Many readers of our newsletter who visited Kutaisi were guests of honour at the English Speaking Club. Both students and teachers have vivid and very happy memories of meeting them. We would like to thank all of these guests and give some information about the current work of the club. Its members are working together to seek new ways to further develop their experience and make everybody proud of being members of this unique club.

You will also learn about life in Georgia from our young colleague and friend, Cameron. She is a very enthusiastic Fulbright student from the US who has worked in the Department teaching students since September. She has already contributed a lot to the work of the Club by coming up with new ideas and helping to realize them. Cameron is going back home at the end of the academic year. We have been fortunate to have her and we will miss her.

ჩვენი ინტერნეტ გაზეთის მკითხველები, რომლებიც ქუთაისში ჩამოდიან, ტრადიციულად ინგლისური ენის კლუბის საპატიო სტუმრები არიან. სტუდენტებსაც და ლექტორებსაც შეხვედრებიდან ბევრი ნათელი მოგონება აქვთ შემორჩენილი. დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ყველა ჩვენს სტუმარს და მივაწოდოთ ინფორმაცია კლუბის მიმდინარე საქმიანობის შესახებ. კლუბის წევრები ერთად მუშაობენ, რომ დასახონ სამომავლო განვითარების ახალი გზები რათა ამ უნიკალური კლუბის წევრობა მათთვის საამაყო იყოს.

თქვენ ასევე გაეცნობით ჩვენი ახალგაზრდა კოლეგისა და მეგობრის, ქემერონის ცხოვრებას საქართველოში. ის არის ენთუზიაზმით აღსავსე ფულბრაითის სტიპენდიანტი აშშ-დან, რომელიც სასწავლო წლის დასაწყისიდან დეპარტამენტში მუშაობს და პრაქტიკულ მეცადინეობებს უტარებს სტუდენტებს. ახალი იდეებითა და მათი განხორციელებით ის ეხმარება კლუბის მუშაობის განვითარებას. ქემერონი სასწავლო წლის ბოლოს ბრუნდება ამერიკაში. ჩვენ გაგვიმართლა, რომ მან ეს პერიოდი ჩვენთან ერთად გაატარა და ძალიან მოგვენატრება.

Successful year for ESC

warmatebuli weli inglisuri enis klubisTvis

As our readers already know, the English Speaking Club was organized on the initiative of teachers and students of English nearly 40 years ago, when they decided to find something new, challenging and exciting for out-of-class language activities. That is how the idea of creating the English Speaking Club was born. This was a place where students from any faculty had a chance to communicate in a friendly, English-speaking atmosphere and meet new, interesting people. After so many years, this club still exists and has the same important and strong effect on students’ lives.

ჩვენი მკითხველისთვის უკვე ცნობილია, რომ ინგლისური ენის კლუბი დაახლოებით 40 წლის წინ ინგლისური ენის კათედრის ლექტორებისა და სტუდენტების ინიციატივით შეიქმნა. მათ გადაწყვიტეს მოეძნებათ კლასგარეშე აქტივობის განსხვავებული ფორმა, რომელიც ახალ მოტივაციასა და გამოწვევებს შესთავაზებდა სტუდენტებს. სწორედ ასე დაიბადა კლუბის შექმნის იდეა. ეს იყო ადგილი, სადაც ნებისმიერი ფაკულტეტის სტუდენტს ჰქონდა მეგობრულ, ინგლისურენოვან გარემოცვაში კომუნიკაციის და ახალ, საინტერესო ადამიანებთან შეხვედრის საშუალება. ამდენი წლის შემდეგ, ეს კლუბი აგრძელებს არსებობას და ისევ ისეთივე მნიშვნელოვანი და ძლიერი გავლენა აქვს სტუდენტების ცხოვრებაზე.

 

The main aims of the club are to develop language skills through communication and to learn the culture, traditions and customs of English-speaking countries. The club has an emblem 3Hs (HHH), which means that the members put their hearts and heads together in search of bright ideas and do everything with their hands.

This year started with the annual event for the freshmen. Group leaders represented their groups, took the club’s oath and received greetings and advice from the senior students. Thus, they became official members of the club. During the year the club members, have celebrated quite a few national and international holidays. With a help of our guest, Fulbright Cameron Tarry, we organized activities for Halloween and Thanksgiving. Students were introduced to some new information and even played very interesting and educational games.

