* * *

Kutaisi Newport International Association Attends King Charles III's Birthday Celebration in Tbilisi.

Members of the Kutaisi Newport International Association were invited to celebrate His Majesty King Charles III's official birthday at a reception hosted by His Majesty's Ambassador to Georgia Mr. Gareth Ward.

Six representatives from the Association attended the celebration: Chair David Megrelishvili, Responsible Secretary Maia Alavidze, and members Mamuka Mikadze, Nino Nijaradze, Lyalya Kobeshavidze, and Manana Julakidze.

“We’re honored the British Embassy included us in this special celebration,” said David Megrelishvili, the Chair of the Association.

The evening was a great chance to connect and talk about possible partnerships and shared interests between Georgian and British organizations.

ქუთაისი ნიუპორტის საერთაშორისო ასოციაცია თბილისში მეფე ჩარლზ III-ის დაბადების დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე მონაწილეობდა.

ქუთაისი ნიუპორტის საერთაშორისო ასოციაციის წევრები მოწვეულნი იყვნენ მისი უდიდებულესობის ჩარლზ III-ის ოფიციალური დაბადების დღის ღონისძიებაზე, რომელიც გაიმართა მისი უდიდებულესობის ელჩის საქართველოში, ბ-ნი გარეს უორდის, მასპინძლობით.

ასოციაციის მხრიდან ღონისძიებას ესწრებოდა ექვსი წარმომადგენელი: თავმჯდომარე დავით მეგრელიშვილი, პასუხისმგებელი მდივანი მაია ალავიძე და წევრები მამუკა მიქაძე, ნინო ნიჯარაძე, ლალა კობეშავიძე და მანანა ჯულაყიძე.

„ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ბრიტანეთის საელჩომ მოგვცა შესაძლებლობა ამ განსაკუთრებულ აღნიშვნაში მონაწილეობა მიგვეღო,“ განაცხადა ასოციაციის თავმჯდომარემ დავით მეგრელიშვილმა.

საღამო შესანიშნავი შესაძლებლობა იყო განხილულიყო შესაძლო პარტნიორობები და საერთო ინტერესები ქართულ და ბრიტანულ ორგანიზაციებს შორის.

 
 
 
 

* * *

I can still feel the spark of that moment, as if it were happening right now, the moment I opened the email with my acceptance letter from the University of South Wales. It wasn’t just a message on a screen; it carried my hopes, my hard work, and the promise of new beginnings. That day remains one of the most joyful and defining moments of my life. And none of it would have been possible without the support of the Newport Kutaisi Twinning Association, their faith in me turned what once felt like a distant dream into a living reality.

Pursuing a Master’s degree in Education (Innovation in Learning and Teaching) at the University of South Wales has been a deeply enriching and transformative experience that has reshaped my understanding of learning, teaching, and my identity as an educator. From the very beginning, I realised that the lectures extended far beyond the delivery of structured sessions; they became spaces of dialogue, exploration, and genuine intellectual engagement. Each session encouraged me to question established ideas, interpret concepts through my own perspective, and connect theory to real-world experience.

What has impressed me most throughout the programme is its strong emphasis on autonomous learning. This philosophy has empowered me to trust my own judgment, engage critically with complex ideas, and take full responsibility for my academic growth. Through independent research and self-directed inquiry, I have discovered new insights and gained fresh perspectives on how knowledge is both constructed and shared in the field of academia.

Studying at the University of South Wales gave me access to outstanding facilities that truly fostered collaboration, creativity, and academic growth. Everything I needed was right there, from modern learning hubs and well-equipped IT suites to a comprehensive library. The library, in particular, became the cornerstone of my academic experience. It was far more than just a place for research; it was a space for reflection and imagination. Just as important was the atmosphere of the campus itself-a place characterized by quiet determination, where focus and creativity came together seamlessly. Its thoughtful layout perfectly balanced open, collaborative spaces with peaceful areas for independent study.

Most importantly, the culmination of my entire experience was the long-awaited graduation ceremony-a moment that marked the reward for countless hours of dedication, perseverance, and determination. Walking across the stage, hearing my name announced, and receiving my diploma made every challenge and sacrifice along the way feel worthwhile. The joy and pride I felt in that moment were beyond words. What made it even more special was seeing the members of the Newport–Kutaisi Twinning Association - waiting in the audience with the same anticipation and attitude as parents waiting for their children. Their cheers, smiles, and heartfelt support filled the room with warmth, turning the ceremony into a celebration not just of my individual achievement, but of our shared journey and collaboration. It was a moment that perfectly captured the spirit of unity, accomplishment, and gratitude.

The University of South Wales will always hold a special place in my heart as the foundation of my success and the place where my aspirations began to take shape.

ნათლად მახსოვს ის დღე, როდესაც სამხრეთ უელსის უნივერსიტეტიდან ჩარიცხვის წერილი მივიღე, იმ მომენტისათვის ვიგრძენი, რომ ჩემი შრომა და მონდომება ამად ნამდვილად ღირდა. ეს არ იყო უბრალოდ შეტყობინება, ეს იყო იმედის, სიხარულისა და ახალი თავგადასავლების დასაწყისი. რა თქმა უნდა, ეს ყოველივე შეუძლებელი იქნებოდა ქუთაისი ნიუპორტის საერთაშორისო ასოციაციის მხარდაჭერისა და ხელშეწყობის გარეშე. მათმა რწმენამ ჩემდამი თითქოს ახალი ენერგია და მუხტი შემძინა, და ის, რაც ოდესღაც მხოლოდ ოცნებად მეჩვენებოდა, ნამდვილ რეალობად აქცია.

ჩემთვის, სამხრეთ უელსის უნივერსიტეტში განათლების მაგისტრატურის (ინოვაციები სწავლასა და სწავლებაში) პროგრამაზე სწავლა ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ და გარდამტეხ ეტაპად იქცა. უნივერსიტეტში ყოფნისას, პირველივე დღიდან მივხვდი, რომ ლექციები ბევრად მეტი იყო, ვიდრე სასწავლო გეგმით განსაზღვრული აკადემიური შეხვედრები. ეს იყო სივრცე თავისუფალი აზროვნებისთვის, ახალი, საინტერესო დიალოგებისა და აღმოჩენებისთვის - გარემო, სადაც ყველა მოსაზრებას მნიშვნელობა ჰქონდა და განსხვავებული ხედვები ახალ იდეებად იქმნებოდა. ეს იყო პროცესი, რომელიც მაბრუნებდა ფიქრის, კვლევის და თვითშემეცნების გზაზე. თითოეული სესია ჩემთვის სტიმული იყო - შესაძლებლობა, რომ გადამეაზრებინა უკვე დამკვიდრებული შეხედულებები, ახალი პერსპეტივით დამენახა იდეები და თეორიული ცოდნა რეალურ ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან დამეკავშირებინა.

აგრეთვე, პროგრამის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მხარე ის იყო, რომ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა დამოუკიდებელი სწავლა-სწავლების მიდგომას. ლექციებზე ყოფნისას გავიაზრე, რამდენად მნიშვნელოვანია ვენდო საკუთარ აზრს, დამოუკიდებლად ვიკვლიო საკითხები და აქტიურად ჩავერთო საერთო ცოდნის შექმნის პროცესში. ეს გამოცდილება მაძლევდა როგორც თავისუფლებას, ისე პასუხისმგებლობას - თავისუფლებას გადაწყვეტილებების მიღებისას, და პასუხისმგებლობას, საკუთარი ნააზრევის საბოლოო შედეგებზე.

სამხრეთ უელსის უნივერსიტეტი გამოირჩევა საინტერესოდ დაგეგმილი სასწავლო სივრცეებით, სრულად აღჭურვილი IT აუდიტორიებითა და მდიდარი ბიბლიოთეკით. ეს ყველაფერი ქმნიდა გარემოს, სადაც დამოუკიდებელი მუშაობისა და კვლევისთვის ყველა საჭირო რესურსი ყოველთვის ხელმისაწვდომი იყო ჩემთვის, როგორც სტუდენტისთვის. გარდა ამისა, უშუალოდ კამპუსის ატმოსფერო განსაკუთრებულად შთამაგონებელი იყო - იქ იგრძნობოდა სიმშვიდე და მიზანდასახული განწყობა; ადგილი, სადაც სიწყნარე და შემოქმედებითი ენერგია ბუნებრივად ერწყმოდა ერთმანეთს. ყველაზე გამორჩეული სივრცე ჩემთვის ბიბლიოთეკა იყო - ადგილი, სადაც შემეძლო დავფიქრებულიყავი, შთაგონება მეპოვა და განვითარებულიყავი როგორც აკადემიურად, ისე პიროვნულად.

და ბოლოს, რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი და ემოციური იყო გამოსაშვები ცერემონია. ეს იყო მომენტი, რომელმაც გააერთიანა ყველა ის შრომა, სირთულე და შეუპოვრობა, რაც ამ გზაზე გავიარე. როცა სცენაზე ავედი, ჩემი სახელი წარმოთქვეს და დიპლომი გადმომცეს, იმ წამს მკაფიოდ ვიგრძენი, რომ ყოველი გაღებული ძალისხმევა და გამოწვევა ღირდა იმ განცდად, რაც იმ მომენტისათვის ვიგძენი. ეს იყო წუთი, სიხარულითა და სიამაყით სავსე - განცდა, რომელიც სამუდამოდ დარჩება ჩემს მეხსიერებაში. ცერემონიას კიდევ უფრო განსაკუთრებულს ის ხდიდა, რომ დარბაზში იმყოფებოდნენ ქუთაისი ნიუპორტის საერთაშორისო ასოციაციის წევრები - ადამიანები, რომლებიც ამ დროის განმავლობაში ჩემთვის ძალიან ახლო ადამიანები გახდნენ. მათი თბილი ღიმილი, გულწრფელი ემოციები და გამამხნევებელი სიტყვები მთელ დარბაზს განსაკუთრებულ ენერგიას სძენდა. იმ დღეს ცერემონია მხოლოდ ჩემი პირადი წარმატების ზეიმი აღარ იყო - ის იქცა საერთო მიღწევის, ერთობისა და მადლიერების დღესასწაულად.

სამხრეთ უელსის უნივერსიტეტი ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებულ ადგილად დარჩება - პროფესიული და პიროვნული ზრდის სივრცედ, სადაც ჩემი ოცნებები რეალურ მიზნებად იქცა.

Kristine Dzagnidze

ქრისტინე ძაგნიძე

* * *

With immense pride and heartfelt gratitude, I look back on my academic journey at the University of South Wales, where I recently earned my MA Education: Innovation in Learning and Teaching. This achievement represents not only the outcome of years of dedication and perseverance but also the realisation of a lifelong dream - to study in the United Kingdom and to grow as an educator in an environment renowned for its academic excellence and innovative spirit.

