| |
13-19 ნოემბერს ქუთაისი ნიუპორტის
საერთაშორისო ასოციაციამ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ვიზიტს უმასპინძლა.
ქუთაისს ნიუპორტი ქუთაისის
ასოციაციის თავმჯდომარე ქალბატონი სონია ფიშერი და
ნიუპორტის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი მარტინ ედვარდსი
ეწვია.
ქალბატონი სონია ფიშერი მოუთმენლად ელოდა ამ ვიზიტს და მონატრებულ
ქუთაისელ მეგობრებთან შეხვედრას. ასეთივე ენთიუზიაზმით დახვდნენ მას
ქუთაისი ნიუპორტის საერთაშორისო ასოციაციის თავმჯდომარე პროფესორი
მადონა მეგრელიშვილი და ასოციაციის სხვა წევრები.
ჩვენი სტუმრები არ შეშინდნენ და ნოემბრისთვის უჩვეულოდ ცივსა და
სუსხიან ამინდს ჩამოჰყვნენ საქართველოში.

არაერთი მნიშვნელოვანი საქმიანი შეხვედრა გაიმართა ბრიტანულ და ქართულ
მხარეს შორის. სტუმრებს ძირითადად ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო
უნივერსიტეტი მასპინძლობდა. პირველად ისინი აწსუ-ს ბიბლიოთეკას
ეწვივნენ. მოხდა გამოცდილებათა და აზრთა ურთიერთგაზიარება ქუთაისისა და
ნიუპორტის ბიბლიოთეკის ხელძღვანელებს
- გიორგი ჭიჭინაძესა და მარტინ ედვარდს - შორის. ბიბლიოთეკებს შორის
დაიგეგმა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს
ქუთაისის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის აღჭურვას თანამედროვე ელექტრონული
სახელმძღვანელოებით.
სტუმრები ეწვივნენ ქუთაისი ნიუპორტის საერთაშორისო ასოციაციის ოფისსა
და მისი ეგიდით დაარსებულ ინგლისური ენის ცენტრს. კითხვა-პასუხის
რეჟიმში გაიმართა ორმხრივი დიალოგი, რომელშიც აქტიურ მონაწილეობას
იღებდნენ ინგლისური ენის ცენტრის სტუდენტები.
პროფესორმა
მადონა მეგრელიშვილმა სტუმრებს წარუდგინა ინფორმაციული
ტექნოლოგიების მაგისტრატურის სტუდენტი ვიტალი დონღვანი, რომელმაც
სტუმრებზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება მოახდინა. ვიტალიმ წარმატებით
ჩააბარა IELTS-ის გამოცდა და იანვრის თვეში
სწავლას ნიუპორტის უნივერსიტეტში აგრძელებს.

ბრიტანელები ასევე შეხვდნენ როტარი კლუბსა და მის ხელმძღვანელს რეზო
რობაქიძეს. გაიმართა საქმიანი მოლაპარაკება მხარეებს შორის. ნიუპორტისა
და ქუთაისის ასოციაციის თავმჯდომარეების თაოსნობით საფუძველი ჩაეყარა
რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტის წამოწყებას ამ მიმართულებით.

სტუმრები საქმიანი ვიზიტით ეწვივნენ ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
რექტორს, პროფესორ გიორგი ღავთაძეს. დაიგეგმა სტუდენტთა შორის გაცვლითი
პროგრამების განხორციელება. აქვე გაიმართა დიალოგი ქუთაისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტის სტუდენტებთან.
საუბრის თემა და კითხვათა უმეტესობა საუნივერსიტეტო გაცვლით პროგრამებს
უკავშირდებოდა. სტუმრები დაუზარებლად პასუხობდნენ სტუდენტების
შეკითხვებს, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი კეთილგანწყობა
მათ მიმართ.