კლუბის მთავარი მიზანია ინგლისური ენის უნარების განვითარება კომუნიკაციის გზით და ინგლისურენოვანი ქვეყნების კულტურის, ტრადიციებისა და ჩვეულებების გაცნობა. კლუბს აქვს ემბლემა - 3H, რაც ნიშნავს, რომ კლუბის წევრები გულით (Heart) და გონებით (Head) ერთად ეძებენ ნათელ იდეებს და აკეთებენ ყველაფერს საკუთარი ხელებით (Hands).

ეს წელი პირველკურსელების კლუბში გაწევრიანებით დაიწყო. ჯგუფის ლიდერებმა წარმოადგინეს საკუთარი ჯგუფები, წარმოთქვეს კლუბის ფიცი და უფროსკურსელებისგან რჩევები და მილოცვები მიიღეს. წლის განმავლობაში კლუბის წევრებმა რამდენიმე ნაციონალური და ინტერნაციონალური დღესასწაული აღნიშნეს. ჩვენი სტუმრის, ფულბრაითის სტიპენდიანტის, ქემერონ თერის დახმარებით სტუდენტებმა ჩაატარეს ჰელოუინისა და მადლიერების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, ბევრი ახალი რამ შეიტყვეს ამ დღესასწაულების შესახებ და ითამაშეს გასართობ-ინტელექტუალური თამაშები.

 
 

In addition to regular meetings, the club members had a chance to meet a native speaker from America, Matthew King, who spoke about the American system of Higher Education. It was a very interactive talk; students asked questions and tried to find contrasts, similarities, advantages and disadvantages of the American and Georgian higher education systems.

რეგულარული შეხვედრების პარალელურად კლუბის წევრებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეხვედროდნენ ამერიკელ სტუმარს, მეთიუ კინგს, რომელმაც ამერიკული განათლების სისტემაზე ისაუბრა. ეს იყო ინტერატიული საუბარი, სადაც სტუდენტებმა დასვეს კითხვები და მოწვეულ სტუმართან ერთად სცადეს ესაუბრათ ამერიკულ და ქართულ განათლების სისტემებს შორის განსხვავებაზე, მსგავსებებზე, მათ დადებით და უარყოფით მხარეებზე.

 

The club is known for its love of literature, so the members always try to plan an event which will include talks around the literature they are attracted to. This year students had a chance to invite a very famous theater director and the co-founder of Open Space, Misha Charkviani. He directed a new play “Hecuba” in Meskhishvili theatre. The event was open for all students who were interested in ancient texts. As this kind of lecture always helps students to broaden their horizons, the department decided to film the whole lecture and upload it on YouTube. The department is planning to do more series like this for the students of the EPD in the future.

ინგლისური ენის კლუბი გამოირჩევა მისი განსაკუთრებული ინტერესით ლიტერატურისადმი, ამიტომ მისი წევრები ყოველთვის ცდილობენ დაგეგმონ შეხვედრები, რომელიც მათი საყვარელი ლიტერატურული ნაწარმოებების განხილვას ეთმობა. წელს სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ მოეწვიათ ცნობილი რეჟისორი და „ღია სივრცის“ თანა-დამფუძნებელი მიშა ჩარკვიანი. მან მესხიშვილის თეატრში დადგა ახალი სპექტაკლი „ჰეკაბე“. კლუბის შეხვედრაზე დასწრება შეეძლო ყველა ფაკულტეტის სტუდენტს, რომელსაც ანტიკური ტექსტები აინტერესებდა. რადგანაც მსგავსი საჯარო ლექციები სტუდენტებს ცოდნის გაღრმავებაში ეხმარება, დეპარტამენტმა გადაწყვიტა ჩაეწერა ლექცია და საკუთარ YouTube-ის გვერდზე განეთავსებინა. დეპარტამენტი საკუთარი სტუდენტებისთვის მსგავსი ვიდეოლექციების ჩაწერას კიდევ გეგმავს.