From the very beginning, studying within the Faculty of Education at the University of South Wales was an inspiring and transformative experience. The programme provided an exceptional balance between theory and practice, encouraging me to critically reflect on my own educational philosophy while engaging with global perspectives on teaching and learning. Each module deepened my understanding of education as a dynamic and socially impactful field that continually evolves to meet the needs of diverse learners in an ever-changing world.

What made this experience particularly meaningful was the university’s strong commitment to academic excellence, diversity, and inclusion. The environment was intellectually stimulating and profoundly supportive, fostering collaboration among students from a variety of cultural and professional backgrounds. Engaging with such a diverse academic community broadened my worldview and strengthened my appreciation for the power of education to connect people across borders.

I am especially thankful to my lecturers for their unwavering support, guidance, and encouragement throughout my studies. Their expertise and constructive feedback challenged me to think critically, question assumptions, and pursue innovative approaches to educational practice. I also extend my heartfelt gratitude to the representatives of Akaki Tsereteli State University and the Kutaisi – Newport Association, whose invaluable support turned my long-held aspiration of studying in the United Kingdom into a reality.

Studying at the University of South Wales has truly been a life-changing journey, expanding my professional horizons and reaffirming my passion for education. I remain deeply grateful to everyone who has supported me and look forward to building upon the strong foundation this programme has provided.

სიამაყითა და გულწრფელი მადლიერებით ვიხსენებ სამხრეთ უელსის უნივერსიტეტში ჩემს აკადემიურ გამოცდილებას, სადაც მივიღე განათლების მაგისტრის ხარისხი: ინოვაცია სწავლასა და სწავლებაში. ეს მიღწევა ასახავს მრავალწლიან შრომასა და ამავდროულად, ჩემი ოცნების ახდენას, რომ მესწავლა იმ გარემოში, რომელიც ცნობილია სწავლის უმაღლესი ხარისხით და ინოვაციური მიდგომებით.

სამხრეთ უელსის უნივერსიტეტში განათლების ფაკულტეტზე სწავლა თავიდანვე შთამაგონებელი და გარდამტეხი იყო. პროგრამა უზრუნველყოფდა თეორიისა და პრაქტიკის განსაკუთრებულ ბალანსს, რამაც საშუალება მომცა, კრიტიკულად გამეანალიზებინა სწავლებისა და სწავლის მეთოდები და, ამავდროულად, გავიღრმავე ცოდნა განათლების გლობალური გამოწვევებისა და ტენდენციების შესახებ. თითოეულმა მოდულმა გააღრმავა ჩემი პროფესიული ხედვა განათლების, როგორც დინამიური პროცესის შესახებ, რომელიც მუდმივად ვითარდება, რათა უპასუხოს მოსწავლეთა მრავალფეროვან საჭიროებებს თანამედროვე, სწრაფად ცვალებად სამყაროში.

განსაკუთრებით აღსანიშნავია სამხრეთ უელსის უნივერსიტეტის დამოკიდებულება აკადემიური მრავალფეროვნებისა და ინკლუზიურობის მიმართ. სასწავლო გარემო გამოირჩეოდა ინტენსიურობითა და აკადემიური პერსონალის გულწრფელი მხარდაჭერით, რაც ქმნიდა ნიადაგს თანამშრომლობისთვის სხვადასხვა კულტურული და პროფესიული გამოცდილების მქონე სტუდენტებს შორის. ასეთ აკადემიურ საზოგადოებაში ჩართულობამ გააფართოვა ჩემი ხედვა და გააღრმავა ჩემი რწმენა განათლების ძალის შესახებ - იმ ძალისა, რომელიც აერთიანებს ადამიანებს საზღვრებს მიღმა.

განსაკუთრებით მადლობელი ვარ ჩემი ლექტორების პროფესიონალიზმისა და შთამაგონებელი ხელმძღვანელობისთვის. მათი კონსტრუქციული უკუკავშირი მეხმარებოდა კრიტიკული აზროვნების განვითარებაში და ინოვაციური მიდგომების გამოყენებაში. ასევე, გულწრფელ მადლობას ვუხდი აკაკი წერეთლის უნივერსიტეტს და ნიუპორტ-ქუთაისის ასოციაციას, რომლის ფასდაუდებელმა მხარდაჭერამ ჩემი დიდი ხნის ოცნება - სწავლა გაერთიანებულ სამეფოში - რეალობად აქცია.

სამხრეთ უელსის უნივერსიტეტში სწავლა ნამდვილად გახდა ჩემი ცხოვრების საუკეთესო ეტაპი, რომელმაც გააძლიერა ჩემი პროფესიული შესაძლებლობები და კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩემი განსაკუთრებული დამოკიდებულება განათლებისადმი. მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც მხარი დამიჭირა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და მოუთმენლად ველი შესაძლებლობას, ამ პროგრამის მიერ მიღებული ცოდნა საფუძვლიანად გამოვიყენო.

Nino Tortladze

ნინო თორთლაძე

* * *

Since arriving in the United Kingdom in 2023 with the support of the NKTA (Newport–Kutaisi Twinning Association), I have experienced first-hand the strength of a partnership that has existed for more than three decades. This long-standing relationship between the two cities has opened life-changing opportunities for many people, including myself.

