|
|
|||||
| ახალი ამბები | NEWS | ||||
| უჩვეულო სიცივისა და სუსხის მიუხედავად იანვარი და თებერვალი ორივე ასოციაციისთვის მრავალი ღონისძიებით იყო დატვირთული და ბედნიერი მოგონებები დაგვიტოვა. | In spite of being unusually cold and gloomy, January and February have been eventful for both Associations and left us with happy memories. | ||||
| ჩვენი ელექტრონული ჟურნალის თებერვლის გამოშვებაში გთავაზობთ ამ მოკლე პერიოდში განხორციელებულ აქტივობათა მოკლე ანგარიშს. | In this issue of our Newsletter we print the account of the most recent events which took place in these months. | ||||
| • ნიუპორტის საბჭოს წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება ნიუპორტი ქუთაისის ასოციაციის დაფინანსების კვლავ გაგრძელების შესახებ. ვულოცავთ ასოციაციის ყველა წევრს ამ მნიშვნელოვან ფაქტს და მადლობას ვუცხადებთ ყველა იმ ადამიანს, ვინც ასოციაციას მხარში უდგას. | • The Newport Councillors made a decision to give a Twinning grant to the NKTA. Congratulations to all members of the Association and a lot of thanks to all people who supported the Association. | ||||
| • იაროსლავა (ლოლა) პეტროვას, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს კულტურის ატაშეს ვიზიტი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში. | • The visit by Jaroslava (Lola) Petrova, U.S. Embassy’s Cultural Attache. | ||||
| • განსაკუთრებით აღსანიშნავია ნიუპორტის Malpas Court-ის სკოლაში გამართული ვექშოფი. საქართველოსადმი მიძღვნილი საღამო წარმოადგინეს ნიუპორტი ქუთაისის ასოციაციის წევრების მიერ, რომლებიც მრავალი წელია გვიცნობენ და იციან ბევრი რამ ქართული კულტურის შესახებ. ამ სკოლის ბავშვებს, რომელმაც არაერთხელ გაუკეთა პოპულარიზაცია ქართულ კულტურას, მიეცათ შესაძლებლობა მრავალი საინტერესო რამ ესწავლათ ჩვენი ქვეყნის, ტრადიციებისა და სამზარეულოს შესახებ (დაწვრილებით იხილეთ ჩვენს მომდევნო თვის გამოშვებაში). | • Workshops held at Malpas Court School in Newport are especially notable. Dedicated to Georgia they were presented by long-standing members of NKTA who know a lot about Georgiam culture. The pupils of the school which is known for contributing a lot to developing their cultural awareness had an opportunity to learn a lot of interesting things about our country, its traditions and even cuisine (See it in details in our next issue). | ||||
| უღრმესი მადლობა ნიუპორტი ქუთაისის ასოციაციის ყველა წევრს ასეთი შესანიშნავი ღონისძიების ორგანიზებისათვის, რომელიც ჩვენი მეგობრობის დიდ პოპულარიზაციას უწყობს ხელს. |
We are very thankful to the members of the
NKTA for organizing such an interesting event which also gives
publicity to the Twinning. |
||||
| შეხვედრა ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტში | Meeting at the English Philology Department | ||||
| ცოტა ხნის წინ ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტს სტუმრობდა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს კულტურის ატაშე იაროსლავა (ლოლა) პეტროვა და განათლების და პროფესიული პროგრამების კოორდინატორი სოფიო ბზიშვილი. | Jaroslava (Lola) Petrova, U.S. Embassy’s Cultural Attache and Sophie Bzishvili, Educational and Professional Programs Coordinator, have visited Kutasi Akaki Tsereteli State University recently. | ||||