 
 
 


The most remarkable club event of this year was the elections. The department is constantly oriented on student’s interests and is not afraid of setting new challenges, so we decided to change the way the club’s president is elected and organized the elections. After two weeks of preparation and meetings with students the candidates were given a platform. Each candidate introduced their plans, described their vision for the club, and said why they should be elected as president of the ESC. The president was chosen by two components: the students voted for their choices and a panel of judges from the EPD assigned points to every candidate for accuracy and fluency. After voting, election staff tallied the votes and points and announced a winner.

In summation this year has been very successful for the ESC. The club has started the year well, we think that with the addition of increased student choice as well as new student leadership, the club will develop more.



ამ წლის ყველაზე გამორჩეული მოვლენა იყო არჩევნები. დეპარტამენტი ყოველთვის ორიენტირებულია სტუდენტების ინტერესებზე და არ ეშინია ახალი გამოწვევების. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ შეგვეცვალა პრეზიდენტის არჩევის პრინციპი და ჩაგვეტარებინა ღია არჩევნები. ორკვირიანი მომზადებისა და სტუდენტებთან შეხვედრების შემდეგ, კანდიდატებს საშუალება მიეცათ წარმსდგარიყვნენ ამომრჩეველის წინაშე. თითოეულმა კანდიდატმა წარმოადგინა კლუბის სამომავლო გეგმების საკუთარი ხედვა და ახსნა, რატომ უნდა გახდეს ინგლისური ენის კლუბის პრეზიდენტი. პრეზიდენტი ორი კომპონენტის მიხედვით შეირჩა: საკუთარ რჩეულებს ხმა მისცეს სტუდენტებმა და ხოლო ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტის ლექტორებისაგან შემდგარმა ჟიურიმ ყველა კანდიდატი შეაფასა მათი მოხსენების ენობრივი და აზრობრივი გამართულობის მიხედვით. ხმებისა დათვლისა და ქულების შეჯამების შედეგად გამოცხადდა გამარჯვებული.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს წელი საკმაოდ წარმატებულია ინგლისური ენის კლუბისთვის. ვიმედოვნებთ, რომ სტუდენტთა არჩევნის მეტი თავისუფლება და ახალი სტუდენტური ხელმძღვანელობა კლუბს დიდ წარმატებას მოუტანს.

Nita Khachidze

nita xaCiZe

* * *

Participation in the election was so important to me, as it was the first step in developing my professional skills. To tell the truth, I was not expecting such support, but the emotions I had, when the winner was announced, were priceless. It was the biggest success I have experienced and the beginning of a new stage of my life. I'm thankful and glad to have the opportunity to interact with students and creating an environment which is focused on their interests. I'm so happy and feel a high level of responsibility to live up to students' hopes. We have already held a first successful meeting, at which, I was honoured to meet professors James and Connie Thorson, from New Mexico University (USA). Professor Thorson expressed his attitude towards Georgian literature and gave students a piece of advice about books they should read. Additionally, at my first meeting I presented my project - Wish box, a suggestion box for students. I was glad to see how active and motivated EPD students are. My staff and I will do our best to keep the pace and make students' life active, interesting and productive.

არჩევნებში მონაწილეობის მიღება ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, რამდენადაც ეს იყო პროფესიონალური უნარების განვითარებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯები. სიმართლე რომ ვთქვა, არ ველოდი მსგავს მხარდაჭერას, მაგრამ შეუძლებელია იმ ემოციების შეფასება, რომელიც გამარჯვებულის გამოცხადების დროს დამეუფლა. ეს იყო ყველაზე დიდი წარმატება, რაც კი ოდესმე განმიცდია და, რაც მთავარია, ცხოვრების ახალი ეტაპის დასაწყისი. მადლობელი და მოხარული ვარ, რომ საშუალება მაქვს ურთიერთობა მქონდეს სტუდენტებთან და შევქმნა გარემო, რომელიც მათ ინტერესებზე იქნება მორგებული. ძალიან ბედნიერი ვარ და დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, რომ გავამართლო სტუდენტების იმედები. ჩვენ უკვე ჩავატარეთ პირველი წარმატებული შეხვედრა. პატივი მქონდა შევხვედროდი ნიუ მექსიკოს უნივერსიტეტის პროფესორებს ჯეიმს და კონი თორსონს. პროფესორმა თორსონმა გამოხატა საკუთარი დამოკიდებულება ქართული ლიტერატურის მიმართ და რამდენიმე რჩევა მისცა კლუბის წევრებს წიგნების შესახებ, რომლებიც აუცილებლად უნდა წაიკითხონ. გარდა ამისა, პირველ შეხვედრაზე წარვადგინეთ ჩვენი პროექტი - სურვილების ყუთი სტუდენტებისთვის. ბედნიერი ვარ რომ დავინახე, როგორი აქტიური და მოტივირებულები არიან იფდ-ს სტუდენტები. მე და ჩემი გუნდი ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შევინარჩუნოთ ტემპი და სტუდენტების ცხოვრება უფრო აქტიური, საინტერესო და პროდუქტული გავხადოთ.