After completing my Master’s degree in Leadership and Management in Education at the University of South Wales, I have continued to develop my career in education here in Wales. From the very beginning, I have had the privilege of meeting and learning from the people who built and nurtured this association over the years - individuals whose dedication continues to strengthen the bond between Georgia and the UK.

Parallel to my full-time studies and dissertation work, I began working in education as a Cover Supervisor with Anzuk Education, Now Education, and Axcis Education. Much of this work took place at Llanwern High School, Henry VIII High School, and Bryn Y Deryn Pupil Referral Unit, where I worked as a Maths Teaching Assistant.

In January 2025, I started working as a Maths Teacher at St. Illtyd’s Catholic High School, teaching Years 7, 8, and 9. I have since continued my teaching career full-time at St. Julian’s School in Newport, where I currently teach mathematics at the secondary level. I also provide A Level tutoring for Year 12 and Year 13 students preparing to enter university. All of these professional and educational experiences have been made possible thanks to the opportunities this country has offered and the enduring friendship between Kutaisi and Newport.

I also had the honour of working at the Welsh Senedd with Jayne Bryant MS (Senedd Constituency Member), and in 2024 I volunteered in the General Election campaign for Jessica Morden MP.

Behind every step of my journey stands the NKTA and the people who continue to build bridges between Georgia and the UK with passion and dedication. Their work ensures that this connection will remain strong for future generations, a connection that represents friendship, opportunity, and hope.

My goal is to return to Georgia one day and share the knowledge and experience I have gained with those who need it most.

მას შემდეგ, რაც 2023 წელს გაერთიანებულ სამეფოში ჩავედი NKTA-ს (ქუთაისი ნიუპორტის საერთაშორისო ასოციაციის მხარდაჭერით) საკუთარი თვალით ვიხილე იმ პარტნიორობის ძალა, რომელიც უკვე სამი ათწლეულის განმავლობაში არსებობს. ამ ხანგრძლივმა ურთიერთობამ ორ ქალაქს შორის უამრავ ადამიანს, მათ შორის მეც, სიცოცხლის შეცვლის შესაძლებლობები მოუტანა.

სამხრეთ უელსის უნივერსიტეტში განათლების ლიდერობისა და მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ, უელსში ვაგრძელებ საქმიანობას განათლების სფეროში. თავიდანვე გამიმართლა, რომ შევხვდი და ვისწავლე იმ ადამიანებისგან, რომლებმაც წლების განმავლობაში შექმნეს და გააძლიერეს ეს ასოციაცია - ადამიანებისგან, რომელთა ერთგულება დღესაც ამყარებს ურთიერთობას საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის.

სრული განაკვეთით სწავლასა და დისერტაციაზე მუშაობასთან პარალელურად, განათლების სფეროში საქმიანობა დავიწყე როგორც Cover Supervisor კომპანიებთან Anzuk Education, Now Education და Axcis Education. ამ პერიოდის განმავლობაში ძირითადად ვმუშაობდი Llanwern High School, Henry VIII High School და Bryn Y Deryn Pupil Referral Unit სკოლებში, სადაც მათემატიკის ასისტენტ-პედაგოგის პოზიციას ვიკავებდი.

2025 წლის იანვრიდან დავიწყე მუშაობა მათემატიკის მასწავლებლად St. Illtyd’s Catholic High School-ში, სადაც ვასწავლიდი მე–7, მე–8 და მე–9 კლასებს. ამის შემდეგ გავაგრძელე სრულ განაკვეთზე პედაგოგიური საქმიანობა ნიუპორტში, St. Julian’s School-ში, სადაც ამჟამად საშუალო საფეხურის მოსწავლეებს ვასწავლი მათემატიკას. გარდა ამისა, ინდივიდუალურად ვამეცადინებ მე–12 და მე–13, რომლებიც უნივერსიტეტში ჩასაბარებლად ემზადებიან.

ყველა ეს პროფესიული და საგანმანათლებლო გამოცდილება შესაძლებელი გახდა ამ ქვეყნის მიერ მოცემული შესაძლებლობებისა და ქუთაისსა და ნიუპორტს შორის არსებული ხანგრძლივი მეგობრობის წყალობით.

ასევე მქონდა პატივი მემუშავა უელსის პარლამენტში (Senedd) სენედის წევრ ჯეინ ბრაიანტთან (Jayne Bryant MS), ხოლო 2024 წელს მოხალისედ ვმონაწილეობდი ჯესიკა მორდენის (Jessica Morden MP) საერთო არჩევნების კამპანიაში.

ჩემი გზის უკან დგას NKTA და ადამიანები, რომლებიც ენთუზიაზმითა და ერთგულებით აგრძელებენ საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ხიდების შექმნას. მათი საქმიანობა უზრუნველყოფს, რომ ეს კავშირი მომავალ თაობებისთვისაც მტკიცე დარჩეს - კავშირი, რომელიც მეგობრობას, შესაძლებლობებსა და იმედს წარმოადგენს.

ჩემი მიზანია, საქართველოში დავბრუნდე და აქ მიღებული ცოდნა და გამოცდილება გადავცე იმ ადამიანებს, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.

Levan Kvinikadze

ლევან კვინიკაძე

 
 
 
 

* * *

 

I am writing to express my strong motivation to join the MSc Management program at the University of South Wales. The hospitality industry is evolving rapidly, demanding professionals who not only understand business operations but also have strategic leadership and cross-cultural management skills. The MSc Management program at the University of South Wales presents an ideal opportunity for me to gain the expertise needed to meet these demands-and I am confident that my academic foundation, real-world experience, and long-term vision make me a compelling candidate for this course.

