* * *

This newsletter will tell you about two major events held at the English Philology Department at the end of 2018-2019 academic year.

ამ თვის ინტერნეტ გაზეთი ეძღვნება ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტში 2018 - 2019 წლის ბოლოს გამართულ ორ მნიშვნელოვან მოვლენას

A Performance at the University

speqtakli universitetSi


My name is Cameron Tarry, and I am the Fulbright English teaching assistant at Akaki Tsereteli State University this year. For my grant project, I directed a student production of The Importance of Being Earnest by Oscar Wilde. The idea to do a play came early and easily. When I first arrived in Kutaisi, I asked which department activities I could assist with. Nita Khachidze, an M.A. student and department assistant, mentioned that the EPD had wanted to revive its theatrical activities by putting on a play. I loved this idea! In the U.S., I trained with the Richmond Shakespeare Company for four years and directed a play twice. Thus, I felt excited by the prospect of bringing my experience to the EPD.

In the fall we began planning. With advice from Nita and students, I chose The Importance of Being Earnest, mainly because it’s hilarious; I thought comedy would be more fun to work on for a semester than drama. Additionally, I knew that this play is one of the most frequently staged plays in the English-speaking world, and yet it had not been translated into Georgian, providing a perfect educational opportunity.

We worked on the play for quite a long time. In December we cast the actors and figured out the crew for the show. Many first year EPD students were enthusiastic to participate, and so they made up the majority of our cast and crew. Wanting to make the project inter-departmental, we also asked other departments to encourage their students to participate. Through this, we recruited one mathematics student, one history student, and one business student - almost 1/3 of the eventual cast! We also wanted to train interested students in the different behind-the-scenes roles in theater, so we recruited two first years from the EPD, Mariam Kukhianidze and Dianne Janelidze, for the most important technical jobs: assistant director and stage manager. These positions manage the organization of the rehearsals, keep actors in line, and ensure the eventual performance runs smoothly. Without their organization, dedication, and hard work, we would not have had a show. The rest of the production was supported by Nita Khachidze and Salome Bubuteishvili, two M.A. students in the EPD who worked tirelessly to source our props, costumes, and set pieces.

After we cast the roles in December, I sent the students a reduced version of the play to study over winter break. Then in spring our work really began! We spent the entire month of March studying the text to ensure all the actors understood who their characters were and what they were saying. Then, in April and May, we rehearsed the play as a whole, adding in movement and acting. Finally, we had our performance on May 24th – with a full audience! I was so touched by how many students and lecturers showed up to support our cast and crew. From my seat I could see the faces of everyone in the audience; it gave me so much joy to see people smiling and laughing and to know that all of the students’ hard work was being rewarded.

We also had the honor of giving an encore performance at the EPD British-American Studies Conference on May 25th. To an audience of students from all around Kutaisi, our actors gave a lively performance and celebrated their success. It was a perfect way to end such a long process.


მე მქვია ქემერონ თერი და ვარ ფულბრაიტის სტიპენდიანტი, ინგლისური ენის სწავლების ხელშეწყობის პროექტის მონაწილე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ჩემი საგრანტო პროექტისთვის რეჟისორობა გავუწიე სტუდენტებს ოსკარ უაილდის ნაწარმოების „როგორი მნიშვნელოვანია, ვიყოთ სერიოზული“-ს დადგმაში. პიესის დადგმის იდეა მარტივად მოვიდა. როცა პირველად ქუთაისში ჩამოვედი, ვიკითხე, რომელ აქტივობაში დავხმარებოდი დეპარტამენტს. მაგისტრანტმა ნიტა ხაჩიძემ, რომელიც ასევე დეპარტამენტის სპეციალისტია, მითხრა, რომ ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტს თეატრალური ტრადიციის აღდგენა და წარმოდგენის დადგმა სურდა. მე ძალიან მომეწონა ეს იდეა. აშშ-ში, ოთხი წლის განმავლობაში მომზადებას გავდიოდი რიჩმონდის შექსპირის კომპანიაში და ორჯერ სპექტაკლიც დავდგი. ამრიგად, მე აღვფრთოვანდი იმ პერსპექტივით, რომ ჩემი გამოცდილების ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტისთვის გაზიარების საშუალება მექნებოდა.

შემოდგომაზე ჩვენ დავიწყეთ დაგეგმვა. ნიტას და სტუდენტების რჩევით, მე ავარჩიე პიესა „როგორი მნიშვნელოვანია ვიყოთ სერიოზული“, უმთავრესად იმიტომ, რომ ის იუმორისტულია; ვფიქრობდი, რომ კომედიაზე მუშაობა სემესტრის მანძილზე უფრო სახალისო იქნებოდა, ვიდრე დრამაზე. გარდა ამისა, ვიცოდი, რომ ეს სპექტაკლი ინგლისურენოვან სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დადგმული სპექტაკლია, რომელიც ქართულად ჯერ არ არის ნათარგმნი.