Marina Zhorzholiani
The president of the English Speaking Club

marina ZorZoliani
inglisuri enis klubis prezidenti

 
 
 

* * *

I would like to tell you why I participated in the election. I wanted to know how people make choices to meet their needs and wants. The main reason why I decided to participate was that I wanted to learn how to become a leader, make decisions and have fun with my fellow students.

Our first meeting was very interesting and fruitful. Of course, we were nervous and a little bit scared for those responsibilities we were taking on, but it went very well and we now feel comfortable in our leadership roles.

In short, it was very important for me to participate in the election. I’m very proud to join the club and get involved in its useful work.

მინდა მოგიყვეთ, რატომ მივიღე მონაწილეობა არჩევნებში. მაინტერესებდა, როგორ ირჩევდნენ ადამიანები საკუთარი სურვილებისკენ მისასვლელ გზას. მთავარი მიზეზი, რის გამოც გადავწყვიტე მონაწილეობის მიღება, იყო მესწავლა, როგორ გავმხდარიყავი ლიდერი, მიმეღო გადაწყვეტილებები და ამავდროულად ხალისიანად გამეტარებინა დრო თანაკურსელებთან ერთად.

პირველი შეხვედრა ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო. რა თქმა უნდა, ვნერვიულობდით და ცოტა გვეშინოდა ამ პასუხისმგებლობის, მაგრამ ყველაფერმა კარგად ჩაიარა და ახლა ჩვენს ახალ ამპლუაში კომფორტულად ვგრძნობთ თავს.

მოკლედ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ არჩევნებში მონაწილეობა. ამაყი ვარ, რომ ამ კლუბის წევრი გავხდი და ჩართული ვიქნები სტუდენტებისთვის ასე მნიშვნელოვან საქმეში.

Mariam Kukhianidze
The First vice-president of the English Speaking Club

mariam kuxianiZe
inglisuri enis klubis pirveli vice-prezidenti

* * *

I'm really very proud that I was chosen for this position. The first thing that I did as secretary was introducing myself to the lecturers and students at the official meeting. I was very nervous and also excited. I think everything went well and I hope many students will join our club.

ძალიან ამაყი ვარ, რომ ამირჩიეს ამ პოსტზე. პირველი, რაც გავაკეთე, როგორც ინგლისური ენის კლუბის მდივანმა, ოფიციალურ შეხვედრაზე ჩემი თავი წარვუდგინე ლექტორებსა და სტუდენტებს. ძალიან ვნერვიულობდი და თან ბედნიერი ვიყავი. ჩემი აზრით ყველაფერმა კარგად ჩაიარა და იმედი მაქვს, რომ კიდევ უფრო მეტი სტუდენტი შემოუერთდება ჩვენს კლუბს.

Mariam Oniani
The Secretary of the English Speaking Club

mariam oniani
inglisuri enis klubis moadgile

* * *

I would like to tell you about my experience. I took part in club elections, although this wasn’t the first time for me because I had participated in other elections in school. I wanted to feel again the sensation of struggling to win and competing with someone. Those moments were very emotional and memorable for me at this election. Although I didn’t win this election, I’m glad to be in the executive board as a vice president. Our first meeting was very good. We had visiting professors from America, and it made me so happy to meet such amazing people.

I think that the election was a huge experience, which will always help me. It gave me courage and now I feel strong enough to overcome all my future challenge.