While studying English Language and Literature at Akaki Tsereteli State University, I developed strong analytical and communication skills that are essential in any business environment. For instance, I led several group presentations and research discussions, where I had to communicate complex ideas clearly and concisely. My minor in tourism provided an early introduction to management principles, business operations, and customer engagement strategies. This combination sparked my interest in organizational leadership and inspired my decision to pursue management at a deeper level.

Working as a hotel receptionist at Tskaltubo Plaza, I have taken on responsibilities that go beyond guest interactions—coordinating reservations, resolving issues, and ensuring smooth day-to-day operations. These tasks have given me insight into the challenges of running a business and the importance of leadership in creating a productive and customer-focused work culture. My seasonal jobs in Germany further strengthened my interpersonal and intercultural communication skills, and taught me to thrive in fast-paced, multinational environments. This practical experience has effectively prepared me for the MSc program and deepened my desire to lead in international hospitality contexts.

The University of South Wales appeals to me for its strong industry links, applied learning approach, and modules that focus on the realities of global business. I am particularly interested in modules such as Strategic Operations Management and Emerging Trends in Leadership and Management. I am also drawn to the opportunity to engage with faculty members who bring real-world experience to the classroom - especially those researching cross-cultural team management and customer service excellence. I look forward to taking part in case studies and collaborative projects that mirror genuine business challenges—experiences that will sharpen my strategic thinking and decision-making abilities.

I have studied the curriculum and can already see how each component supports my professional goals. The modules I plan to take - Strategic Operations Management and Emerging Trends in Leadership and Management - will play a key role in helping me become an effective Guest Relations Manager. The first one will equip me with the tools to improve daily operations and ensure that guest services run smoothly and efficiently. This is essential in delivering high-quality experience and maintaining customer satisfaction. Meanwhile, the second module will help me develop strong leadership skills, stay updated with current practices in the hospitality industry, and manage teams confidently.

After completing the MSc Management program, I see myself working as an operations or guest relations manager within an international hotel chain such as Hilton or Marriott. These global brands align with my passion for delivering excellent service, managing diverse teams, and driving business growth in competitive markets. In the longer term, I aim to take on regional leadership roles that focus on improving service standards, operational efficiency, and sustainability in hospitality.

When I return to Georgia, I plan to give back—not only by driving progress in the hospitality sector, but by mentoring and inspiring young people who want to study abroad and pursue big goals. I want them to see that with the right focus and effort; it is possible to build something great-even starting from a small city like mine. I believe that through my academic work, international experience, and clear long-term vision, I have already set a strong example for others in my community. I look forward to continuing to represent and uplift my hometown through the MSc Management program.

Thank you for your time and consideration. I am highly enthusiastic about the opportunity to join your university and contribute to its diverse academic community.

Ana Dekanosidze

ამ წერილით მინდა გამოვხატო დიდი სურვილი და მოტივაცია სწავლა განვაგრძო სამაგისტრო პროგრამაზე ,,მენეჯმენტი“ სამხრეთ უელსის უნივერსიტეტში. სტუმართმოყვარეობის ინდუსტრია სწრაფად ვითარდება და საჭიროებს ისეთ პროფესიონალებს, რომლებსაც გააჩნიათ არა მხოლოდ ბიზნესის მართვის საფუძვლიანი ცოდნა, არამედ სტრატეგიული ლიდერობისა და კულტურათაშორისი მენეჯმენტის უნარებიც. მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა სამხრეთ უელსის უნივერსიტეტში ჩემთვის საუკეთესო შესაძლებლობას წარმოადგენს, მივიღო ზუსტად ის ცოდნა და გამოცდილება, რაც საჭიროა თანამედროვე ბაზრის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი აკადემიური ბაზა, პრაქტიკული გამოცდილება და გრძელვადიანი ხედვა ამ პროგრამისთვის იდეალურ კანდიდატად მაქცევს.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საბაკალავრო პროგრამის ინგლისური ენისა და ლიტერატურის სწავლის შედეგად ჩამომიყალიბდა ანალიტიკური და კომუნიკაციის უნარები, რომლებიც აუცილებელია ნებისმიერ ბიზნეს გარემოში წარმატებისთვის. მაინორ პროგრამა ტურიზმის მიმართულებით მიღებულმა ცოდნამ კი პირველად გამაცნო მენეჯმენტის ძირითადი პრინციპები, ბიზნეს-ოპერაციები და მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგიები. ამის შედეგად ინტერესი გამიჩნდა ორგანიზაციული ლიდერობისადმი და გადავწყვიტე მენეჯმენტის სფერო უფრო ღრმად შემესწავლა.