ჩვენ საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ვიმუშავეთ სპექტაკლზე. დეკემბერში შევარჩიეთ მსახიობები და სამუშაო ჯგუფი. ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტის პირველკურსელები განსაკუთრებული ენთუზიაზმით შეხვდნენ ამ წამოწყებას. სწორედ მათ შეადგინეს ჩვენი დასისა და სამუშაო ჯგუფის უმრავლესობა. ჩვენ გვსურდა პროექტი ყოფილიყო ზოგადად საუნივერსიტეტო და ამიტომ სხვა დეპარტამენტებსაც ვთხოვეთ, წაეხალისებინათ მათი სტუდენტების მონაწილეობა. ამ გზით ჩვენ შევარჩიეთ თითო სტუდენტი მათემატიკის, ისტორიისა და ბიზნესის სპეციალობებიდან - საბოლოო გუნდის თითქმის 1/3. ჩვენ ასევე გვსურდა მოგვემზადებინა დაინტერესებული სტუდენტები თეატრში არასასცენო სამუშაობისათვის. ამიტომ, ყველაზე მნიშვნელოვანი ტექნიკურ სამუშაოების განსახორციელებლად, რეჟისორის თანაშემწედ და სცენის მენეჯერად, ჩვენ შევარჩიეთ ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტის ორი პირველკურსელი სტუდენტი მარიამ კუხიანიძე და დიანა ჯანელიძე. მათ მოვალეობაში შედიოდა რეპეტიციების ორგანიზება, სცენაზე მსახიობების სწორად განლაგება და საბოლოო წარმოდგენის შეუფერხებლად წარმართვა. მათი ორგანიზების, ერთგულებისა და შრომისმოყვარეობის გარეშე შოუ არ შედგებოდა. ასევე მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტის მაგისტრატურის სტუდენტებმა ნიტა ხაჩიძემ და სალომე ბუბუტეიშვილმა, რომლებიც დაუღალავად მუშაობდნენ ჩვენთვის სასცენო რეკვიზიტებისა და კოსტიუმების მოსაწოდებლად.

მას შემდეგ, რაც დეკემბერში გავანაწილეთ როლები, სტუდენტებს გავუგზავნე პიესის შემცირებული ვერსია, რათა ზამთრის არდადეგებზე ესწავლათ. გაზაფხულზე სერიოზული მუშაობა დაიწყო! მთელი მარტის თვე ტექსტის სწავლაში გავატარეთ, რათა ყველა მსახიობს გაიგო, თუ ვინ იყვნენ მათი გმირები და რას ამბობდნენ. შემდეგ, აპრილში და მაისში, ჩვენ გავიარეთ რეპეტიციები სრულად, მოძრაობისა და მოქმედების დამატებით. და ბოლოს, 24 მაისს გაიმართა წარმოდგენის პრემიერა - სავსე აუდიტორიით! აღფრთოვანებული ვიყავი იმით, თუ რამდენი სტუდენტი და ლექტორი მოვიდა ჩვენი მსახიობებისა და ჯგუფის მხარდასაჭერად. ჩემი ადგილიდან ყველა მაყურებლის სახეს ვხედავდი; ძალიან მსიამოვნებდა ხალხის მომღიმარი სახეების დანახვა და იმის ცოდნა, რომ ყველა სტუდენტის შრომა სათანადოდ დაფასდა.

ჩვენ ასევე გვქონდა პატივი მეორეჯერ გვეთამაშა სპექტაკლი 25 მაისს, ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული მოსწავლეთა და სტუდენტთა კონფერენციის ფარგლებში. ქუთაისის ყველა მოსწავლისთვის ჩვენმა მსახიობებმა გამართეს შესანიშნავი წარმოდგენა და იზეიმეს წარმატება. ეს იყო ამ ხანგრძლივი პროცესის საუკეთესო დასასრული.

 

Looking back, I cannot emphasize enough how proud I am of all the students. I was most impressed with the talent the students found within themselves. Once they understood their characters, they had so much fun finding the jokes and making their characters come alive. Nine of the eleven students had no prior theater experience, and yet they made lively, funny characters out of an old-fashioned English text! The students all supported each other constantly, too. Many times they would make suggestions or corrections to each other before I even had a chance to say anything. They really took the initiative to make the play their own. As a director, I was so proud to watch their transformation from eager students to capable actors and managers.

Cameron Tarry
Fulbright English teaching assistant
at Akaki Tsereteli State University

განვლილი პერიოდის გახსენებისას, მინდა განსაკუთრებულად აღვნიშნო, რაოდენ ამაყი ვარ თითოეული სტუდენტით. ყველაზე მეტად შთაბეჭდილება მოახდინა იმ ნიჭმა, რომელიც სტუდენტებმა საკუთარ თავში აღმოაჩინეს. როგორც კი მათ გაუგეს საკუთარ გმირებს, ძალიან იხალისეს ხუმრობების მოძების და გმირების გაცოცხლების პროცესში. ცხრა სტუდენტს თერთმეტიდან, არ ჰქონდა თეატრალური გამოცდილება, მაგრამ მათ მოძველებული ინგლისური ტექსტიდან შეჰქმნეს ცოცხალი, მხიარული პერსონაჟები! სტუდენტები მუდმივად მხარს უჭერდნენ ერთმანეთს. ბევრჯერ ისინი თავად უსწორებდნენ ან სთავაზობდნენ იდეებს ერთმანეთს, სანამ მე რაიმეს ვიტყოდი. მათ მართლაც აიღეს ინიციატივა, რომ სპექტაკლი საკუთარი შეხედულებისამებრ დაედგათ. როგორც რეჟისორი, მე ძალიან ამაყი ვიყავი იმ ტრანსფორმაციით, რომელიც მათ გაიარეს მოწადინებული სტუდენტებიდან ნიჭიერ მსახიობობამდე და მენეჯერობამდე.

