დიდი ბრიტანეთის ელჩი ქუთაისს სტუმრობს UK Ambassador Visits Kutaisi  
  იმ უამრავ სტუმართა შორის, რომლებიც საკმაოდ ხშირად სტუმრობენ ნიუპორტი ქუთაისის საერთაშორისო ასოციაციას, განსაკუთრებით აღსანიშნავია ბატონი ბრიტანეთის ელჩის - დიევიდ მორანის ვიზიტი. ელჩს ახლდნენ აილსა პლაინი და სოფო ქაცარავა. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ყველა სტუმარი ერთნაირად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ისინი ჩვენი დაძმობილებული ქალაქ ნიუპორტიდან ან ამერიკის შეერთებული შტატებიდან გვსტუმრობენ, მაგრამ, დამეთანხმებით, ასეთი რანგის შეხვედრები ასოციაციაში ყველას სიამაყით და დიდი პასუხისმგებლობის გრძნობით ავსებს. აღსანიშნავია, რომ ბატონმა ელჩმა თავად გამოთქვა სურვილი ქუთაისში ვიზიტის დროს აუცილებლად მოენახულებინა ნიუპორტი ქუთაისის საერთაშორისო ასოციაცია, რომლის შესახებაც, როგორც მან აღნიშნა, ძალიან ბევრი რამ სმენოდა.

შეხვედრას ესწრებოდა ასოციაციის თითქმის ყველა აქტიური წევრი - ექიმები, სტუდენტები, ის ახალგაზრდები, რომლებიც გასულ წელს იმყოფებოდნენ ბრიტანეთში, აგრეთვე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ბატონი გიგა ღავთაძე, პრორექტორი შალვა კირთაძე, კლინიკა  LJ ხელმძღვანელი ბატონი ზაზა ლომინაძე, კლინიკა ბომონდის ხელმძღვანელი ბატონი მამუკა მიქაძე, საეკლესიო საავადმყოფოს თერაპევტი, განყოფილების გამგე ქალბატონი ნანა ძიძიგური და სხვა საპატიო ქუთაისელები.

თავდაპირველად სტუმრებს ქუთაისი ნიუპორტის ასოციაციის თავმჯდომარე ქალბატონი მადონა მეგრელიშვილი მიესალმა. მან დიდი მადლობა გადაუხადა ბატონ ელჩს სტუმრობისთვის და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რაოდენ მნიშვნელოვანია ასოციაციისთვის ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერა და თანადგომა. მან მოკლედ მიმოიხილა ამ ორი დაძმობილებული ქალაქის ოცდასამწლიანი ურთიერთობა, რომელიც დამეგობრებულ ქალაქებს შორის მეგობრობის მოდელად არის აღიარებული და უფრო დეტალური ინფორმაციისთვის სიტყვა გადასცა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილეს ქალბატონ ნინო ნიჟარაძეს. ქალბატონმა ნინომ მოკლედ გააცნო ელჩს ის პროექტები, რომლებიც ამ წლების მანძილზე განხორციელდა ასოციაციის მიერ, მათ შორის ექიმების, ჟურნალისტების, მეხანძრეების, სასულიერო პირთა, ცეკვის და სიმღერის ანსამბლთა და ა. შ. ვიზიტები ბრიტანეთში.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გაცვლითი პროექტის შესახებ ისაუბრა ასოციაციის განათლების კომისიის ხელმძღვანელმა ნათია ზვიადაძემ. როგორც მან აღნიშნა, მთელი 23 წლის ურთიერთობის მანძილზე ეს პროექტი გამოირჩევა თავის მასშტაბით და მნიშვნელობით, რამეთუ მასში მონაწილეობა მიიღო და დიდ ბრიტანეთს ესტუმრა 16 დღის განმავლობაში 23 ქუთაისელი ახალგაზრდა. ამ ვიზიტის შესახებ ბატონ ელჩს შთაბეჭდილებები გაუზიარეს თვით შეხვედრაზე მყოფმა ახალგაზრდებმა. მათ განსაკუთრებით გაუსვეს ხაზი ბრიტანელი თანატოლების მეგობრულ დამოკიდებულებას, ბრიტანულ კულტურას და სტუმართმოყვარეობას.