ქალბატონი სონია ფიშერი და მარტინ ედვარდსი ქუთაისის სახელწიფო
უნივერსიტეტის ინგლისური ენის ფილოლოგიის დეპარტამენტსა და ახლადდაარსებულ
ენათა ცენტრსაც ეწვივნენ. მათ მრავალ მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრეს
დეპარტამენტის ხელმძღვანელთან პროფესორ მადონა მეგრელიშვილთან,
ენათა ცენტრის დირექტორთან ასისტენტ-პროფესორ ნათია ზვიადაძესთან და
აკადემიურ პერსონალთან.
16 ნოემბერს, დილით დელეგაცია ქუთაისის უნივერსიტეტს
ეწვია. ვიზიტის მიზანი იყო უნივერსიტეტის საქმიანობის გაცნობა. მათ
დაათვალიერეს კაბინეტ-ლაბორატორიები. განსაკუთრებული ინტერესი
გამოხატეს ელექტრონული ბიბლიოთეკის მუშაობის მიმართ. სტუმრებმა
ისაუბრეს უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან, აკადემიურ პერსონალთან და
სტუდენტებთან. გამოიკვეთა ნიუპორტისა და ქუთაისის უნივერსიტეტებს შორის
მომავალი ურთიერთობის კონტურები.
შემდეგ ნიუპორტის დელეგაცია ეწვია ქუთაისის მერს
ბატონ გიორგი თევდორაძეს, სადაც მათ ძალიან თბილი დახვედრა მოუწყვეს.
სტუმრებმა აქ ისაუბრეს მომავალ პერსპექტივებზე და გაცვლით პროგრამებზე,
რომელიც აუცილებლად შედგება ორ ქალაქს შორის უახლოეს მომავალში.
ქალაქის მერმა ჩვენს სტუმრებს სამახსოვრო საჩუქრებიც გადასცა. მათ აქ
საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანლად ნიუპორტის
უნივერსიტეტის MBA კურსდამთავრებული დავით მეგრელიშვილი დახვდათ. ამ
ფაქტს სტუმრები აღფრთოვანებით შეხვდნენ.
ინგლისელები ესტუმრნენ
ლჯ–სა და ბომონდის კლინიკებს. ისინი შეხვდნენ
კლინიკათა ხელმძღვანელებს და იქ მომუშავე მედპერსონალს.
ლჯ-ში საზეიმოდ
გაიხსნა საქართველოს ექიმთა კლუბი, რომელსაც აქტიური ურთიერთობა ექნება
მსგავს ინგლისურ ორგანიზაციებთან გამოცდილებათა ურთიერთგაზიარების
მიზნით. უდავოა, რომ ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ქალაქის ჯანდაცვის
სფეროს შემდგომ განვითარებას. თუმცა ისიც აღინიშნა, რომ ლჯ-ისა და
ბომონდის კლინიკები ბრიტანულს არაფრით ჩამოუვარდება.

სტუმრებმა შეხვედრა გამართეს ქალთა რეგიონალურ კლუბთან და მის
ხელმძღვანელ მაკა ხეცურიანთან. დაიგეგმა მნიშვნელოვანი პროექტების
განხორციელება.
გარდა საქმიანი ვიზიტებისა ინგლისელებმა გაისეირნეს ჩვენი უძველესი
ქალაქის ახლადაღდგენილ ცენტრში, რომელსაც ისტორიული ფუნქცია დაუბრუნდა,
მოინახულეს ნიუპორტის ქუჩა და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს. ქალთა
რეგიონალური კლუბის თაოსნობით ისინი ესტუმრნენ პრომეთეს მღვიმეს და
დიდი სიამოვნება მიიღეს ამ ისტორიული ღირსშესანიშნაობის ხილვით.
ნიუპორტელები ასევე დაესწრნენ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის მიერ გამართულ კონცერტს, და როგორც მათ
აღნიშნეს დიდად მოიხიბლენ ჩვენი სტუდენტების შესაძლებლობებით და
ნიჭიერებით.
ჩვენმა სტუმრებმა მოინახულეს გელათის უძველესი მონასტერი და მოწამეთის
ახლადაღდგენილი ეკლესიაც.
ვიზიტის დასასრულს ქუთაისის ადგილობრივმა ტელევიზიამ, ტელეკომპანია
“რიონმა” ისინი პირდაპირ ეთერში მიიწვია ქუთაისი ნიუპორტის
საერთაშორისო ასოციაციის თავმჯდომარესთან, პროფესსორ მადონა
მეგრელიშვილთან ერთად. პირდაპირ ეთერში ნიუპორტელებმა ისაუბრეს
ერთკვიარიანი ვიზიტის შედეგებზე და მათ ქართველ მეგობრებს გულითადი
მადლობა გადაუხადეს იმ თბილი და გულწრფელი მიღებისათვის, რასაც
ქუთაისელები ყოველთვის იჩენენ ნიუპორტელების მიმართ. ეს სითბო და
სიყვარული კი ნიუპორტელებსა და ქუთაისელებს შორის არსებული, იმ 22-
წლიანი მეგობრობის შედეგია, რაც საერთაშორისო მეგობრობის მოდელადაა
დღესდღეობით აღიარებული.
ქუთაისიდან წასვლის შემდეგ ჩვენმა სტუმრებმა ერთი დღე თბილისშიც
დაჰყვეს. მათ მოინახულეს თბილისის ღირსშესანიშნაობები და კმაყოფილიც
დარჩნენ საქართველოში გატარებული ერთი კვირით.
ჩვენი მხრიდან გვინდა
უღრმესი მადლობა გადავუხადოთ ბრიტანელ მეგობრებს ჩვენს მიმართ
გამოხატული იმ გულისხმიერი დამოკიდებულებისათვის, რაშიც ისინი ყოველი
ვიზიტისას გვარწმუნებენ.
ირინა კობახიძე
ქნია-ს წევრი
|
On
13-19 November the Kutaisi Newport International Association
welcomed one more important visit. The Chair of Newport Kutaisi
Twinning Association Ms. Sonia Fisher and Team Leader –Circulation
Desk, UWN Martin Edwards visited Kutaisi.