ქემერონ თერი
ფულბრაიტის სტიპენდიანტი,
ინგლისური ენის სწავლების ხელშეწყობის პროექტის მონაწილე
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

 
 

* * *

 
 
 
 
 

Responds from cast, crew and audience

dasis, damxmare personalisa da mayureblis gamoxmaureba

In all honesty this performance taught me a lot of useful things. On the one hand, it taught me how to be myself and on the other hand - it helped me understand what I must do in the future, that is worth doing. Furthermore, I made unforgettable new and lovely friends, including Cameron (director) who still keeps in touch with us. I feel extremely happy about hearing different comments from different people who attended and liked the play. The fact that I will always hear my cast & crew screaming my name ‘Algernon’ from the other side of the street, fills me with a sense of joy.




Vakhtang Pirtskhalava / Algernon Moncrieff
Third-year student
BA History

გულწრფელად რომ ვთქვა, ამ სპექტაკლმა, პირველ რიგში, მასწავლა როგორ ვიყო მე და მეორეს მხრივ შემახსენა, რას უნდა ვაკეთებდე მთელი ცხოვრება. გარდა იმისა, რომ შევიძინე ახალი და საოცარი მეგობრები, ქემერონის ჩათვლით, რომელიც დღემდე გვეკონტაქტება. ძალიან ბედნიერი ვარ, როდესაც სხვადასხვა კომენტარს ვისმენ მაყურებლისგან, რომელმაც ისიამოვნა ჩვენი წარმოდგენით. ის, რომ ყოველთვის გავიგონებ როგორ ყვირიან ქუჩის მეორე მხრიდან ჩემი დასის წევრები ჩემს სახელს „ალჯერნონ“, დიდი ბედნიერებით მავსებს.


ვახტანგ ფირცხალავა / ალჯერნონ მონქრიფი
ისტორიული
III კურსი


Participating in the play was the greatest experience for me. Despite the fact that I’d never participated in any performance before, I believe, I did it well enough. It is to the credit of our very clever and talented director, that I got to understand my character, which was not easy. I made some new and good friends and I am very glad to have met them. They will remain a beautiful part of my live.


Ani Basiladze / Cecily Cardew
First-year student
BA English language and literature

ჩემთვის ამ სპექტაკლში მონაწილეობა უდიდესი გამოცდილება იყო. მიუხესავად იმისა, რომ აქამდე სხვა სპექტაკლში არ მითამაშია, ვფიქრობ, საკმაოდ კარგად გავართვი თავი ჩემს დავალებას, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის ძალიან ჭკვიან და ნიჭიერ ქემერონს. მისი დახმარებით მთლიანად შევისწავლე ჩემი პერსონაჟი, რაც ადვილი ნამდვილად არ იყო. სპექტაკლის წყალობით შევიძინე ახალი და ძალიან კარგი მეგობრები. ბედნიერი ვარ, რომ მათ შევხვდი, ისინი ყოველთვის იქნებიან ჩემი ცხოვრების ლამაზი ნაწილი.


ანი ბასილაძე / სესილი ქარდიუ
ინგლისური ენა და ლიტერატურა,
I კურსი


Even though I do not intend to continue working in this field, I think that this performance was a great experience for me. I met many people who are very funny, talented and friendly. I think the audience liked our performance and, most importantly, we, participants enjoyed it greatly.


Ucha Jishkariani / John “Jack”
Second-year student
BA English language and literature

მიუხედავად იმისა, რომ ამ სფეროში მოღვაწეობის გაგრძელებას არ ვაპირებ, ვფიქრობ, ეს სპექტაკლი დიდი გამოცდილება იყო ჩემთვის. გავიცანი ძალიან ბევრი ადამიანი, რომლებიც მხიარულები, ნიჭიერები და მეგობრულები არიან. ვფიქრობ ჩვენი სპექტაკლით ხალხიც კმაყოფილი დარჩა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ ვისიამოვნეთ.


უჩა ჯიშკარიანი / ჯონი „ჯეკი“
ინგლისური ენა და ლიტერატურა
II კურსი


Participating in the English play was a great experience. I had a lot of fun, met new people, and developed English language skills. Cameron’s master classes helped me to understand Gwendolen’s character better and it became easier for me to play this role. I was glad that I had an opportunity to play the leading role. Day by day, after hard work and effort, the character of Gwendolen came to life and as a result, the audience loved her. I could not be happier.


Mariam Murvanidze / Gwendolen Fairfax
First-year student
BA English language and literature

სპეკტაკლში მონაწილეობა ჩემთვის იყო ძალიან კარგი გამოცდილება. გავერთე, გავიცანი ახალი ადამიანები და განვავითარე ინგლისური. ქემერონის რჩევები დამეხმარა უკეთ დამეჭირა გვენდოლინის ხასიათი და თამაში უფრო გამიადვილდა. ძალიან მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა, მეთამაშა მთავარი როლი. დიდი შრომითა და ძალისხმევით ჩემი პერსონაჟის სახე დღითი დღე ცოცხლდებოდა და მაყურებელსაც მოეწონა ეს. უბედნიერესი ვარ.