კლინიკების ,,L J" და ,,ბომონდის’’ ხელმძღვანელებმა ბატონმა ზაზა ლომინაძემ და მამუკა მიქაძემ ისაუბრეს იმ ფასდაუდებელი გამოცდილების და პრაქტიკის შესახებ, რომელიც ბრიტანეთის სამედიცინო დაწესებულებების სტუმრობით შეიძინეს და, რომლებიც დანერგეს კიდეც მოგვიანებით ქუთაისში საკუთარ კლინიკებში, რომლის წყალობითაც აღნიშნული კლინიკები საუეთესოა ქალაქში.

ბატონი დეივიდ მორანი ემოციებს ვერ მალავდა და უამრავი თბილი სიტყვით გამოხატა თავისი დამოკიდებულება. მას არ გამოპარვია იქ მყოფ პირთა ბრწყინვალე ინგლისური - განსაკუთრებით კი ახალგაზრდების. მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ ეს ურთიერთობა მოიცავს ყველა სფეროს და, რომ ასოციაციამ გამოიარა ძალიან რთული პერიოდი და მიუხედავად ყველაფრისა დღესაც განაგრძობს აქტიურ მოღვაწეობას. ბატონი ელჩის აზრით, ერთ-ერთი დიდი მიღწევა ამ ორი ქალაქს შორის ურთიერთობისა უდავოდ არის ქუთაისის ქუჩის გახსნა ნიუპორტში, რომლის მონახულებასაც ის დაგვპირდა ბრიტანეთში ყოფნისას.

ქალბატონმა მადონამ სტუმრებს ასოციაციაში გამოფენილი სურათები და სხვადასხვა ნივთები დაათვალიერებინა, რომელთაგან თითოეული ასახავს ნიუპორტისა და ქუთაისის ურთიერთობის სხვადასხვა ეტაპს. სტუმრებს სამახსოვრო საჩუქრებიც გადავეცით და უამრავი სურათიც გადავიღეთ.

ნანა გორგოძე,
ფილოლოგიის დოქტორი,
ქნიას წევრი

Among numerous guests who quite often visit the Newport Kutaisi International Association, the visit by the British Ambassador, Mr. David Moran accompanied by Ailsa Plain and Sopho Katsarava is really a remarkable occasion. Of course, every guest is equally important for us, especially when they come from our twin city Newport or from the USA, but, as you can understand, a guest of such a high rank fills us with great pride and responsibility. It should be noted that Mr. Ambassador himself expressed his desire to visit the Kutaisi Newport International Association while being in Kutaisi. As he said he had heard a lot about this twinning before.

Nearly all the active members of the Association attended the meeting including doctors, students, the youngsters who visited Wales last summer. The meeting was also attended by the Rector of Akaki Tsereteli State University, Professor Georgi Gavtadze, Vise-Rector Shalva Kirtadzde, the head of the clinic “LJ” Zaza Lominadze, the head of the Clinic “Beaumonde” Mamuka Mikadze, the head of the therapeutics department of the Church Clinic, Nana Dzidziguri and other honorary Kutaisians.

Chair of the Newport Kutaisi association Madonna Megrelishvili greeted the guests with a welcoming speech. She thanked the Ambassador and emphasized the importance of the support and attention from the government for the further development and promotion of the twinning. She spoke about the friendship of the two cities which is now 23 years old, and which was declared the model of international twinning. The detailed information about the Association was delivered by the deputy chair of the Association Nino Nijaradze. She spoke about different projects that took place during these 23 years, among them the visits by doctors, firefighters, priests, folk dance and song troops, journalists etc.

Natia Zviadadze who is in charge of Education Committee of the Association told the guests about the most important project –“Youth in Action”. Under this project 23 young people from Kutaisi spent unforgettable two weeks in Great Britain. Some participants of this programme attended the meeting and they shared their experience with the Ambassador. They particularly emphasized the friendliness of the Welsh youngsters, their hospitality and the greatness of British culture.

The representatives of the clinic “LJ” and “Beaumonde” Zaza Lominadze and Mamuka Mikadze also greeted the Ambassador. They talked about the valuable experience and practice which they gained while visiting Newport. Today their clinics are the best in the city as they apply this experience.

In his speech, Mr. Ambassador couldn’t hide his emotions and said a lot of warm words. The fluent English of everyone presented wasn’t beyond his attention. The most important fact to him was that this twinning comprises many walks of life, and that despite quite a tense time in the country the Association is still doing a great job. According to Mr. Moran, one of the greatest achievements of this twinning is Kutaisi Walk in Newport, which he promised to visit whilst in Wales.

Professor Madonna Megrelishvili showed to the visitors the photos and different objects displayed in the Association Office and representing different episodes of the Kutaisi Newport twinning. At the end of the meeting our dear guests were also given some memorable presents and, as usual, a lot of photos were taken.

Nana Gorgodze, Phd
KNIA Member

 
  მადლობის ბარათი A Letter of Thanks  
 

ქალბატონო მადონა,

მსურს გამოვხატო ჩემი მადლიერება  ქუთაისი ნიუპორტის საერთაშორისო ასოციაციის შეხვედრის ორგანიზების გამო, ასოციაციის წევრებისა და ქუთაისის უნივერსიტეტის  სტუდენტების მიმართ. იგი ძალიან საინტერესო და სასარგებლო შეხვედრა იყო.  ქუთაისი ნიუპორტის ასოციაცია ნამდვილად უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობისა და  ნიუპორტსა და ქუთაისს შორის  მომავალი კავშირების  უფრო განვითარების საქმეში.

ვიმედოვნებ , რომ ბრიტანეთის საელჩოსა და ქუთაისი ნიუპორტის  საერთაშორისო ასოციაციას შორის  თანამშრომლობა  გაგრძელდება.  გისურვებთ წარმატებას თქვენს მომავალ  საქმიანობაში.

იევიდ მორანი
დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში


 
  შორეული ახლობლები Distant Relatives  
  აპრილის თვეში ჩვენმა ქალაქმა ნიუპორტიდან წარმოგზავნილ დელეგაციას უმასპინძლა. დელეგაციის წევრები იყვნენ ნიუპორტი ქუთაისის ასოციაციის წევრები: ჯოის სტივენი, კეით დოდსი და ლიდია კლარკი. ამ ვიზიტმა კიდევ უფრო გაამყარა ურთიერთობა ჩვენს ქალაქებს შორის. პროგრამა საკმაოდ დატვირთული და საინტერესო იყო.

სტუმრები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოფრინდნენ. მეორე დღეს მათ თბილისის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს და უამინდობის მიუხედავად მაინც ჩვენი ქალაქისკენ გამოემართნენ. მათ ძალიან თბილი დახვედრა მოუწყვეს ქუთაისში და პირველივე წუთებში თავი შინაურულ გარემოში აგრძნობინეს.

მეორე დღეს ნიუპორტელები ქუთაისის მერიას ესტუმრნენ. ისინი დიდი პატივით მიიღეს ქუთაისის მერიის თანამშრომლებმა. მათ ისაუბრეს ქუთაისსა და ნიუპორტს შორის არსებულ 23 წლიან ურთიერთობაზე და გაიხსენეს ყველა ის გაცვლითი პროგრამა, რაც ჩვენს ქალაქებს შორის განხორციელდა ამ ხნის მანძილზე.

მას შემდეგ რაც ჩვენმა სტუმრებმა ქუთაისის ცენტრალური ნაწილი, ახალი და რეკონსტრუირებული შენობები და ნიუპორტის ქუჩა მოინახულეს, ისინი ქუთაისი ნიუპორტის საერთაშორისო ასოციაციის ოფისს ესტუმრნენ. იქ მათ დახვდნენ ასოციაციის ყველაზე აქტიური წევრები და სტუდენტები. ნიუპორტელმა სტუმრებმა ასოციციის წევრებთან აზრთა გაცვლის შემდეგ სტუდენტთა დასმულ კითხვებს უპასუხეს და 2012 წლის ზაფხულში განხორციელებული ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამა განიხილეს.

ძალიან თბილი მიღება მოუწყვეს ჩვენს ნიუპორტელ მეგობრებს ქალთა რეგიონალური კლუბის წევრებმა ქუთაისის სამხატვრო გალერეაში. სტუმრებმა დიდად ისიამოვნეს ლამაზი საღამოთი.

