In this first newsletter of 2018 we provide you with a glimpse of events which we enjoyed in December. These already well-established activities were successful and we would like to thank all those who organized them and got involved. |
|
2018 წლის გაზეთის პირველ ნომერში შემოგთავაზებთ დეკემბრის იმ ღონისძიებების მოკლე მიმოხილვას, რომელთაც დიდი სიამოვნება მოგვანიჭეს. უკვე ტრადიციად ქცეულმა ღონისძიებებმა ძალიან წარმატებულად ჩაიარა და გვინდა მადლობა ვუთხრათ ყველა ორგანიზატორსა და მონაწილეს. |
|
University Language Centre Celebrate New Year |
|
universitetis enaTa centrma axali weli aRniSna |
|
Akaki Tsereteli State University Language Centre was established in 2011 as a follow-up of the reorganization of the Faculty of Humanitiesto to upgrade language teaching and ensure better coordination in the university.
The Language Centre consists of four language directions English,
German,
French and Russian and directs the teaching of foreign languages throughout the university academic programmes including compulsory,
as well as optional courses in the provided languages and also in Italian.
The Center employs highly selective professionals with training experience of international standards.
The Language Centre actively participates in the implementation of international relations,
as well as other important innovative programmes of ATSU.
The University Language Centre provides high standards of language proficiency through competitive staff,
regularly updated methodology and multiple extracurricular activities.
|
|
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენათა ცენტრი შეიქმნა 2011 წელს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩატარებული რეორგანიზაციის საფუძველზე,
უნივერსიტეტის მასშტაბით ენების სწავლების დონის ამაღლებისა და კოორდინაციის მიზნით.
იგი აერთიანებს ოთხ მიმართულებას ინგლისურ,
გერმანულ,
ფრანგულ და რუსულ ენებში.
ენათა ცენტრი კურირებას უწევს უცხო ენების როგორც სავალდებულო,
ისე არჩევითი კურსების სწავლებას უნივერსიტეტის მასშტაბით.
იგი ასევე სთავაზობს სტუდენტებს იტალიური ენის შესწავლას ,,თავისუფალი კრედიტის“ ფორმატით.
ენათა ცენტრში დასაქმებულია მაღალკვალიფიციური სპეციალისტები,
რომელთაც მიღებული აქვთ საერთაშორისო რანგის პროფესიული გადამზადება.
ენათა ცენტრი აქტიურად არის ჩართული ჩვენი უნივერსიტეტის საერთაშორისო კონტაქტებში და ინოვაციური პროგრამების განხორციელებაში.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ენათა ცენტრი მაღალპროფესიონალური კადრით,
თანამედროვე სწავლების მეთოდებით და მრავალფეროვანი არასააუდიტორიო აქტივობებით უცხო ენების მაღალ დონეზე დაუფლების საშუალებას იძლევა.
|
|
|
|
Teona Kavzinadze
|
|
Teona qavzinaZe
|
|
The Last Chord of the Year 2017 in the English Speaking Club |
|
2017 wlis bolo akordi inglisuri enis klubSi |
|
The English Speaking Club (ESC) at ATSU English Philology Department is nearly 50 years old.
The tradition of admitting first-year students to the Club membership is a chronicle of many interesting meetings.
|
|
აწსუ-ს ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტთან არსებული ინგლისური ენის კლუბი თითქმის 50 წლისაა.
კლუბში პირველკურსელი სტუდენტების გაწევრიანების ტრადიცია მრავალი საინტერესო შეხვედრის მემეტიანეა.
|
|
Then on December 27 th,
the ceremony of admitting new members was followed by another event – a New Year party.
It has also been a tradition for many years to happily see off the past year and welcome the new in the festive company of friends and teachers in the beautifully decorated club room.
|
|
ახალი წევრების მიღების ცერემონიას მოჰყვა კიდევ ერთი - საახალწლო წვეულება,
რომელიც ჩატარდა 27 დეკემბერს.
კლუბის საზეიმოდ მორთულ ოთახში მეგობრების და მასწავლებლების მხიარულ გარემოცვაში გასული წლის ბედნიერად გაცილებას და ახალი წლის დახვედრას ასევე მრავალწლიანი ტრადიცია აქვს.
|
|
The ceremony was attended by guests of honour,
Kutaisi rugby representatives,
Dimitri
Pularia (manager of the AIA rugby school) and David Nemsadze (AIA’s S&C coach).
Representing rugby as one of the links of Kutaisi Newport relations,
they were invited to visit Newport to attend the match between Georgia and Wales held in Cardiff on November 18 th.
They shared with us the positive emotions and joy of this fantastic visit,
answered the undergraduates’ questions and expressed hope that thanks to the Club,
students’ knowledge will be useful for our town and most importantly for our country,
which as ever needs educated and professional patriots and can benefit from our considerable skills.
|
|
დამსწრეთა შორის იყვნენ ჩვენი საპატიო სტუმრები,
ქუთაისის რაგბის წარმომადგენლები,
დიმიტრი ფულარია („რაგბის სკოლა აია“-ს ხელმძღვანელი) და დავით ნემსაძე („აია“-ს S&C მწვრთნელი).
როგორც ქუთაისი ნიუპორტის ურთიერთობის ერთ-ერთი რგოლის,
რაგბის წარმომადგენლები,
ისინი მიწვევით ესტუმრნენ ნიუპორტს,
რათა დასწრებოდნენ 18 ნოემბერს,
კარდიფში გამართულ რაგბის მატჩს საქართველოსა და უელსს შორის.
მათ გაგვიზიარეს ის დადებითი ემოციები და სიხარული,
რაც თან ახლდა ამ ვიზიტს,
უპასუხეს სტუდენტების შეკითხვებს და იმედი გამოთქვეს,
რომ კლუბის წყალობით,
სტუდენტების ცოდნა გამოსადეგი იქნება ქალაქისთვის და,
რაც მთავარია,
ჩვენი ქვეყნისთვის,
რომელსაც მუდმივად ესაჭიროება განათლებული და პროფესიონალი პატრიოტები და სარგებელი ჩვენი მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევებისგან.
|
|
The meeting made it obvious once again that the English Speaking Club is one of the most splendid aspects of university life – a guarantee of professional and personal growth. |
|
შეხვედრამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ინგლისური ენის კლუბი თითოეული სტუდენტისთვის წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ნათელ მოვლენას საუნივერსიტეტო ცხოვრებაში - პროფესიული და პიროვნული წინსვლის გარანტს. |
|
Ana Tcholokava
|
|
ana Wolokava
|
|
Carnival of Colours at ELC |
|
ferTa zeimi inglisuri enis centrSi |
|
The English Language Centre of KNIA hosted one more traditional New Year party.
Its usual rhythm and joy were the background of the day.
The beautifully decorated building of the centre was filled with a festive mood since morning.
All had happy expectations waiting for the start of the party with great enthusiasm.
The students,
dressed up in different costumes,
felt a great responsibility for their performance.
They succeeded in doing it perfectly and got applauses from the audience.
|
|
ინგლისური ენის ცენტრში მორიგი ტრადიციული საახალწლო შეხვედრა გაიმართა.
ჩვეული რიტმი და მხიარულება კვლავაც შენარჩუნებული იყო.
დილიდანვე სიცილნარევმა ჟრიამულმა აავსო ცენტრის კედლები.
არაჩვეულებრივი განწყობა იღვრებოდა თითოეული ადამიანისგან და უჩვეულო ეიფორიით ელოდა ყველა წვეულების დაწყებას.
სხვადასხვა საახალწლო ფორმაში გამოწყობილი ცენტრის ყველა მოსწავლე უდიდეს პასუხისმგებლობას გრძნობდა თავისი ნომრის შესრულებისას.
მათ არაჩვეულებრივად გაართვეს თავი ამ მისიას და დიდი ტაში და ოვაცია დაიმსახურეს დამსწრე საზოგადოებისგან.
|
|
|
|
|