Ms. Sonia Fisher had been looking forward to seeing her Kutaisian
friends. The Chair of Kutaisi Newport International Association,
Professor Madonna Megrelishvili and the other members of the
Association met her with the same enthusiasm.
Our guests didn’t set afraid of the Georgian weather and arrived in
our country in unusually cold and snowy November.
Lots of important meetings took place during the visit. Sonia Fisher
and Martin Edwards were welcomed by Akaki Tsereteli State University . First
they visited the library of the University where the heads of the
Kutaisi and Newport University libraries - Giorgi Chichinadze and
Martin Edwards - shared their experience and
ideas. Some important projects were planned to be carried out
between the libraries that will help to equip Kutaisi State
University library with modern electronic manuals.

The guests also visited the office of the Kutaisi Newport
International Association and The English Language Centre based on
it. ELC students were actively involved in the dialogue which took
place in the Association office.
Professor Madonna Megrelishvili introduced the master student of
information technology Vitali Dongvani, who made a positive
impression on the guests. Vitali was able to successfully pass the
IELTS examination in order to continue his study at the University
of Wales, Newport starting in January, 2012.

Our Newport friends met Rotary Club and its Head Rezo Robakidze to
discuss the clubs’ activity. The Chairs of the Association initiated
many important projects.
Our guests were received by the Rector of Akaki Tsereteli State
University, Professor Giorgi Gavtadze with whom they discussed
Students’ Exchange Projects. Apart from it, they met the students of
the English Philology Department and answered questions mainly
concerning to the student exchange projects.
Ms. Sonia Fisher and Martin Edwards also visited the English
Philology Department and a newly-established Language
Centre. They spoke about different important issues with the heads
of the Departments Professor Madonna Megrelishili, Assistant
Professor Natia Zviadadze and the academic staff.

On November 16 the
delegation from Newport visited Kutaisi
University. The purpose of the visit was to get acquainted with the
activities carried out by Kutaisi University. They looked at the
University laboratories and lecture halls and talked to the
authorities, the academic staff and
students. Some perspectives of future relationship between the two
universities were made.
 Then Newport
Delegation members visited The Mayor of Kutaisi Giorgi Tevdoradze
where they were warmly welcomed. They spoke about future
perspectives and exchange programmes which will definitely take
place in the nearest future between the two cities. The Mayor gave
the guests memorable presents.
Newport friends were guests of the LJ and Beau Monde clinics where
they met the managers and the staff. They also attended a
grand opening of the Georgian Doctors’ Club which is going to have
an active relationship and sharing experience with the similar
English organizations. All of these activities are certain to
promote the development of the healthcare system in Kutaisi.
However, it was also mentioned that clinics of LJ and Beau Monde
are not less developed than the
British ones.

There was also an interesting meeting with the Women’s Regional Club
headed Maka Khetsuriani and some important projects were planned to
be fulfilled in this area.
Besides the business part of the visit, our guests socialised a lot
with their Kutaisi friends. They saw the newly-restored centre of
Kutaisi which had got its historical purpose back, also walked along
Newport Street and took some photos there. With the Women’s Regional
Club, they enjoyed visiting the Prometheus Cave, Gelati Monastery
and the newly-restored Church of Motsameta.
They were greatly impressed with the concert by Song and Dance
troupe of ATSU.

By the end of the visit the local TV Company “Rioni” invited them to
a live broadcast together with Madonna Megrelishvili, the Head of
the Kutaisi Newport International Association. Sonia and Martin
spoke about the results of their visit and thanked their Georgian
friends for their warm welcome. The warmth and love between people
of the two cities are the results of the 22 year-old relations which
are an international model of friendship.

After leaving Kutaisi our guests stayed in Tbilisi for a day. They
went sightseeing there too and really enjoyed their one-week visit
in Georgia.
We would like to give great thanks to our British friends for their
sensitivity towards us which they show every time they come to our
country.
Irina Kobakhidze
KNIA Member
|
|