მარიამ მურვანიძე / გვენდოლენ ფეარფაქსი
ინგლისური ენა და ლიტერატურა
I კურსი


To participate in "The Importance of Being Earnest" was a big challenge for me. I had never imagined myself in the role of Lady Bracknell. I am happy with my decision to join in the play. I've made so many great friends and we've got acquainted with each other closer, especially with Cameron. In my opinion she is the best director. During the rehearsal, we had a lot of fun. We would laugh at each other's characters and enjoyed it a lot. It was really one of the greatest experiences for me. There was a really hardworking team around me including Cameron’s assistants, Mariam and Diane. We all made the play a success. I believe these days will remain as the most memorable and impressive days in my life.



Mariam Akhvlediani / Lady Bracknell
First-year student
BA English language and literature

სპექტაკლში მონაწილეობა დიდი გამოწვევა ჩემთვის იყო. არასდროს წარმომედგინა საკუთარი თავი მსახიობად, განსაკუთრებით ისეთი ქალის როლში, როგორიც ლედი ბრეკნელია. ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ დავთანხმდი მონაწილეობა მიმეღო სპექტაკლში. გავიცანი საოცრად მაგარი ბავშვები. უფრო მეტად დავუახლოვდით ერთმანეთს, განსაკუთრებით ქემერონს. ვფიქრობ, რომ ის საუკეთესო რეჟისორია. სპექტაკლის მომზადების პერიოდში ძალიან კარგ დროს ვატარებდით, ვიცინოდით ერთმანეთის პერსონაჟებზე. ჩვენ უბრალოდ ძალიან დიდი სიამოვნება მივიღეთ ამ სპექტაკლით. ეს მართლაც არაჩვეულებრივი პერიოდი იყო. ჩემს გვერდით ძალიან მშრომელი გუნდი იდგა და ამასთანავე მინდა აღვნიშნო ქემერონის ასისტენტების - მარიამის და დიანას დიდი წვილილი. ვფიქრობ, ეს ყველაფერი ერთმანეთის თანადგომით გამოგვივიდა და მჯერა, რომ ეს დღეები დაუვიწყარ და შთამბეჭდავ მოგონებად დარჩება ჩემს ცხოვრებაში.


მარიამ ახვლედიანი / ლედი ბრეკნელი
ინგლისური ენა და ლიტერატურა,
I კურსი


When I leant that Cameron Terry was planning to stage the play “The Importance of Being Earnest”, I was excited. I felt that this would be an interesting challenge for me. The whole process of preparation and rehearsals was as enjoyable and unforgettable as the play itself. I think that the play lived up to the expectations of the participants and the audience.


Ani Endeladze / Lane
First-year student
BA English language and literature

როდესაც გავიგე, რომ ჩვენს უნივერსიტეტში ჩამოსული ფულბრაიტი ქემერონ თერი აპირებდა დაედგა სპექტაკლი „როგორი მნიშვნელოვანია ვიყოთ სერიოზული“ ძალიან გამიხარდა. ვიფიქრე, რომ ეს სპექტაკლი კიდევ ერთი საინტერესო გამოწვევა იქნებოდა ჩემთვის. დადგმის პროცესი ისეთივე სახალისო და არაჩვეულებრივი იყო, როგორც სპექტაკლი. ამიტომ ვფიქრობ, რომ ყველას იმედები გავამართლეთ და ზუსტად ისეთი შედეგი მივიღეთ, როგორსაც ველოდით.


ანი ენდელაძე / ლეინი
ინგლისური ენა და ლიტერატურა
I კურსი


It was very important to me to participate in this performance as I got a lot of experience in the field of theatre and gained acting skills. It was very pleasant to work side by side with people who did their best to make our performance a success. I am happy that we did it.


Tamuna Chelishvili / Miss Prism
First-year student BA
English Language and Literature

ამ სპექტაკლმა ნამდვილად დიდი გამოცდილება მომცა ისეთ სფეროში, როგორიც თეატრი და მსახიობობაა. ნამდვილად სასიამოვნო იყო ისეთი ადამიანების გვერდით მუშაობა, რომლებიც თავს არ ზოგავდნენ, რომ სპექტაკლი ნამდვილად კარგი გამოსულიყო. ჩემი აზრით, ჩვენი პრემიერა შედგა.


თამუნა ჭელიშვილი / მის პრიზმი
ინგლისური ენა და ლიტერატური
I კურსი


I would like to point out that the play gave me an opportunity to meet new people and make new friends. It was a challenge for me to overcome my complexes and be more free and open.


Lasha Pochkhua / Rev. Dr. Chasuble
Second-year student
BA Mathematics

მინდა აღვნიშნო, რომ სპეკტაკლმა მომცა ახალ ადამიანებთან ურთიერთობის და შესაბამისად, ახალი მეგობრების შეძენის შესაძლებლობა. ეს იყო ჩემთვის ერთგვარი გამოწვევა, დამეძლია გარკვეული კომპლექსები და ვყოფილიყავი უფრო თავისუფალი.


ლაშა ფოჩხუა / ჩაზბელი
მათემატიკა
II კურსი


Thanks to this performance, I was able to improve my English language skills. I got the experience of teamwork, support, purposefulness and I also made very good friends. I tried my utmost to present my role in the best way to the audience.


Tekla Katamadze / Servant
First-year student
BA English language and literature

ამ სპექტაკლის წყალობით საშუალება მომეცა გამეუმჯობესებინა ინგლისური ენა. გუნდურობის, მხარდაჭერის, მიზანდასახულობის გამოცდილება მივიღე და შევიძინე ძალიან კარგი მეგობრები. ვეცადე ჩემი როლი კარგად შემესრულებია და სწორად მეჩვენებია მაყურებლისთვის.