სასტუმრო „წყალტუბო პლაზაში“ ადმინისტრატორის პოზიციაზე მუშაობის პროცესში ჩემი საქმიანობა სტუმრებთან ურთიერთობაზე მეტი იყო. კერძოდ, ჩემს პასუხისმგებლობაში შედიოდა ჯავშნების კოორდინაცია, პრობლემატური საკითხების გადაწყვეტა და ყოველდღიური ოპერაციების შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა. აღნიშნულმა ამოცანებმა წარმოდგენა მომცა გამოწვევებზე ბიზნესის წარმოების პროცესში და ასევე ლიდერობის მნიშვნელობაზე პროდუქტიული და მომხმარებელზე ორიენტირებული სამუშაო კულტურის შექმნაში. ამასთან ერთად ვმუშაობდი გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე, რამაც კიდევ უფრო განმივითარა ინტერპერსონალური და კულტურათაშორისი კომუნიკაციის უნარები. ვისწავლე აგრეთვე თუ როგორ ვიყო წარმატებული უცხო, მრავალეროვან გარემოში, რომელიც სწრაფად ვითარდება. ვფიქრობ, მიღებულმა პრაქტიკულმა გამოცდილებამ მომამზადა აღნიშნული სამაგისტრო პროგრამისთვის და კიდევ უფრო გამიმწვავა სურვილი გავმხდარიყავი ლიდერი ამ სფეროში.

სამხრეთ უელსის უნივერსიტეტი საინტერესოა ჩემთვის იმ უსაზღვრო შესაძლებლობების გამო, რასაც ის სტუდენტებს სთავაზობს. კერძოდ, მოცემული უნივერსიტეტი ცნობილია ძლიერი ინდუსტრიული კავშირებით, ასევე სწავლების გამორჩეული მიდგომით და მოდულებით, რომლებიც გლობალური ბიზნესის რეალობაზეა ორიენტირებული. განსაკუთრებით ინტერესს იწვევს ისეთი მოდულები, როგორებიცაა ,,სტრატეგიული ოპერაციების მენეჯმენტი“ და ,,ლიდერობისა და მენეჯმენტის ახალი ტენდეციები“. ასევე მიზიდავს შესაძლებლობა ვითანამშრომლო ფაკულტეტის წევრებთან, რომლებიც რეალურ გამოცდილებას უზიარებენ აუდიტორიას. დიდი სიხარულით ველი მონაწილეობა მივიღო კვლევებში და სხვადასხვა ჯგუფურ პროექტებში, რაც დარწმუნებული ვარ კიდევ უფრო მეტად განავითარებს ჩემს სტრატეგიულ აზროვნებას მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას.

კურსის სასწავლო გეგმა უკვე შევისწავლე და ნათლად ვხედავ თუ როგორ არის პირდაპირ კავშირში თითოეული მოდული ჩემს მიზანთან. მოდულები, რომელთა სწავლასაც ვგეგმავ, ვფიქრობ, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს გავხდე ეფექტური მენეჯერი.

სამაგისტრო პროგრამა ,,მენეჯმენტის“ დასრულების შემდეგ საკუთარ თავს ვხედავ როგორც ბიზნეს ოპერაციების ან სტუმრებთან ურთიერთობის მენეჯერად ისეთ საერთაშორისო სასტუმროთა ქსელებში, როგორებიცაა ,,Hilton” ან ,,Marriott”. მოცემულ გლობალურ ბრენდებში მუშაობა მომცემს შესაძლებლობას მომხმარებელს შევთავაზო სრულფასოვანი მომსახურება, ვმართო მრავალფეროვანი გუნდები და ხელი შევუწყო ბიზნესის ზრდას კონკურენტულ ბაზარზე. გრძელვადიან პერსპექტივაში, ვგეგმავ რეგიონალური ლიდერის პოზიციის დაკავებას, რაც ორიენტირებულია მომსახურების სტანდარტების გაუმჯობესებაზე, ოპერაციულ ეფექტურობასა და მდგრადობაზე სტუმართმოყვარეობის სფეროში.

როდესაც საქართველოში დავბრუნდები, ვგეგმავ, რომ ჩემი წვლილი შევიტანო არა მხოლოდ სტუმართმოყვარეობის სექტორში პროგრესის ხელშეწყობით, არამედ შთავაგონო და მოტივაცია მივცე ახალგაზრდებს, რომლებსაც სურთ საზღვარგარეთ სწავლა და დიდი მიზნების მიღწევა. მინდა, რომ მათ დაინახონ, რომ სწორი ხედვითა და ძალისხმევით შესაძლებელია რაღაც დიდის და ფასეულის შექმნა. მჯერა, რომ ჩემი აკადემიური მოღვაწეობით, საერთაშორისო გამოცდილებითა და მკაფიო გრძელვადიანი ხედვით, ჩემს შემდეგ თაობას მივცემ თვალსაჩინო მაგალითს.

მადლობა ყურადღებისათვის! მოუთმენლად ველი სწავლა განვაგრძო სამხრეთ უელსის უნივერსიტეტში და ჩემი წვლილი შევიტანო აკადემიურ საზოგადოებაში.

ანა დეკანოსიძე

* * *

 

My genuine enthusiasm to pursue the MA TESOL at the University of South Wales is rooted in my lifelong passion for the English language and intercultural communication, nurtured since childhood in Kutaisi. It has profoundly shaped my academic interests and career aspirations. Throughout my experiences, I have developed key skills in cultural mediation, language teaching, and community engagement that make me a strong candidate for this programme and equip me to create positive change locally and beyond.

My deep connection with Kutaisi Newport International Association, started through the English Language Centre, led me to serve as a host for visitors from Newport. This opportunity introduced me to the responsibilities of cultural ambassadorship. Building on this, I gained skills and confidence to participate in the U.S. Future Leaders Exchange Program (FLEX). I was fortunate enough to not only receive an education in the United States, but also able to become a cultural ambassador for my home country.