მინდა ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ. მონაწილეობა მივიღე კლუბის არჩევნებში, თუმცა ეს არ იყო პირველი შემთხვევა, რადგან მანამდე სკოლის არჩევნებშიც მიმიღია მონაწილეობა. მინდოდა კიდევ განმეცადა შეგრძნება კონკურენციისა და მოგებისთვის ბრძოლას რომ ახლავს. ეს მომენტები ძალიან ემოციური და დასამახსოვრებელი იყო ჩემთვის. მართალია, არჩევნები ვერ მოვიგე, თუმცა მიხარია რომ, როგორც ვიცეპრეზიდენტი ვარ აღმასრულებელ საბჭოში. პირველმა შეხვედრამ ძალიან კარგად ჩაიარა. სტუმრად გვყავდა ამერიკელი პროფესორები. ძალიან ბედნიერი ვარ რომ ასეთ გასაოცარ ადამიანებს შევხვდი.

ვფიქრობ, არჩევნებში მონაწილეობის მიღება იყო დიდი გამოცდილება, რომელიც ყოველთვის დამეხმარება. ამან მომცა საკმარისი გაბედულება და თავდაჯერებულობა, რომ თავი გავართვა მომავალ გამოწვევებს.

Ani Endeladze
The Second vice-president of the English Speaking Club

ani endelaZe
inglisuri enis klubis meore vice-prezidenti

 

“An American in Kutaisi”

amerikeli quTaisSi

My name is Cameron Tarry, and I am currently living in Kutaisi. I moved here in mid-September as part of a Fulbright grant to be an English Teaching Assistant in Georgia. The U.S. Embassy in Tbilisi placed me with Akaki Tsereteli State University here in Kutaisi to work in their English department for nine months. It is difficult to distill so much experience into a few paragraphs, but here are some of my thoughts about my time here.

I had a number of first impressions about Kutaisi, but the overwhelming first impression of both Kutaisi and Georgia was the warmth and kindness of Georgian people. Before I moved I was nervous that it would be difficult to adjust to life in a different country, but I’ve had a seamless adjustment because of the kindness and hospitality of everyone I’ve met here. My colleagues and students in the English Philology Department and the Language Center at Akaki Tsereteli State University as well as my new Georgian friends have gone above and beyond to make me feel comfortable. From the suggestions for local tours – Gelati and Motsameta monasteries are indeed stunningly beautiful, thank you everyone – to the inquiries about my family and my comfort, I immediately felt like I had a large Georgian family and support system.

მე ქემერონ თერი ვარ. ამჟამად ქუთაისში ვცხოვრობ, სადაც სექტემბრის შუა რიცხვებში ჩამოვედი, როგორც ფულბრაიტის სტიპენდიანტი, ინგლისური ენის სწავლების ხელშეწყობის პროექტის მონაწილე. თბილისში მოქმედმა ა.შ.შ.-ის საელჩომ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენის დეპარატამენტში 9 თვით მომავლინა. რთულია რამდენიმე აბზაცში თავი მოუყარო ამდენ შთაბეჭდილებას, მაგრამ ვეცდები მათი რაღაც ნაწილი გაგიზიაროთ.

ჩამოსვლის დღიდანვე ქუთაისზე და საქართველოზე უამრავი დადებითი შთაბეჭდილება შემექმნა, მაგრამ მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ქართველი ხალხის სითბო და კეთილგანწყობა იყო. სანამ საქართველოში საცხოვრებლად გადმოვიდოდი ძალიან ვღელავდი, რომ სხვა ქვეყნის ცხოვრებასთან შეგუება რთული იქნებოდა, მაგრამ ხალხის სტუმართმოყვარეობისა და სიკეთის წყალობით უპრობლემოდ შევეგუე აქაურ ცხოვრებას. ჩემი კოლეგები და სტუდენტები აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტსა და ენათა ცენტრში ისევე, როგორც ახალი ქართველი მეგობრები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ მე თავი კომფორტულად ვიგრძნო. ადგილობრივი ღირსშესანიშნაობების დათვალიერებამ (გელათისა და მოწამეთის მონასტრები უდავოდ საოცრად ლამაზია), თუ შეკითხვებმა ჩემს ოჯახზე და ზრუნვამ ჩემს კეთილდღეობაზე ნამდვილად მაგრძნობინა თავი დიდი ქართული ოჯახის წევრად, რომელიც მუდამ გვერდით მიდგას.