თეკლა ქათამაძე / მოსამსახურე
ინგლისური ენა და ლიტერატურა
I კურსი


If you had asked me before, I would have said that I was very bad at acting. No need to say that I didn't have any experience when I spontaneously decided to take part in the play. If Cameron and guys hadn't been so supportive and motivated, I probably couldn't have done anything. The success of the performance once again convinced me that with the help of group work even impossible things become possible.


Mariam Denosashvili / Servant
First-year student
BA Business Administration

ჩემთვის რომ გეკითხათ, საერთოდ არ გამოვდგებოდი მსახიობად. მეტიც, მეგონა არასოდეს გამომივიდოდა თამაში. არანაირი გამოცდილება არ მქონდა, როდესაც ძალიან სპონტანურად გადავწყვიტე სპექტაკლში მონაწილეობა მიმეღო. რომ არა ქემერონისა და ბავშვების დიდი მონდომება და მხარდაჭერა, ალბათ, არც არაფერი გამომივიდოდა. სპექტაკლის შემდეგ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ გუნდური მუშაობით შეუძლებელიც კი შესაძლებელია.


მარიამ დენოსაშვილი / მოსამსახურე
ბიზნესის ადმინისტრირება,
I კურსი


Working with wonderful amateur actors was rewarding. I made new friends, experienced unforgettable moments and importantly, contributed to the production we are proud of. Assisting Cameron Terry gave me an opportunity to study different aspects of my work. Thanks to her, I acquired a completely new to me set of skills. Cooperating with Diana Janelidze, stage manager, was comfortable and fun. Working with the actors to ensure the success of this production was a great challenge for me.





Mariam Kukhianidze
Assistant Manager
First-year student
BA English language and literature

არაჩვეულებრივ დამწყებ მსახიობებთან მუშაობა ძალიან შთამაგონებელი იყო ჩემთვის. პირველ რიგში, შევიძინე ახალი მეგობრები, დავაგროვე დაუვიწყარი მომენტები და რაც მთავარია, მათთან ერთად შევქმენი საამაყო ნამუშევარი. რეჟისორ ქემერონ თერისთან მუშაობამ მომცა ჩემი საქმის უამრავი ასპექტის დანახვისა და შესწავლის საშუალება, მისი წყალობით დავეუფლე უამრავ ახალ, საინტერესო უნარ-ჩვევას. სცენის მენეჯერთან, დიანა ჯანელიძესთან მუშაობა ძალიან კომფორტული და ხალისიანი იყო. მსახიობებთან პირადად მუშაობა და ამ დიდი წარმოდგენის წარმატება უდიდესი გამოწვევა იყო ჩემთვის.





მარიამ კუხიანიძე
რეჟისორის ასისტენტი
ინგლისური ენა და ლიტერატურა
I კურსი


I had a very responsible task in this production. It was the first time I had worked with a native speaker, which was great practice for me. I tried my best to contribute to our team work and show the audience a good performance. Working on the play taught me very useful lessons.


Diana Janelidze
Stage Manager
First-year student
BA English language and literature

სპექტაკლის დადგმაში საპასუხისმგებლო დავალება მქონდა. აქამდე არასოდეს გამომიცდია მშობლიურ ენაზე მოსაუბრე უცხოელთან ურთიერთობა. ეს ძალიან კარგი პრაქტიკა იყო ჩემთვის. ვცდილობდი, საკუთარი თავი კარგად წარმომეჩინა და მაყურებლისთვის ხარისხიანად მეჩვენებინა ჩვენი გუნდური სამუშაოს შედეგი. სპექტაკლზე მუშაობამ ბევრი რამ მასწავლა.


დიანა ჯანელიძე
სადადგმო ნაწილის გამგე
ინგლისური ენა და ლიტერატურა
I კურსი


On the 24th of May 2019, ATSU English Philology Department and English Speaking Club presented the comedy by Oscar Wilde “The Importance of Being Earnest”. Remembering huge applauses at the end of the show and the waves of laughter in between, we can most proudly state that the hard work of more than fifteen people was certainly acknowledged. But before that, it was a journey of five months for the amazing cast and crew.

It all started with a beautiful idea to re-establish an old tradition of producing plays in order to enhance the use of the English language among students. At the beginning, there was the director Cameron Terry a Fulbright English Teaching Assistant at the University who was happy to take on this job. It was followed by the auditions which were fun but wouldn’t come close to the joy of rehearsals when new talents and skills would emerge. Students loved working on this insanely hilarious text. They learned how to lie or not, how to love or not, how to pretend to be someone else and how it would never work. There was also an acting workshop by Kutaisi Lado Meskhishvili State Drama Theatre actor, Revaz Karosanidze, who was generous to help the performers to get into their characters better. On that note, we did have a tremendous help with costumes from the Opera House and Meskhishvili Theatre. Without their help we would probably have had Victorian families in jeans. Most of the props were gathered from the houses of the cast and crew. Different departments and administrative offices at the university helped with decorations. Security men and the performers carried them to the stage. The whole process was a beautiful experience for everyone, involving fun, laughter, and love.