Upon returning, I experienced a career conflict. While my heart was set on pursuing education and intercultural work, societal and familial expectations led me toward dentistry. Determined to stay connected with the educational field I voluntarily worked with Fulbright scholars, American Corners Georgia, English Philology Department at Akaki Tsereteli State University and of course KNIA. Additionally, I became a board member of the U.S. Government Exchange Program Alumni Association. These experiences helped me develop strong skills in project coordination, cross-cultural communication, curriculum planning, and building long-term academic partnerships.

The offered course content and module structure aligns perfectly with my future academic goals, as it combines theoretical and practical training in my focus area. I am particularly interested in Micro Teaching, as it presents a valuable opportunity I have not yet encountered in Georgia. I am also enthused to develop new research skills provided through this programme.

As someone with a different linguistic background I am eager to learn how linguistic analysis techniques can be applied to broad areas of culture and interculturality in both our everyday and professional lives. Pursuing the MA TESOL will grant me the competence in cultural interactions, its concepts and approaches as well as in-depth study of the language and linguistics.

After returning, I envision establishing a learning centre in my hometown with the ultimate focus on how English functions as lingua franca and connects gaps between different cultures. I aim to acquire knowledge of innovative teaching methods and contemporary approaches to address the challenges of education in Kutaisi. I firmly believe that obtaining a master’s degree from the University of South Wales will equip me with the qualifications necessary to develop effective solutions to these issues.

Overall, with the competencies I have gained from my experiences, skills I possess in building impactful networks and my passionate interest for the field, I am confident that I would be a valuable addition to your programme. Pursuing MA TESOL at the University of South Wales feels like the most natural continuation of the journey as it is one I feel already connected to, both personally and historically, which affirms my belief that it is never too late to pursue the path truly meant to follow.

Thank you for considering my application and offering an opportunity that brings me one step closer to realising a long-held dream.

Keso Margvelashvili

გულწრფელი ენთუზიამი, ამერჩია სამაგისტრო კურსი - MA Teaching English to Speakers of Other Languages (TESOL) სამხრეთ უელსის უნივერსიტეტში, სათავეს იღებს ღრმა, ქუთაისური ბავშვობიდან. ჩემი მუდმივი გატაცება ინგლისური ენითა და ინტერკულტურული კომუნიკაციით, მკაფიოდ წარმოაჩენს ჩემს აკადემიურ ინტერესებსა და პროფესიულ მიზნებს. არაერთი მნიშვნელოვანი გამოცდილების ხარჯზე, განვივითარე უნარები, რომლებიც ღირებულია ენის სწავლების მეთოდებში, კულტურათაშორის და საზოგადოებრივ ურთიერთობებში. ვფიქრობ, ეს ყოველივე მხდის ძლიერ და ამ პროგრამისთვის შესაფერის კანდიდატს.

ქუთაისი-ნიუპორტის საერთაშორისო ასოციაციასთან ჩემი მჭიდრო კავშირით, რომელიც დაიწყო ინგლისური ენის ცენტრში, საშუალება მომეცა ქუთაისში გავმასპინძლებოდი ნიუპორტელ სტუმრებს. ამ შესაძლებლობით მე შევიძინე ის აუცილებელი პასუხისმგებლობა, რაც კულტურულ ელჩობას მოაქვს. შესაბამისად, სრულიად თავდაჯერებულმა მივიღე მონაწილეობა ამერიკის მთავრობის მიერ დაფინანსებულ გაცვლით პროგრამაში - Future Leaders Exchange Program (FLEX) და წარმატებით დავასრულე სკოლის ბოლო კლასი ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამ გამოცდილებამ, კიდევ უფრო გამიღრმავა არამხოლოდ აკადემიური, არამედ კულტურათაშორისი ცოდნა.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ კარიერული დილემის წინაშე დავდექი. მიუხედავად იმისა, რომ გულით მსურდა განათლებისა და ინტერკულტურული საქმიანობის გზა გამეგრძელებინა, საზოგადოებრივი მოლოდინები სტომატოლოგიისკენ მიმმართავდა. განათლების სფეროსთან კავშირის შესანარჩუნებლად მოხალისედ ვმუშაობდი Fulbright-ის სტიპენდიანტებთან, ამერიკულ კუთხესთან, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტთან და რა თქმა უნდა ქუთაისი-ნიუპორტის საერთაშორისო ასოციაციასთან. ასევე, გავხდი ამერიკის მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაციის (EPAG) მმართველი საბჭოს წევრი. ყველაფერ ამან, გამომიმუშავა ისეთი საჭირო უნარები, როგორსაც ითხოვს პროექტების/კურიკულუმების დაგეგმვა და კოორდინაცია, აგრეთვე, გრძელვადიანი აკადემიური პარტნიორობის ჩამოყალიბა.

ჩემი შერჩეული სამაგისტრო პროგრამის მიერ შემოთავაზებული კურსის შინაარსი და მოდულების სტრუქტურა სრულად შეესაბამება ჩემს მომავალ აკადემიურ მიზნებს, რადგან იგი უზრუნველყოფს თეორიული და პრაქტიკული ცოდნის ერთდროულ ამაღლებას. ეს პროგრამა მოიცავს ისეთ საგნებს და კვლევით შესაძლებლობებს, რომლებიც საქართველოში ჯერ-ჯერობით დანერგილი არ არის.

