|
|
|
|
SPECIAL ISSUE CELEBRATING 90 YEARS OF DEREK BUTLER Honorary Citizen of Kutaisi • Honorary Professor of Akaki Tsereteli State University • Co-Founder & Secretary, Newport Kutaisi Twinning Association |
|
|
სპეციალური გამოცემა დაბადებიდან 90 წლისთავის აღსანიშნავად დერეკ ბატლერი ქუთაისის საპატიო მოქალაქე • აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი • ნიუპორტ-ქუთაისის დაძმობილების ასოციაციის თანადამფუძნებელი და მდივანი |
|
|
Dear friends,
Editor,
|
|
|
ძვირფასო მეგობრებო,
რედაქტორი,
|
|
|
A LIFE IN DESIGN AND EDUCATION Before his retirement, Derek Butler served as Principal Lecturer and Director of Studies at the Art Faculty of Newport College of Art, later part of the University of Wales, Newport. A graphic designer and artist by training, he built his career teaching design history to generations of students, while pursuing his own wide-ranging interests - current affairs and politics, classical music, travel, sport, and visits to museums and galleries. It was perhaps inevitable that a man of such curiosity and civic spirit would, sooner or later, turn his attention across borders - and, in Derek's case, that meant Georgia. |
|
|
ცხოვრება და განათლება პენსიაზე გასვლამდე დერეკ ბატლერი ნიუპორტის ხელოვნების კოლეჯის ხელოვნების ფაკულტეტზე მუშაობდა ლექტორად და სასწავლო პროცესის დირექტორად; მოგვიანებით ეს კოლეჯი უელსის ნიუპორტის უნივერსიტეტის ნაწილი გახდა. განათლებით გრაფიკული დიზაინერი და მხატვარი, მან მთელი კარიერა დიზაინის ისტორიის სწავლებას დაუთმო მრავალ თაობას, ამასთანავე თავადაც მრავალფეროვან ინტერესებს მისდევდა - მიმდინარე მოვლენებსა და პოლიტიკას, კლასიკურ მუსიკას, მოგზაურობას, სპორტსა და მუზეუმ-გალერეების მონახულებას. ალბათ გარდაუვალიც კი იყო, რომ ასეთი ცნობისმოყვარე და სამოქალაქო სულისკვეთების ადამიანი ადრე თუ გვიან საზღვრებს გასცდებოდა - დერეკის შემთხვევაში ეს გზა საქართველომდე მიდიოდა. |
|
|
THREE DECADES OF BUILDING BRIDGES
Derek Butler co-founded the Newport Kutaisi Twinning Association (NKTA) and designed the Association's logo - a small but lasting mark of the personal stamp he placed on the partnership from its earliest days.
For many years he has served as the Association's Secretary,
the quiet engine behind countless visits,
exchanges,
and friendships between Newport and Kutaisi.
|
|
|
მეგობრობის შენების სამი ათწლეული
დერეკ ბატლერი ნიუპორტ-ქუთაისის დაძმობილების ასოციაციის (NKTA) თანადამფუძნებელია და თავადვე შექმნა მისი ლოგოც - რომელიც ყოველთვის დარჩება ასოციაციათა ურთიერთობის სიმბოლოდ.
მრავალი წლის განმავლობაში ასოციაციის მდივნის თანამდებობას იკავებდა და უხმაუროდ,
მაგრამ ურყევად წარმართავდა უამრავ ვიზიტს,
გაცვლით პროგრამასა და მეგობრობას ნიუპორტსა და ქუთაისს შორის.
|
|
|
|
|
|
HONOURS FROM KUTAISI
For many years,
Derek regularly visited Kutaisi State University,
where he met with students and academic staff,
delivered lectures,
and actively contributed to developing educational links between the United Kingdom and Georgia.
He introduced students to important developments in British culture,
art,
design,
and contemporary society,
while also sharing his own professional experience and international perspective.
|
|
|
საპატიო წოდებები
მრავალი წლის განმავლობაში დერეკი რეგულარულად სტუმრობდა ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტს,
სადაც ხვდებოდა სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს,
კითხულობდა ლექციებს და აქტიურად უწყობდა ხელს დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს შორის საგანმანათლებლო კავშირების განვითარებას.
მან სტუდენტებს გააცნო ბრიტანული კულტურის,
ხელოვნების,
დიზაინისა და თანამედროვე საზოგადოების მნიშვნელოვანი მიღწევები,
ამასთანავე გაუზიარა საკუთარი პროფესიული გამოცდილება და საერთაშორისო ხედვა.
|
|
|
|
|
|
Derek was very emotional when he received the title. Here is what he wrote to the Chair of the Academic Board at the time: |
|
|
დერეკი ძალიან ემოციური იყო წოდების მიღებისას. აი, რას წერდა იგი მაშინდელ აკადემიური საბჭოს თავმჯდომარეს: |
|
|
|
|
|
In 2010, with the approval of Kutaisi City Council, Derek was conferred the title of Honorary Citizen of Kutaisi, in recognition of over twenty years of dedication to the Twinning. The resolution was passed unanimously by a special committee at Kutaisi Civic Centre, headed by the Council Leader and attended by the Mayor, with the decision announced on national and local television. As a result, both Derek and Rosemary Butler hold the distinction of being Honorary Citizens of Kutaisi - a fact the Association has always been immensely proud of. |
|
|
2010 წელს ქუთაისის საკრებულოს გადაწყევტილებით დერეკს მიენიჭა ქუთაისის საპატიო მოქალაქის წოდება - დაძმობილებისადმი ოცწლიანი თავდადებული ერთგულების აღსანიშნავად. გადაწყვეტილება ერთხმად იქნა მიღებული ქუთაისის საკრებულოში სპეციალური კომისიის მიერ, რომელსაც ხელმძღვანელობდა საკრებულოს თავმჯდომარე და რომელსაც ესწრებოდა მერი; გადაწყვეტილება გამოცხადდა ეროვნულ და ადგილობრივ ტელევიზიაშიც. ამის შედეგად, დერეკიც და როზმარი ბატლერიც ქუთაისის საპატიო მოქალაქეები არიან - ფაქტი, რომლითაც ასოციაცია ყოველთვის უსაზღვროდ ამაყობდა. |
|
|
|
|
|
|
|
|
STILL BUILDING BRIDGES Derek Butler's contribution to the lives of Georgian students studying in Wales has been particularly significant. Derek has always been among the very first people to welcome and support them. He takes a personal interest in the well-being and success of students, helping them feel at home while studying abroad. Over the years, he has become a mentor, trusted adviser, and friend to many young Georgians pursuing their educational ambitions in the UK. Derek's presence at their graduation is a reminder that the friendship between Newport and Kutaisi is built not only on institutional partnerships but also on genuine human connections that endure for a lifetime. |
|
|
კვლავ ერთგული მხარდამჭერი დერეკ ბატლერის წვლილი უელსში მოსწავლე ქართველი სტუდენტების ცხოვრებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. დერეკი ყოველთვის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც მათ ხვდებო და უპირობო მხარდაჭერას სთავაზობდა. ის პირადად ინტერესდება სტუდენტების კეთილდღეობითა და წარმატებით და ეხმარება მათ, საზღვარგარეთ სწავლისას თავი კომფორტულად იგრძნონ, ისე, როგორც საკუთარ სახლში. წლების განმავლობაში ის გახდა მენტორი, სანდო მრჩეველი და მეგობარი მრავალი ახალგაზრდა ქართველისთვის, რომლებიც დიდ ბრიტანეთში აგრძელებენ განათლების მიღებას. დერეკის დასწრება მათ კურსდამთავრების ცერემონიაზე შეხსენებაა იმისა, რომ ნიუპორტსა და ქუთაისს შორის მეგობრობა არა მხოლოდ ინსტიტუციურ პარტნიორობას, არამედ ცხოვრების მანძილზე გამძლე, ნამდვილ ადამიანურ კავშირებსაც ეფუძნება. |
|
|
|
|
|
|
|
|
THE MAN BEHIND THE TWINNING Derek’s visits to Kutaisi are a great celebration for all Kutaisi people. All of us who are fortunate enough to call him a friend greatly cherish his profound and diverse knowledge, his warm and loyal personality and of course, his wonderful sense of humour. |
|
|
ადამიანი ოფიციალური აქტივობების მიღმა დერეკის ვიზიტები ქუთაისში ქუთაისელი ხალხისთვის დიდი დღესასწაულია. ჩვენ ყველანი, ვისაც ბედმა ბოძა მისი მეგობრობა, დიდად ვაფასებთ მის ღრმა და მრავალმხრივ ცოდნას, თბილ და ერთგულ ხასიათს და, რა თქმა უნდა, საოცარ იუმორის გრძნობას. |
|
|
|
|
|
Derek Butler with friends and colleagues from Kutaisi during one of his many visits to Georgia. |
|
|
დერეკ ბატლერი მეგობრებთან და ქუთაისელ კოლეგებთან ერთად, საქართველოში ერთ-ერთი მისი მრავალი ვიზიტის დროს. |
|
|
|
|
|
Here are what the KNIA members write and say:
I remember we spent one day in London before our departure.
Derek did his very best to show us the city at its best.
I was the youngest member of the delegation,
and it was my first time in London.
I was through a city whose streets and buildings I had previously known only from books.
It was such an overwhelming feeling for me that I kept asking questions.
Seeing my excitement,
Derek must have felt one day simply wasn’t enough.
Unable to change our schedule,
he suddenly took out a London travel guide,
which he had probably brought along to help him navigate the city,
and gave it to me saying: ”The rest you can explore in the guide until your next visit.”
I still keep that guide as a special present,
a beautiful reminder of my first glimpse of London.
|
|
|
აი,
რას წერენ და ამბობენ KNIA-ს წევრები:
მახსოვს,
გამგზავრებამდე ერთი დღე ლონდონში გავატარეთ.
დერეკმა ყველაფერი გააკეთა,
რომ ქალაქი თავისი საუკეთესო მხრიდან ეჩვენებინა.
დელეგაციის ყველაზე ახალგაზრდა წევრი ვიყავი და ეს ჩემი პირველი ვიზიტი იყო ლონდონში.
დავდიოდი ისეთ ქალაქში,
რომლის ქუჩებიც და შენობებიც მანამდე მხოლოდ წიგნებიდან ვიცოდი.
ეს განცდა იმდენად ძლიერი იყო ჩემთვის,
რომ განუწყვეტლივ ვსვამდი კითხვებს.
დერეკმა,
ჩემი აღტაცება რომ დაინახა,
ალბათ იგრძნო,
რომ ერთი დღე საკმარისი არ იქნებოდა.
ჩვენი განრიგის შეცვლა რომ ვერ შეძლო,
მან უეცრად ამოიღო ლონდონის სამოგზაურო გზამკვლევი,
რომელიც,
სავარაუდოდ,
ქალაქში ორიენტირებისთვის თან ჰქონდა წამოღებული,
და მომაწოდა სიტყვებით: „დანარჩენს გზამკვლევში გაეცნობი,
შენს შემდეგ ვიზიტამდე.“
ეს გზამკვლევი დღემდე მაქვს შენახული,
როგორც განსაკუთრებული საჩუქარი და ლონდონის ჩემი პირველი შთაბეჭდილების ლამაზი შეხსენება.
|
|
|
|
|
|
One of Professor Madonna Megrelishvili’s many organizational strategies was to assign particular ‘interpreters’ to different delegation members.
So,
when Newport delegation visited,
I knew that I had to practise my interpreting skills with Derek.
On one occasion,
after his speech,
he turned to me,
and in his distinctive pronunciation,
said: “Naatia,
you made me sound far more intelligent than I am.”
Those words,
coming from such an intelligent British gentleman,
were a wonderful encouragement that meant a great deal to me.
Natia Zviadadze |
|
|
პროფესორ მადონა მეგრელიშვილის ერთ-ერთი ორგანიზაციული სტრატეგია იყო,
დელეგაციის თითოეულ წევრს კონკრეტული „თარჯიმანი“ დაენიშნა.
ასე რომ,
ნიუპორტის დელეგაციის ვიზიტისას,
ვიცოდი,
რომ ჩემი თარჯიმნობის უნარები დერეკთან ერთად უნდა გამომეცადა.
ერთხელ,
მისი გამოსვლის შემდეგ,
ის შემომბრუნდა და თავისი გამორჩეული გამოთქმით მითხრა:
„ნათია,
შენ ისეთი ჭკვიანი გამომაჩინე,
რაც სინამდვილეში არა ვარ.“
ეს სიტყვები ასეთი ინტელექტუალი ბრიტანელი ჯენტლმენისგან ჩემთვის დიდი წახალისება იყო.
ნათია ზვიადაძე |
|
|
Mr Derek Butler - a truly great man,
forever young and ageless.
A remarkable and colourful personality,
distinguished by innate nobility,
exceptional intellect,
all enhanced by the refined brilliance of a London aristocrat.
Long live to you dear Derek.
|
|
|
ბატონი დერეკ ბატლერი - დიდი ადამიანი,
მუდამ ახალგაზრდა და უბერებელი.
პიროვნება - კოლორიტული,
შინაგანი კეთილშობილებით,
მაღალი ინტელექტით,
კრისტალური მორალით,
უმართლესი ადამიანი ლონდონური არისტოკრატული ბრწყინვალებით.
თქვენ,
დიდი სიყვარულითა და ღრმა პატივისცემით,
|
|
|
|
|
|
WITH GRATITUDE, ON HIS 90TH BIRTHDAY
From the Faculty and students of Akaki Tsereteli State University,
from the Kutaisi Newport International Association,
and from all the friends his warmth and generosity have touched over more than thirty years - happy 90th birthday,
Derek.
The bridge you helped design between Newport and Kutaisi still stands because of the care you put into building it.
გილოცავთ დაბადების დღეს, ბატონო დერეკ! Happy Birthday, Derek! |
|
|
მადლიერების გრძნობით
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტისა და სტუდენტების,
ქუთაისი-ნიუპორტის საერთაშორისო ასოციაციისა და ყველა იმ მეგობრის სახელით,
რომელსაც თქვენი სითბო და გულუხვობა ოცდაათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში შეხვედრია - გილოცავთ დაბადებიდან 90 წლისთავს,
დერეკ.
ის ხიდი,
რომელიც შენ გადე ნიუპორტსა და ქუთაისს შორის,
შენი და ასოციაციის წევრების ზრუნვის წყალობით,
დღემდე მყარად დგას.
გილოცავთ დაბადების დღეს, ბატონო დერეკ! ბედნიერი დაბადების დღე, დერეკ! |
|