Salome Bubuteishvili
Props Manager
First-year student
MA English language and literature

2019 წლის 24 მაისს, აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტისა და ინგლისური ენის კლუბის ინიციატივით უნივერსიტეტში ოსკარ უალდის პიესის „როგორი მნიშვნელოვანია ვიყოთ სერიოზული“ ჩვენება გაიმართა. თუ წარმოდგენის ბოლოს აპლოდისმენტებითა და მაყურებლის მხიარული განწყობით ვიმსჯელებთ, სიამაყით შეიძლება ითქვას, რომ ის სამუშაო, რომელიც თხუთმეტზე მეტმა ადამიანმა გასწია სპექტაკლის შესაქმნელად, ნამდვილად დაფასდა. თუმცა მანამდე იყო მონაწილეებისა და დამხმარე პერსონალის ხუთთვიანი მოგზაურობა.

ყველაფერი დაიწყო იდეით, აღმდგარიყო სპექტაკლების დადგმის ძველი ტრადიცია საუნივერსტეტო სივრცეში, რომელიც ემსახურება ინგლისური ენის ცოდნის ამაღლებას სტუდენტებში. ამ პროექტს სათავეში ჩაუდგა კემერონ თერი - ფულბრაიტის სტიპენდიანტი, ინგლისური ენის სწავლების ასისტენტი. შემდეგ იყო კასტინგი, რომელიც საკმაოდ სახალისო გახლდათ, თუმცა ალბათ ახლოსაც ვერ მოვა რეპეტიციების მსვლელობასთან, სადაც ახალი ტალანტები და სტუდენტთა გასაოცარი ნიჭი გამომჟღავნდა. მონაწილეები სიამოვნებით მუშაობდნენ ოსკარ უალდის უაღრესად სახალისო ტექსტზე. მათ ისწავლეს, როგორ უნდა მოიტყუონ ან არ მოიტყუონ, როგორ შეიყვარონ ან არ შეიყვარონ, ისწავლეს, როგორ უნდა მოაჩვენონ თავი სხვა ადამიანებად და ისიც ისწავლეს, რომ ეს უკანასკნელი არასოდეს ამართლებს. გარდა ამისა, მონაწილეებს ჩაუტარდათ სამსახიობო ვორკშოფი, სადაც ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი რეზი ქაროსანიძე სტუდენტებს როლის უკეთესად მორგებაში დაეხმარა. აქვე მნიშვნელოვანია ვახსენოთ ოპერისა და მესხიშვილის თეატრების მიერ გაწეული დახმარება კოსტუმების შერჩევაში - რომ არა ამ თეატრების მხარდაჭერა, ალბათ, ვიქტორიანული ხანის პერსონაჟები სცენაზე ჯინსებით მოგვევლინებოდნენ. ისიც უნდა ითქვას, რომ რეკვიზიტების უმეტესი ნაწილი სახლებიდან მოვიტანეთ. უნივერსიტეტის სხვადასხვა დეპარტამენტი და ადმინისტრაციული ოფისი დაგვეხმარა სცენის დეკორაციების შეგროვებაში, მათი გადატანა კი დაცვის წარმომადგენლებმა და მონაწილეებმა აიღეს საკუთარ თავზე. სპექტაკლის დადგმის პროცესი, მთელი თავისი მხიარულებით, სიცილითა და სიყვარულით, სახალისო გამოცდილება გახლდათ თითოეული მონაწილისთვის.


სალომე ბუბუტეიშვილი
რეკვიზიტორი
მაგისტრატურა
I კურსი


I'm so glad that the English Philology Department is actively involved in providing students with an interesting and productive university life. The play "The Importance of Being Earnest", organized by a Fulbright English Teaching Assistant, Cameron Tarry, was really interesting, funny and memorable for lecturers and students as well. It's impossible not to mention the astonishing acting of students and their impressive artistry. The costumes and stage decoration had an important role in transporting us to the time in which the plot took place. For me, as for the President of the English Speaking Club, active involvement of the club in such events is important, as it serves the true purpose of the club - improving English skills, realization of opportunities, students’ interaction, making new friends and an active involvement in the University life. I would like to thank all those who contributed to organizing this amazing play and wish them further success.


Marina Zhorzholiani
President of the English Speaking Club

მოხარული ვარ, რომ ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტი აქტიურად არის ჩართული და მიმართული უზრუნველყოს სტუდენტთა პროდუქტიული და საინტერესო საუნივერსიტეტო ცხოვრება. ფულბრაიტის სტიპენდიანტ კამერონ თერის მიერ ორგანიზებული სპექტაკლი ოსკარ უალდის პიესის „როგორი მნიშვნელოვანია ვიყოთ სერიოზული“ მიხედვით, საინტერესო, სახალისო და ძალზედ შთამბეჭდავი იყო ლექტორებისა და სტუდენტებისთვის. შეუძლებელია არ აღინიშნოს სტუდენტთა საოცარი შესრულება, შთამბეჭდავი არტისტიზმი. კოსტიუმებმა და სასცენო დეკორაციამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სპექტაკლის მიმდინარეობის ეპოქის ზუსტ გადმოცემაში. ჩემთვის, როგორ ინგლისური ენის კლუბის პრეზიდენტისთვის, მნიშვნელოვანია კლუბის აქტიური ჩართულობა მსგავს ღონისძიებებში, რამეთუ სწორედ ეს ემსახურება კლუბის მთავარ მიზანს - ინგლისური ენის დონის გაუმჯობესებას, შესაძლებლობების რეალიზებას, სტუდენტთა ურთიერთქმედებას, ახალი მეგობრების შეძენას, აქტიურ ჩართულობას საუნივერსიტეტო ცხოვრებაში. მსურს, დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ვისაც წვლილი მიუძღვის ამ შესანიშნავი სპექტაკლის ორგანიზებაში და ვუსურვო შემდგომი წარმატებები!