როგორც ინგლისური ენისაგან განსხვავებულ ენაზე მოსაუბრეს, დიდი სურვილი მაქვს ვისწავლო როგორ შეიძლება ენის გამოყენება ინტერკულტურულ ურთიერთობებში ლინგვისტური ანალიზის საფუძველზე როგორც ყოველდღიურ, ისე პროფესიულ ცხოვრებაში. MA TESOL პროგრამაზე სწავლით, საშუალება მეძლევა სიღრმისეული ცოდნა მივიღო კულტურათშორისი ინტერაქციის კონცეფციებისა და პრინციპების შესახებ.

პროგრამის დასრულების შემდეგ, ჩემს თავს მშობლიურ ქუთაისში ვხედავ. სამომავლოდ ვგეგმავ სასწავლო ცენტრის ჩამოყალიბებას, რომლის მთავარი მიზანი იქნება ინგლისური ენის გამოყენება, როგორც lingua franca, ენის, რომელიც სხვადასხვა კულტურებს შორის გაშენებული ხიდის როლს ასრულებს. მსურს შევიძინო ცოდნა ინოვაციური სწავლების მეთოდებისა და თანამედროვე მიდგომების შესახებ, რათა გავუმკლავდე განათლების სფეროში არსებულ გამოწვევებს ჩემს ქალაქსა და ქვეყანაში. ღრმად მწამს, რომ სამხრეთ უელსის უნივერსიტეტში სამაგისტრო ხარისხის მიღება მომანიჭებს კვალიფიკაციასა და კომპეტენციას, რათა ეფექტურად შევძლო განათლების ხარისხის გაუმჯობესებაში წვლილის შეტანა.

საერთო ჯამში, სამხრეთ უელსის უნივერსიტეტის სამაგისტრო კურსზე ჩარიცხვა, ჩემი კარიერული ზრდის ბუნებრივ გაგრძელებას წარმოადგენს, რადგან ამ უნივერსიტეტთან თანამშრომლობა ისტორიულ და პიროვნულ კავშირს მაგრძნობნებს. მიღებული გამოცდილებისა და უნარების გამომუშავების საფუძველზე და განათლების სფეროსადმი ჩემი გულწრფელი ინტერესიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ შევძლებ ჩემი შერჩეული სამაგისტრო პროგრამის წარმატებით დაძლევას. ეს კიდევ უფრო ამტკიცებს ჩემს რწმენას, რომ არასოდეს არის გვიან მიჰყვე იმ გზას, რომელიც ნამდვილად შენთვისაა განკუთვნილი.

გმადლობთ შესაძლებლობისთვის, რომელიც მაძლევს შანსს, კიდევ ერთი ნაბიჯით მივუახლოვდე ოცნებას.

კესო მარგველაშვილი

* * *

This year, the Kutaisi-Newport Twinning Association facilitated an online meeting between students from Llanwern High School in Newport, Wales, and Kutaisi Public School No. 23 in Georgia. The virtual exchange provided an excellent opportunity for the two student groups to strengthen their partnership and enhance cross-cultural understanding. During the session, the penpals discussed the letters they had exchanged throughout the year, sharing personal reflections and insights into their respective experiences. In addition, the students from Kutaisi Public School No. 23 delivered a short presentation about the city of Kutaisi and the Easter festival, introducing their Welsh counterparts to Georgian traditions and cultural heritage. The meeting was both productive and inspiring, fostering meaningful dialogue between the young participants and deepening the educational ties between our twin cities. The Kutaisi–Newport Twinning Association extends its sincere appreciation to both schools, their teachers, and students for their dedication and enthusiasm. We look forward to continuing this successful collaboration and hope to welcome the Llanwern High School delegation to Georgia in the coming year.

წელს ქუთაისი-ნიუპორტის დაძმობილებული ქალაქების ასოციაციის ხელშეწყობოთ დაწყებული ურთიერთობა უელსის ქალაქ ნიუპორტის Llanwern High School-ისა და ქუთაისის მე-23 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შორის გრძელდება. მართალია, შეხვედრები ჯერ-ჯერობით მხოლოდ ონლაინ ფორმატში გრძელდება, მაგრამ ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა ორივე სკოლის მოსწავლეებისთვის, გაეძლიერონ პარტნიორობა და უკეთ გაეცნონ ერთმანეთის კულტურას. ბოლო შეხვედრის დროს ქუთაისის მე-23 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს მოკლე პრეზენტაცია ქუთაისის და აღდგომის დღესასწაულზე, რითაც უელსელ თანატოლებს გააცნეს ქართული ტრადიციები და კულტურული მემკვიდრეობა. ყველა შეხვედრა როგორც ნაყოფიერი, ისე შთამაგონებელია - ხელი უწყობს ახალგაზრდებს შორის აზრთა საინტერესო გაცვლას და აღრმავებს საგანმანათლებლო კავშირებს ჩვენს დაძმობილ ქალაქებს შორის. ქუთაისი-ნიუპორტის დაძმობილებული ქალაქების ასოციაცია გულწრფელ მადლობას უხდის ორივე სკოლას, მათ პედაგოგებსა და მოსწავლეებს ერთგულებისა და ენთუზიაზმისთვის. ჩვენ მოუთმენლად ველით ამ წარმატებული თანამშრომლობის გაგრძელებას და იმედს გამოვთქვამთ, რომ მომავალ წელს მივესალმებით Llanwern High School-ის დელეგაციას საქართველოში.