| სტუმრებს განსაკუთრებული შეხვედრა მოუწყვეს ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტში. უნდა აღინიშნოს, რომ დეპარტამენტის წევრები ყოველთვის დიდი სითბოთი და პატივისცემით ხვდებიან ამერიკელ მეგობრებს. ამჯერადაც შეხვედრაზე მრავლად მოვიდა აკადემიური პერსონალი, მაგისტრები და დოქტორანტები, რომლებმაც დიდი ინტერესი გამოამჟღავნეს სტუმრების მიმართ. | The guests of honour were welcomed by the staff of the English Philology Department with usual warmth and respect. The meeting was also attended by a group of Masters and PhDs students of the Department. | ||||
| შეხვედრა გახსნა და სტუმრებს სიტყვით მიმართა ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პროფესორმა მადონა მეგრელიშვილმა. მან მოკლედ მიმოიხილა ის ცვლილებები, რომლებსაც ადგილი აქვს უნივერსიტეტში. კერძოდ ის, რომ 2009 წლიდან უნივერსიტეტში გაიხსნა დოქტორანტურის განყოფილება, ფუნქციობა დაიწყო განახლებულმა ელექტრონულმა ბიბლიოთეკამ და სხვა. მან ასევე ხაზი გაუსვა იმ ახლო მეგობრულ ურთიერთობას, რომელიც არსებობს ქუთაისსა და კოლუმბიას (მისური) შორის. მან განსაკუთრებული სიამაყით აცნობა ჩვენს ამერიკელ მეგობარს დიდ ბრიტანეთში ჩვენთან დამეგობრებულ ქალაქ ნიუპორტში ქუთაისის ქუჩის გახსნის შესახებ და გამოთქვა იმედი, რომ შემოდგომაზე, როცა ჩვენ ვზეიმობთ აშშ-ს ქალაქ კოლუმბიასთან (მისური) დამეგობრების 20 წლისთავს, იქაც გაიხსნება ქუთაისის ქუჩა, რაზეც ასევე იმედით სავსე და დადებითი პასუხი მიიღო სტუმრისაგან. | Addressing the guests the Head of the English Philology Department, Full Professor Madonna Megrelishvili outlined the main areas of changing which have taken place in the University, in particular, new doctorate programmes (accredited since 2009) and an updated digital university library. She emphasized close and friendly relations between sister cities Kutaisi and Columbia (Missouri) and with special pride informed the American friend about the opening of Kutaisi Walk in the centre of Newport, South Wales. Madonna also expressed her hope a street in Columbia would be named after Kutaisi when the 20th anniversary of the Kutaisi-Columbia twinning was celebrated in 2012. | ||||
| პროფ. მადონა მეგრელიშვილმა დიდი სიამაყითა და პატივისცემით გაიხსენა ყველა ის სტუდენტი, რომლებმაც ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ წარმატებით ისწავლეს აშშ-ში. მან განსაკუთრებით გამოყო ქეთი მამისეიშვილის და კობა ლომიძის წარმატებები. | With great pride Madonna named the graduates from ATSU who successfully furthered their education in the US and particularly mentioned the achievements of Ketevan Mamiseishvili and Koba Lomidze. | ||||
| მათ წარმატებებზე უფრო დეტალურად ისაუბრა ინგლისური ლინგვისტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა, მ/დ ნინო ნიჟარაძემ. მან აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან მეგობრული ურთიერთობის შედეგია ის ხელშეკრულება, რაც ჩვენს უნივერსიტეტს გაფორმებული აქვს მისურის უნივერსიტეტთან. ურთიერთობას ჩვენს უნივერსიტეტებს შორის ქალბატონი ტრიშ ბლერის აქტიური მონაწილეობით ჩაეყარა საფუძველი 1992 წლიდან. ამ პერიოდის მანძილზე არა ერთმა ქართველმა სტუდენტმა გაიარა მაგისტრატურის კურსი მისურის უნივერსიტეტში. მათ შორის დიდი უმრავლესობა ჩვენი დეპარტამენტის კურსდამთავრებულებია. სწორედ ამ შედეგებიდან გამომდინარე არის საფუძველი, რომ დეპარტამენტის მუშაობით ვიამაყოთ, რადგან ძალიან რთულია არა მარტო ისწავლო უცხო ენა, არამედ მეცნიერული კვლევაც აწარმოო და შექმნა აკადემიური ნაშრომები. ჩვენი წარგზავნილი მაგისტრების წარმატებები ადასტურებს, რომ ისინი ამ კათედრაზე არა მარტო ინგლისურ ენას დაეუფლენ მაღალ დონეზე, არამედ მათ მიიღეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი – სწავლის, კვლევის და განსხვავებულ კულტურასთან ადაპტაციის უნარჩვევები. მისურის უნივერსიტეტში ბევრმა ქუთაისელმა სტუდენტმა გაიარა მაგისტრატურის კურსი, მაგრამ განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ ქეთი მამისეიშვილი, რომელმაც მაგისტრატურის დასრულების შემდეგ, წარჩინებით გაიარა დოქტურანტურა და ამაჟამად არკანზასის უნივერსიტეტში მოღვაწეობს. სულ ცოტა ხნის წინ მივიღეთ შეტყობინება, რომ მას, როგორც უნივერსიტეტის ყველაზე პერსპექტიულ ახალგაზრდა მკვლევარს, ,,ამომავალი ვარსკვლავის” ნომინაცია მიანიჭეს. დეპარტამენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთობა ქეთისა და სხვა ჩვენს კურსდამთავრებულებთან, რომლებიც ამჟამად მსოფლიოს სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში მუშაობენ. ჩვენ მათგან ვიღებთ კონსულტაციას, როცა უნივერსიტეტში სასწავლო პროგრამებთან, სილაბუსებთან, თუ სხვა აკადემიურ პროცესთან დაკავშირებული ცვლილებები ინერგება. | Nino Nijaradze, Doctor of Philology underlined that one of the most significant outcomes of friendship between Kutaisi and Columbia is the Memorandum of Understanding between ATSU and the University of Missouri. The Friendship was established by Doctor Trish Blair who actively participated in the process in 1992. Many Georgian students have completed their Masters at the University of Missouri. Most of them are graduates of the English Department the teachers of which not only help students master the language but also do research and develop their cultural awareness. The successful career of the MA students, sent from the Kutaisi University, attests to the fact that at the English Department they acquired not only the knowledge of English Language at the advanced level, but, importantly, they also gained skills in learning, doing research and adapting to a different culture . A lot of Kutaisian students have already graduated from Missouri University with a Master’s degree. We are especially proud of the achievements reached by one of the Department graduates, Kate Mamiseishvili who after successfully completing her Masters and Doctoral degrees continues her studies and work in Arkansas University. We received a letter stating that she was awarded the nomination ‘For the Rising Star’ as the most promising young researcher. The Department maintains close relations with Kate and other alumni who teach and do research in different educational establishments in Georgia and other countries. | ||||
| ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ, მ/დ მაია ალავიძემ სტუმრების ყურადღება კიდევ ერთხელ გაამახვილა საქართველოსა და ამერიკის მჭიდრო მეგობრულ და თანამშრომლურ ურთიერთობაზე. ამასთან დაკავშირებით მან გაიხსენა, რა აღფრთოვანებით შეხვდა ქალბატონი ტრიშ ბლერი იმ ცვლილებებს, რომელიც მას უნივერსიტეტში დახვდა. | Maia Alavidze, Doctor of Philology, deputy head of the English Philology Department speaking about friendly and collaborative relations existing between Georgia and the US stressed a great role of Trish Blair in establishing friendship between Kutaisi and Columbia and her great help to Georgian people. | ||||
| ქალბატონმა მაიამ ასევე განაცხადა, რომ ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტმა აშშ-ს მისურის უნივერსიტეტის რექტორი დოქტორი ბრედი ჯ. დეატონი წარადგინა აწსუ-ს საპატიო პროფესორად. მას დიდი წვლილი მიუძღვის ორ ქალაქს შორის, განსაკუთრებით კი ორ უნივერსიტეტს – აკაკი წერეთლის სახელმწიფო და მისურის უნივერსიტეტებს შორის ურთიერთობათა გაღრმავებასა და განმტკიცებაში. 1998 წელს ის იყო კოლუმბია-მისურის უნივერსიტეტის პრორექტორი, როდესაც ხელი მოეწერა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო და აშშ–ის კოლუმბია-მისურის უნივერსიტეტებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს. ბატონ დეიტონს დიდი წვლილი მიუძღვის ქართველ და ამერიკელ მეცნიერთა გაცვლითი პროგრამების ორგანიზებაში და მათ ფინანსურ მხარდაჭერაში. მისი დიდი დამსახურებაა ის, რომ ქუთაისელ ახალგაზრდებს საშუალება მიეცათ მისურის უნივერსიტეტში სწავლის ქირის გადახდის გარეშე ესწავლათ. ამიტომ, ჩვენი მხრიდან ბატონი დეიტონის წარდგენა აწსუ-ს საპატიო პროფესორად კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ჩვენ დიდად ვაფასებთ აშშ-ს დახმარებასა და მხარდაჭერას. | She also said that the English Philology Department nominated Dr. Brady Deaton for the ATSU Honorary Professorship to mark his outstanding contribution to deepening and strengthening the links between the two universities. He occupied the position of Chancellor of Missouri University (Columbia,USA) in 1998 when the Memurandum of Understanding was signed between these Universities. Dr. Brady Deaton did a lot for organizing and funding Georgian and American Scientists exchange programs. Thanks to his activity young people from Kutaisi have an opportunity to get education in the University of Missouri without paying their fees. Nominating Mr. Deaton for ATSU Honorary Professorship we want to voice again and again that we gratefully acknowledge this support and help from the US. | ||||
| იგივე თემაზე, კერძოდ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე განაგრძო საუბარი ასოც. პროფესორმა ეკატერინე თოფურიამ, კერძოდ მან ამერიკელ სტუმრებს გარკვეულ პროექტებში თანამშრომლობა შესთავაზა, რასაც დადებითად გამოეხმაურა სტუმარი. | Speaking about the relations between Georgia and the USA Associate Professor Eka Topuria made a suggestion about cooperation in joint projects. This initiative was welcomed by the guest. | ||||
|
განსაკუთრებით აღსანიშნავია
ასისტენტ-პროფესორის რუსუდან გვილავას გამოსვლა, რომელმაც დეტალურად
ისაუბრა იმ სიახლის შესახებ, რომელიც ენათა ცენტრის სახით დაინერგა
უნივერსიტეტში, სადაც ინგლისურ ენასთან ერთად ისწავლება გერმანული
ფრანგული და რუსული ენები. |
Assistant Professor Rusudan Gvilava drew the guests’ attention to the University Language Centre which was opened in 2011 and is particularly worthy of note. The Centre has highly qualified and experienced teachers who teach English, German, French and Russian Languages. Students of all specialists learn English as a compulsory language during two years. At the end of the second year they are required to get B2 certificate which helps them develop their future careers in law, economics, business administration, etc. The University has a good base to achieve this goal – computerized laboratories, audio-visual equipment, up-to-date text-books and reference materials. Mrs. Gvilava also gratefully mentioned the US support in one of the most difficult periods in Georgian history – Abkhazian and civil wars. |
||||
| ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ასოც. პროფ. ირმა ყიფიანის გამოსვლა, რომელმაც დიდი სიხარული გამოთქვა იმ ფაქტთან დაკავშირებით რომ უკვე შეიმჩნევა იმ საქმიანი და საგანმანათლებლო ურთიერთობების აღდგენა, რომლებიც ძალიან დიდი ხნის წინ აკავშირებდა ქუთაისის უნივერსიტეტს ამერიკასთან და, რომელიც საკმაოდ ნაყოფიერადაც მიმდინარეობდა. |
The Dean of the Faculty of Humanitaries, Associate Professor Irma Kipiani expressed her delight about the fact that traditional and effective cooperation between Kutaisi University and the USA is beginning to revive.
|
||||
|
ქალბატონი იაროსლავა გულითადად მიესალმა დოქტურანტურის განყოფილების
გახსნას ქუთაისის უნივერსიტეტში. მან გულწრფელად მიულოცა წარმატება იქ
მყოფ დოქტორანტებს, რომლებმაც თავის მხრივ დიდი მადლობა გადაუხადეს
საპატიო სტუმრებს და საერთოდ ამერიკის საელჩოს იმ მხარდაჭერისათვის,
რომელსაც იგი რეგულარულად იჩენს ქართველი სტუდენტების მიმართ. შეხვედრის დასასრულს კი სტუმარმა გამოთქვა სურვილი გასაუბრებოდა სტუდენტებს. |
Ms. Iaroslava greeted the establishment of the English Philology Department at ATSU. Addressing PhD students she congratulated them on their achievements. The PhD students thanked the guest and the US Embassy for their regular support to Georgian students. | ||||
| სტუდენტებთან ქალბატონი იაროსლავას საუბარი კითხვა პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. ახალგაზრდებმა განსაკუთრებული დაინტერესება გამოიჩინეს გაცვლითი პროგრამების და ამერიკელი სტუდენტების ცხოვრების წესის მიმართ. | The students asked Ms. Iaroslava a lot of questions concerning exchange programmes and the lifestyle of University students in the US. | ||||
| ამერიკელმა სტუმარმა, თავის მხრივ, გამოთქვა მზად ყოფნა ყველა იმ საკითში თანამშრომლებაზე, რომელიც ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გასაღრმავებლად იქნება საჭირო. | The American Attaché expressed her wish to cooperate with the Department in any area which can contribute to developing close links between Georgia and the US. | ||||
| შეხვედრის ბოლოს აღფრთოვანებულმა სტუმრებმა და მასპინძლებმა სამახსოვრო ფოტო გადაიღეს. | At the end of the meeting the impressed guests and hosts took memorable photos. | ||||
|
ნანუკა გორგოძე, დოქტორანტი |
Nanuka Gorgodze , PhD student |
||||
| წარმატებებსა და მკითხველის სიმრავლეს გისურვებთ | WISH YOU SUCCESS AND GROWING POPULARITY | ||||
| აღმოჩენა აღარავისთვისაა ის ფაქტი, რომ ინფორმაციულმა ტექნოლოგიებმა შეცვალა ჩვენი აზროვნების წესი, ყოველდღიურობა, ურთიერთობა. ამ პროცესს შეიძლება თავისი პრობლემებიც ახლავს, მაგრამ მასთან დაკავშირებული სიკეთე უდავოდაა ინტერნეტგაზეთის არსებობის შესაძლებლობა. ამაში „კოლხთა ქვეყნის“ საინტერესო ნომრები კიდევ ერთხელ გვარწმუნებს. მისი კომპაქტური ფორმა ანგარიშს უწევს თავისი მკითხველის დროს (რაც ძალიან დასაფასებელია), თემატური განსაზღვრულობა კი კარგად აღსაქმელსა და დასამახსოვრებელს ხდის მის ყოველ ნომერს. მიმდინარე პროცესის არც ერთი მნიშვნელოვანი შტრიხი არ რჩება აღუნუსხავი. საგანგებოდ გამოვყოფდი იმ მასალებს, რომლებიც ქუთაისისთვის კარგად ცნობილი „ბრიტანელების“ ამჟამინდელ ცხოვრებასა და წარმატებებს ეხება. საყურადღებო და მნიშვნელოვანი იყო, ასევე, საბიბლიოთეკო სფეროში მოდერნიზაციის საკითხებთან დაკავშირებული პუბლიკაციები. მისასალმებელია, რომ გაზეთი ხელიდან არ უშვებს შანსს, უცხოელ კოლეგებსა და მეგობრებს ქართული კულტურის შესახებ მოუთხროს. |
Its compactness saves readers’ time (it’s appreciable) and its main topics make each issue perceivable and memorable. No important fact is left without any attention. I’d like to emphasize the matters concerning British People’s lives and their achievements. Publications on library modernization process were also very interesting and important. The Newsletter never misses the chance to introduce Georgian culture to foreign colleagues and friends which is very good. |
||||
| კარგი ტრადიციაა საშობაო ნომრების ფორმატი. საახალწლო განწყობით აჯამებთ წელს და აქვეყნებთ მხოლოდ ფოტომასალას. ამაზე მეტყველი ვერაფერი იქნება. |
Christmas Newsletter format is a good tradition. The whole year is crowned with festive mood of New Year and lovely photos of happy people. Nothing can be more expressive. |
||||
| ყოველივე ეს და ისიც, რაც ამ პატარა გამოხმაურებაში ვერ მოხვდა, განაპირობებს თქვენი გაზეთის სიცოცხლისუნარიანობას. ისღა დამრჩენია, წარმატებები და მკითხველის სიმრავლე გისურვოთ. |
Everything mentioned above about this newsletter makes it interesting and worth-reading . I wish you a lot of success and a great number of readers. |
||||
|
ასოცირებული პროფესორი ნესტან კუტივაძე |
Associated Professor Nestan Kutivadze |
||||
| Welcome to KNIA | Members | ELC | Education | Archive | Guestbook | Contact Us | |||
| 2006-2011 © KNIA. All Rights Reserved | |||