მარინა ჟორჟოლიანი
ინგლისური ენის კლუბის პრეზიდენტი


It was such a pleasure to see one of Oscar Wilde’s beloved plays “The Importance of Being Earnest” performed by our students on May 24. The play was abridged and directed by Cameron Tarry, our Fulbright Assistant Teacher, who proved to be exceptionally gifted in this field. The play was truly hilarious - all the actors had their moments, even the ones who played smaller parts. The leading actors were superb and the student who performed the role of Algernon was a real gem of the production. All in all, both the cast and the audience thoroughly enjoyed themselves. Well done.


Eliso Pantskhava, Associated Professor
English Philology Department

ძალიან სასიამოვნო იყო ოსკარ უაილდის ერთ-ერთი საუკეთესო პიესის „როგორი მნიშვნელოვანია ვიყოთ სერიოზული“ ხილვა სცენაზე ჩვენი სტუდენტების შესრულებით. პიესა შეამოკლა და დადგა ქემერონ თერიმ, რომელიც ფულბრაიტის პროგრამით იმყოფება ჩვენს დეპარტამენტში და მას ამ საქმის გამორჩეული ნიჭი აღმოაჩნდა. წარმოდგენა ძალიან სახალისო იყო და ყველა სტუდენტი, როგორც მნიშვნელოვანი, ასევე შედარებით მცირე როლის შემსრულებელი, შესანიშნავად ართმევდა თავს ამოცანას. განსაკუთრებით მაინც ელჯერნონის როლის შემსრულებელს გამოვყოფდი, ამ წარმოდგენის ნამდვილ მშვენებას. საერთო ჯამში, დასიც და მაყურებელიც უაღრესად გაერთო, ყოჩაღ ჩვენს სტუდენტებს.


ელისო ფანცხავა, ასოცირებული პროფესორი
ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტი


Generally, Oscar Wilde's works are very interesting for me. I like almost all of them, as there is something lyrical and romantic about them. “The Importance of Being Earnest” is a comedy in which the action takes place in England at the end of the nineteenth century. Two young gentlemen are trying to win the ladies’ hearts. The students’ interesting portrayal of the characters brought the play to life. They delivered an emotional performance. It should be noted that although they were not professional actors, this did not prevent them from conveying the message of the play very well. For me, an ordinary Georgian spectator, the play was totally understandable and interesting. I would be glad to see it again and, probably, I would get even more emotional. Since the students and their supervisors did their jobs so well, I think that they should continue with similar projects.


Tea Valishvili
Head of Marketing, Projects, and Event Management Office

ოსკარ უაილდის შემოქმედება ზოგადად, ძალიან საინტერესოა. თითქმის ყველა მისი ნაწარმოები მომწონს. არის მათში რაღაც ლირიული, რომანტიული. „როგორი მნიშვნელოვანია იყო სერიოზული" ამ ყველაფერთან ერთად კომედიაა. მოქმედება XIX საუკუნის დასასრულს ინგლისში ხდება. ორი ახალგაზრდა ჯენტლმენი ქალბატონების გულის მოგებას ცდილობს. სტუდენტებმა მშვენივრად შესძლეს ამ პიესის გაცოცხლება, პერსონაჟების ხასიათების მორგება და შთამბეჭდავი ემოცია მოიტანეს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ისინი პროფესიონალი მსახიობები არ არიან, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მათთვის. ჩემთვის, როგორც რიგითი ქართველი მაყურებლისთვის, სპექტაკლი იყო სრულიად გასაგები, სახალისო და საინტერესო. დიდი სიამოვნებით ვნახავდი კიდევ ერთხელ და ალბათ უფრო მეტი ემოციებით წამოვიდოდი. მგონია, რომ ამ სტუდენტებმა და მათმა ხელმძღვანელებმა კიდევ უნდა მოსინჯონ ძალები სცენაზე. მათ ეს მშვენივრად გამოუვიდათ.


თეა ვალიშვილი
მარკეტინგის, პროექტებისა და ღონისძიებების მართვის სამსახურის უფროსი

 
 

Students’ Annual Conference “British, American, and Georgian Cultural Studies”

2019 wlis konferencia „britanuli, amerikuli da qarTuli kulturaTaSorisi narkvevebi“

On May 25, 2019, Students’ Annual Conference “British, American and Georgian Cultural Studies” was held on the initiative of the English Studies Department. I was so greatly impressed and full of positive emotions attending the premiere of the performance held the day before, that at the end of the performance an idea struck me - to close the conference, which was to be held the next day, with this wonderful play. The actors happily agreed.

As a rule the conference is attended by guests of honor – British and American experts. This year was not an exception either as Toma Mallett, Kari Mallett, John Amato and Benjamin Gittins actively were actively involved in its work.

The conference was held in 7 sections. The presentations made by students and pupils covered numerous topics of great interest. The participants talked about the life of young generation and discussed many topical issues with good language skills. Making competent use of modern technologies, they managed to get their message across clearly to the audience. It is worth mentioning that each presentation was followed by interesting questions to which the participants gave correct and comprehensive explanations.

At the end of the conference, the chairs of the sections analyzed all presentations and the participants who were given the highest assessment were awarded certificates and presents.