 
 

My impressions of Georgia as a country have also been incredibly positive. The food I have eaten in the last few months has been some of the best I’ve ever had – if I leave here without learning how to make khachapuri and eggplant with walnuts, I’ll consider it a wasted year! I have been fortunate to travel already; I saw Sighnaghi and went skiing at Bakuriani during the winter break from the university. I’m amazed at how diverse and striking the geography in this region is, especially remembering that I can drive twice the length of Georgia in the East Coast of the U.S. and see a homogenous landscape the entire time.

As for Kutaisi itself, anyone who has met me in the last few months can tell you that I love living here. I really talk about Kutaisi to anyone who will listen! Between the beautiful city center, the charming Georgian houses that occupy many of the suburban streets, and the stunning views of the Caucasus Mountains, I’ve felt like Kutaisi oozes a charm and character that make it a very pleasant place to live. Additionally, I love history; whenever I walk back from the bazaar with my vegetables, I remember how I am walking where kings and queens walked as many as three thousand years ago. Since I’m from a country where we consider two hundred years ago to be “old,” the thought of Kutaisi’s ancient history gives me chills every time.

All in all, I feel very lucky that I get to live in Kutaisi, Georgia this year and work at Akaki Tsereteli State University. I can’t believe that for nine months at least, I have constant access to such beautiful nature, delicious food, rich history, and kind people.

ჩემი შთაბეჭდილებები საქართველოზე, როგორც ქვეყანაზე, უაღრესად დადებითია. კერძები, რომლებიც რამდენიმე თვის განმავლობაში დავაგემოვნე, უგემრიელესია იმ კერძებიდან, რომლებიც აქამდე გამისინჯავს. თუ მე ამ ქვეყანას დავტოვებ ისე, რომ ვერ ვისწავლი ხაჭაპურისა და ნიგვზიანი ბადრიჯნის გაკეთებას, ჩავთვლი, რომ ამ წელს ფუჭად ჩაუვლია. უკვე მქონდა ბედნიერება საქართველოში მემოგზაურა. მოვინახულე სიღნაღი და ზამთრის არდადეგებზე სათხილამუროდ ვიყავი ბაკურიაში. გაოცებული ვარ ამ რეგიონის გეოგრაფიული მრავალფეროვნებითა და თვალისმომჭრელი სილამაზით, მით უფრო, როცა წარმოვიდგენ რამდენად ერთფეროვანია ა.შ.შ.-ს მთელი აღმოსავლეთ სანაპირო, რომელიც საქართველოზე ორჯერ გრძელია.

რაც შეეხება ქუთაისს, ნებისმიერი, ვისაც ამ პერიოდის განმავლობაში შევხვდი, გეტყვით, რომ მე ძალიან მომწონს ქუთაისში ცხოვრება. შემიძლია ნებისმიერს, ვესაუბრო ქუთაისის შესახებ. ქალაქის ლამაზი ცენტრით, მომხიბვლელი ქართული სახლებით, რომლებსაც გარეუბნების უმეტესი ნაწილი უჭირავთ, კავკასიონის დამატყვევებელი ხედებით, ქუთაისი ავლენს მის მომხიბვლელობას და კოლორიტს, რაც მას სასიამოვნო საცხოვრებელ ადგილად აქცევს. გარდა ამისა, მე მიყვარს ისტორია. როდესაც ბოსტნეულის მთელი კვირის მარაგით დატვირთული ბაზრიდან ფეხით ვბრუნდები, მახსენდება, როგორ დასეირნობდნენ მეფეები და დედოფლები სამი ათასი წლის წინ, იმ ქუჩებში სადაც დღეს მე დავდივარ. მაშინ როდესაც ჩემს ქვეყნაში 200 წელი „ძველ“ ისტორიად ითვლება, ქუთაისის უძველესი ისტორია ყოველ დღე მაოგნებს.

დასასრულს, შემიძლია ვთქვა, რომ მე ძალიან გამიმართლა, რადგან წელს მომეცა საშუალება ვიცხოვრო და ვიმუშავო ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ვერც კი ვიჯერებ, რომ 9 თვის განმავლობაში მაქვს ასეთ ლამაზ ბუნებასთან, უგემრიელეს კერძებთან, მდიდარ ისტორიასთან და კეთილ ხალხთან ყოფნის ბედნიერება.