დელეგაციის წევრები ბომონდის კლინიკასაც ესტუმრნენ და დაათველიერეს იგი. მათ გაიცნეს კლინიკის მთავარი ექიმი მამუკა მიქაძე, მედპერსონალი და აღნიშნეს, რომ ძალიან საინტერესო და სასიამოვნო იყო მათთან შეხვედრა.
არაჩვეულებრივი საღამო მოუწყვეს ჩვენს სტუმრებს ქუთაისთან ახლოს მდებარე ერთ-ერთ ულამაზეს სოფელ კურსებში. ისინი აღფრთოვანებაში მოიყვანა უჩვეულო ბუნებამ და ასოციაციის ერთ-ერთი აქტიური წევრის ასოცირებული პროფესორის მანანა ჯულაყიძის თბილმა მასპინძლობამ, რომელიც საღამოს რესტორანში ბიზნესმენებთან სპეციალურ შეკრებაზე სტუმრობით დასრულდა.

აპრილის ერთ-ერთ მზიან კვირა დღეს ჩვენი სტუმრები სათაფლიის მღვიმეს ესტუმრნენ, შემდეგ მათ გელათის მონასტერი, მოწამეთის ეკლესია და ბაგრატის ტაძარიც მოინახულეს და ძალიან ნასიამოვნები დარჩნენ ამ საინტერესო მოგზაურობით.

გამოსამშვიდობებელ საღამომდე ჩვენი სტუმრები ქარვასლის სავაჭრო ცენტრშიც იყვნენ. საღამოს კი მათ არაჩვეულებრივი გაცილება მოუწყვეს ქუთაისი ნიუპორტის საერთაშორისო ასოციაციის წევრებმა. მათ დააგემოვნეს ქართული ღვინო და კერძები და ქართული ტრადიციული ცეკვითაც ისიამოვნეს.

ინგლისში გამგზავრების დღეს სტუმრები შეხვდნენ ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტისა და ენათა ცენტრის აკადემიურ პერსონალს. მათ ძალიან თბილ და მეგობრულ გარემოში ისაუბრეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.

ზემოაღნიშნული ვიზიტი ძალიან წარმატებული იყო და ნიუპორტელებიც დიდად ნასიამოვნები დაბრუნდნენ მშობლიურ ქალაქში. ეს ვიზიტი ჩვენს ქალაქებს შორის არსებულ კავშირებს კიდევ უფრო გააღრმავებს და ჩვენს მეგობრობას კიდევ უფრო მეტ სიმტკიცეს შესძენს.

ირინა კობახიძე
ქნიას წევრი

At the end of April, Kutaisi hosted a delegation from Newport represented by the members of the Newport Kutaisi Association, Joyce Steven, Keith Dodds and Lydia Clark. Undoubtedly this visit made our friendship still more cemented.

The programme prepared for the guests by the KNIA was very busy and interesting.

After seeing the sights of Tbilisi, despite the cold and snowy weather (In April!!!) which blocked the highway to Kutaisi, they safely arrived to be warmly welcomed by Kutaisians.

The visit started with the reception at Kutaisi Mayor’s Office, where the main topic of the discussion was the 23 year-old relationship between our cities and all the exchange projects carried out by the Associations during this period.

After the meeting at the Mayor’s Office our guests were shown around the centre of the city where they saw new and old restorated buildings, walked along the Newport Street and then came to the office of the KNIA to meet the Chair of the Association and its members. The twinning links and especially the Summer Youth Exchange project were discussed.

The guests were also very warmly welcomed by the members of the Women’s Regional Club in the City Art Gallery and enjoyed the evening they spent together.

Not less interesting for them was the visit to Bea Monde Clinic and their acquaintance with the head of this Clinic, Mamuka Mikadze.

An enjoyable evening was arranged for Joyce, Keith and Lydia in the countryside near Kutaisi where they enjoyed the hospitality of the family of Manana Julakidze, an active member of the Kutaisi Newport International Association and admired the wonderful scenery there. In the evening Manana took them to the party at the restaurant arranged by the businessmen.

At the weekend our guests visited the Sataplia Cave, Gelati Monastery, Motsameta Church and Bagrati Cathedral and were greatly impressed with these interesting sights.

On the eve of their departure the Newport guests dropped in at the department store “Karvasla,” and then in the evening where invited to wonderful farewell party organized by the KNIA in their honour. They tasted Georgian wine and dishes and enjoyed dancing Georgian traditional dances. All of them were very good at it and won a lot of applauses.

On the day of their departure they met the staff of the ATSU English Philology Department and the Language Centre. The meeting was held in a very warm and friendly atmosphere and the guests took some memorable photos.

We are very glad that the visit went so well and that the number of our Newport friends has grown. We are all convinced that this visit will make our long-standing relations still deeper and our friendship stronger.
 

Irina Kobakhidze
KNIA member