The first prize was awarded to the students Lika Akhvlediani and Mariam Akhvlediani, Marina Zhorzholiani and Mariam Shengelia;

The second prize winners were –Ana Ambroladze, Maria Mushkudiani and Mariam Murvanidze, Giorgi Kvirikashvili;

The third prize went to – Anano Darsalia, Nino Salagovi, Nino Sichinava and Tamar Khorava;

The results of participants from schools are the following:

The first prize winners: Kristine Benidze, Nia Kuchava (Public School No3), Mata Shalamberidze (Public School No7), Nanuli Shakinovi (Public School No 23) and Gvanca Chkhikvadze (Brotseula Public School);

The second prize winners: David Jincharadze and Anastasia Pantskhava (Public School No41), Nuki Giorgobiani, Mariam Kuchukhidze, Giorgi GogberaSvili, Ana Ghavtadze (Public School No3) and Anano Chogovadze (Public School No1);

The third prize winners: Elene Losaberidze and Elene Aladashvili (Public School No1). Mariam Lominashvili (Public School No7), Luka Archvadze and Tata Kiladze (Public School No3);

All the other participants also received the certificates of participation in the conference.

25 მაისს ინგლისური ენისა და ლიტერატურის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა ყოველწლიური კონფერენცია „ბრიტანული, ამერიკული და ქართული კულტურათშორისი ნარკვევები“. წინა დღით გამართულმა სპექტაკლის პრემიერამ ისეთი დიდი შთაბეჭდილებებითა და დადებითი ემოციებით ამავსო, რომ დასრულებისთანავე ბრწყინვალე იდეამ გამიელვა - კონფერენცია, რომელიც მეორე დღეს იმართებოდა, ამ შესანიშნავი წარმოდგენით დაგვეხურა.

როგორც წესი, კონფერენციას ყოველთვის ყავს საპატიო სტუმრები - ბრიტანელი და ამერიკელი ექსპერტები. გამონაკლისი არც წლევანდელი კონფერენცია იყო - თომა მალეტმა, კერი მალეტმა, ჯონ ამატომ და ბენჯამინ გიტინსმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს მის წარმართვაში.

კონფერენციამ 7 სექციად იმუშავა. სტუდენტთა და მოსწავლეთა მიერ წარმოდგენილი თემატიკა მეტად მრავალფეროვანი და საინტერესო იყო. მათ ისაუბრეს ახალგაზრდა თაობის ცხოვრებაზე და განიხილეს მრავალი პრობლემატური საკითხი. მომხსენებლებმა გამოავლინეს ინგლისური ენის საფუძვლიანი ცოდნა და ენის ფლობის საოცარი უნარი. თანამედროვე ტექნიკის გამოყენებით პრეზენტაციები კიდევ უფრო ნათელი გახდა მაყურებლისთვის. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თითოეული მოხსენების შემდეგ დაისვა საინტერესო შეკითხვები, რომლებზედაც მონაწილეები საკმაოდ ამომწურავად პასუხობდნენ.

კონფერენციის დასასრულს სექციის ხელმძღვანელებმა შეაჯამეს შედეგები და მონაწილეები, რომლებმაც უმაღლესი შეფასება დაიმსახურეს, დაჯილდოვდნენ შესაბამისი სერთიფიკატებით და საჩუქრებით.

სტუდენტებთან ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:

I ადგილი: ლიკა ახვლედიანი, მარიამ ახვლედიანი, მარინა ჟორჟოლიანი, მარიამ შენგელია;

II ადგილი: ანა ამბროლაძე, მარია მუშკუდიანი, მარიამ მურვანიძე, გიორგი კვირიკაშვილი;

III ადგილი: ანანო დარსალია, ნინო სალაღოვი, ნინო სიჭინავა, თამარ ხორავა;

მოსწავლეთა შედეგები კი ასეთია:

I ადგილი: ქრისტინე ბენიძე, ნია კუჭავა (მე-3 საჯარო სკოლა), ნატა შალამბერიძე (მე-7 საჯარო სკოლა), ნანული შაკინოვი (23-ე საჯარო სკოლა) გვანცა ჩხიკვაძე (ბროწეულას საჯარო სკოლა).

II ადგილი: დავით ჯინჭარაძე, ანასტასია ფანცხავა (41-ე საჯარო სკოლა), ნუკი გიორგობიანი, მარიამ კუჭუხიძე, გიორგი გოგბერაშვილი, ანა ღავთაძე (მე-3 საჯარო სკოლა), ანანო ჩოგოვაძე (პირველი საჯარო სკოლა),

III ადგილი: ელენე ლოსაბერიძე, ელენე ალადაშვილი (პირველი საჯარო სკოლა), მარიამ ლომინაშვილი (მე-7 საჯარო სკოლა), ლუკა არჩვაძე, თათა კილაძე (მე-3 საჯარო სკოლა). ყველა მონაწილეს გადაეცა კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატი.

I am sure that all the participants of the conference got invaluable experience and also greatly enjoyed the performance “The Importance of Being Earnest” which closed the conference.



Irma Rusadze, Assistant Professor
English Philology Department

დარწმუნებული ვარ, კონფერენციის მონაწილეებმა მიიღეს დიდი გამოცდილება და ისიამოვნეს სპექტაკლით „როგორი მნიშვნელოვანია ვიყოთ სერიოზული“, რომელმაც დახურა კონფერენცია.



ირმა რუსაძე, ასისტენტ პროფესორი
ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტი