ინგლისურენოვანი ქვეყნებიდან ჩამოსული ხალხის გაცნობა. ეს ჩვენ ინგლისურის გამოყენების საშუალებას გვაძლევდა. მრავალი წელი გავიდა მას შემდეგ, თქვენ კი არ შეცვლილხართ. ვიცი, რომ თქვენ ძალიან ბევრი გააკეთეთ როგორც ამ ორი ქალაქისა და უნივერსიტეტების დასამეგობრებლად, ისე პროგრამებისა და გაცვლითი ვიზიტების ორგანიზებისათვის. ქუთაისი ძალიან შეიცვალა 90-იანი წლების შემდეგ. ბევრი ახალი დაწესებულება ფუნქციობს. პარლამენტის შენობა მალე გაიხსნება და პირველ სესიას გამართავს ქუთაისში. აქცენტი კეთდება განათლებაზე, ტურიზმზე და მცირე ბიზნესის განვითარებაზე. რეფორმა ზეგავენას ახდენს ცხოვრების ყველა სფეროზე. ვფიქრობ, რომ ჩვენი ქალაქი გაუმკლავდება ახალ გამოწვევებს უფრო მეტი თავდაჯერებულობით და გამოცდილებით. ის ფაქტი, რომ თქვენ აქ ხართ მაფიქრებინებს, რომ ახალი ინიციატივები მოჰყვება თქვენს ვიზიტს. ჩემი თაობისა და კურსდამთავრებულთა სახელით, რომლებიც ახლა უნივერსიტეტში მუშაობენ და ჩართული არიან მის საქმიანობაში, მსურს მადლობა მოგახსენოთ მეგობრობისთვის მრავალი წლის მანძილზე. ![]() კობა ლომიძე, ფილოლოგიის დოქტორი, მასკის სამაგისტრო პროგრამის გამარჯვებული: მნიშვნელოვანია ACTS-ის წვლილი ჯანდაცვის, ბიზნეს თანამშრომლობის და რაც ყველაზე მთავარია განათლების სფეროში საქართველოში. ჩვენ სათანადოდ უნდა შევაფასოთ კოლუმბიასა და ქუთაისს შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის მნიშვნელობა. მსოფლიო უნივეტეტების რეიტიგებში ამერიკული უნივერსიტეტები დომინირებენ. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რამდენი რამის სწავლა და გაზიარება შეიძლება აკაკი წერეთლის სახელწიფო უნივერსიტეტსა და მისურის უნივერსიტეტს შორის. მას მერე, რაც საშუალება მომეცა მესწავლა ამერიკის შეერთებულ შტატებში სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროგრამით, ვნახე, რომ ცხოვრების დონე აშშ-ში მაღალია, თუმცა იქაც არის პრობლემები. ამიტომაც ნამდვილად ქების ღირსია ის ფაქტი, რომ მიუხედავად პრობლემებისა უბრალო ამერიკელებს სურვილი აქვთ დახმარების ხელი გაუწოდონ მეგობრებს საქართველოში. ქალაქ ქუთაისის ადმინისტრაციის შესასვლელში დოქტორ ტრიშ ბლერს ბატონი დავით მეგრელიშვილი - მერიის საერთაშორის ურთერთობების განყოფილების ხელმძღვანელი შეხვდა. ქალბატონ ბლერს მოეწონა სვეტი რომლებზეც ქუთაისის დამეგობრებული ქალაქებისაკენ მიმართული ისრებია. საკონფერენციო დარბაზში დოქტორი ბლერი შეხვდა ქუთააისის მერს ბატონ გიორგი თევდორაძეს, ქალაქის თვიმმართველობის ხელმძვანელს ბატონ ამირან ხვადაგიანს და სხვა ოფიციალური პირებს. ბატონმა გიორგი თევდორაძემ აღნიშნა, რომ კავშირები კოლუმბიასა და ქუთაისს შორის ძალიან აქტიური იყო წარსულში, მაგრამ საქართველოსა და ქუთაისის განვითარების ახალ ეტაპზე ეს ურთიერთობა კიდევ უფრო გამორჩეული უნდა გახდეს. განიხილეს თანამშრომლობის პოტენციური მიმართულებები. ქალბატომა ბლერმა ისაუბრა მდგრადი განვითარების აუცილებლობაზე და დაპატიჟა ქალაქის ოფიციალური პირები კოლუმბიაში მომავალი წლის დასაწყისში. ქალბატონმა ტრიშმა აღნიშნა იმ ალაჩვეულებრივი
მეგობრობის შესახებ, რომელიც ქუთაისსა და ნიუპორტს შორის არის. მან
დიდი სიყვარულითა და პატივისცემით მოიხსენია როზმარი და დერეკ
ბატლერები, რომლებიც ამ მეგობრობის წამყვან ძალას წარმოადგენენ. მანვე
წამოაყენა არაჩვეულებრივი იდეა სამ ქალაქს - ქუთაისს,
კოლუმბიასა და ნიუპორტს - შორის ერთობლივი მეგობრული
კავშირების გაღრმავებისა და გაძლიერების შესახებ. კობა ლომიძე, ფილოლოგიის დოქტორი |
Dr.
Trish Blair has been a friend of Georgia for a long time. This
friendship started as far back as 1992 when Kutaisi, Georgia and
Columbia, Missouri, USA became sister cities. Dr. Blair is the
founder and president of “A Call To Serve International” (ACTS
International) – an international relief agency. She is also an
Honorary Citizen of Kutaisi and one of initiators of friendship
between Columbia and Kutaisi. As part of ACTS International efforts
there have been several relief projects implemented in Kutaisi and
Georgia. Dr.
Blair presented some new ideas that are possible to accomplish now
that the advent of new technologies makes long distance
communication so simple. According to Dr. Blair the present
leadership of the University of Missouri is very enthusiastic to
enhance the cooperation between the two universities. A
month ago Kutaisi doctors formed an international doctors club. It
is called international because some of the members of the club are
from Newport, Wales, UK. They endorsed the statute that gives
detailed information who can become the member of the club. The aim
of the club is to conduct trainings for doctors and nurses. They
meet once a month and share the experience. At the beginning they
plan to have on-line trainings from Newport but in the long term
plan they intend to invite some of the doctors from the UK or send
the staff there. So if you find it interesting they would be
grateful if you have time to talk to them and tell them who
professional unions in the USA work or co- operate with them in any
way. Kutaisi doctors will be very happy if our sister city Columbia
will also join the club and actively participate headed by you in
this project. Thank you once again for what you did for Kutaisi and
thank you in advance for your future work. Dr. Blair talked about the need for sustainable development and invited the city officials to visit Columbia early next year. The response visit of the Columbia City leadership and the University of Missouri officials could happen next September which is the best time in terms of schedule. Giorgi Tevdoradze expressed his hope that the delegation will be able to come for Kutaisi Day celebration on May 2 as well. It is noteworthy that the year 2012 will mark the 20th anniversary of the sisterhood between the cities of Kutaisi and Columbia.
Dr. Trish Blair noted the extraordinary friendship between Kutaisi
and Newport. With love and respect she mentioned Rosemary Butler,
who is a moving force of this friendship together with Derek Butler.
She came up with an idea of strengthening and deepening the joint
friendship between the three cities - Kutaisi, Columbia
and Newport.
Koba Lomidze, PhD
|
||
| Welcome to KNIA | Members | ELC | Education | Archive | Guestbook | Contact Us | |||
| 2006-2011 © KNIA. All Rights Reserved | |||