უელსის ფეხბურთის მხარდამჭერთა საქველმოქმედო ვიზიტი ქუთაისში



ნიუპორტელთა ვიზიტები ქუთაისში უკვე ტრადიციულად ქცეული გამოცდილებაა, თუმცა უელსის ფეხბურთის მხარდამჭერთა კლუბის "მიზანი" GÔL საქველმოქმედო ვიზიტი, რომელსაც ჩვენმა ქალაქმა ივნისის დასაწყისში უმასპინძლა, გამოირჩეოდა თავისი რიცხობრიობითა და მრავალფეროვნებით. ჯგუფში წარმოდგენილი იყვნენ ცნობილი ბიზნესმენები, ტელევიზიისა და პრესის აღმასრულებლები, უნივერსიტეტის პროფესორები და სხვები. ეს არ გახლდათ ოფიციალური ვიზიტი, მაგრამ არა ნაკლებ მნიშვნელოვანი თავისი შინაარსითა და მნიშვნელობით.

უელსის საფეხბურთო ფანკლუბის კავკასიისკენ გამომგზავრების ძირითადი მიზეზი 6 ივნისს ბაქოში დაგეგმილი უელსი-აზერბაიჯანის საფეხბურთო მატჩზე მათი ფავორიტი გუნდის გულშემატკივრობა იყო. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ნაცვლად პირდაპირ აზერბაიჯანში ჩასვლისა, კლუბის წევრები ჩვენი ნიუპორტელი მეგობრების, კერძოდ კი უელსის პარლამენტის ვიცე სპიკერის ქალბატონ როზმარი ბატლერის ინიციატივითა და რეკომენდაციით პირველ რიგში ქუთაისს ესტუმრნენ. საქართველოში მათი ვიზიტი უზრუნველყო იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციამ და მერიის სამსახურმა. მათთან ერთად ნიუპორტელთა უშუალო მასპინძელი გახლდათ ქუთაისი-ნიუპორტის საერთაშორისო ასოციაცია.



პირველყოვლისა გვსურს ვიზიტის საქველმოქმედო მხარეზე გავამახვილოთ საზოგადოების ყურადღება. ბრიტანელები საკმაოდ გულუხვი საჩუქრებით ხელდამშვენებულნი ეწვივნენ მათთვის გეოგრაფიულად დაშორებულ ახლობელ ქალაქს. მათ ექვსი მსუბუქი მანქანა გადასცეს ქუთაისის მერიას საჩუქრად, რომლებიც შემდეგ სამსახურებზე გადანაწილდა:

• ქუთაისის მერიის აპარატს (3)
• ქალაქის თვითმმართველობას (1)
• ქუთაისი-ნიუპორტის საერთაშორისო ასოციაციას (1)
• საფეხბურთო კლუბს ,,ტორპედო” (1)

სტუმრებს არაჩვეულებრივი შეხვედრა მოუწყვეს ფეხბურთის სპორტულ სკოლაში "მართვე 91". ბრიტანელი სტუმრები ჩვეული გულუხვობით ეწვივნენ მომავალ ქართველ ფეხბურთელებს, რომლებსაც საჩუქრად სპორტული აღჭურვილობა გადასცეს.

შემდეგ კი სტუმრებს ქუთაისი-ნიუპორტის საერთაშორისო ასოციაციამ უმასპინძლა, სადაც უშუალო გარემოში შედგა გულთბილი შეხვედრა. აქ კიდევ უფრო ახლოს გაიცნეს უელსელებმა ქუთაისისა და ნიუპორტის მეგობრობის ისტორია. ფანკლუბის წევრების დახმარებით კიდევ ერთი კეთილი იდეა განხორციელდა. მათ ინგლისური ენის ცენტრის მოსწავლეებისათვის ჩვენი ნიუპორტელი მეგობრების მიერ შეგროვებული 6 ყუთი საუკეთესო ინგლისურენოვანი ლიტერატურა ჩამოიტანეს და საზეიმო ვითარებიაში გადასცეს ახალგაზრდებს. ამ ინიციატივისათვის გვსურს განსაკუთრებული მადლიერებით ავღნიშნოთ ნიუპორტი-ქუთაისის ასოციაციის წევრის ქალბატონ სილვია მეისონის გულისხმიერება, რომლის ხელმძღვანელობითაც განხორციელდა ეს საქმე და გულშემატკივართა გუნდის ლიდერის თიმ ჰართლის გულითადი დამოკიდებულება დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად. შეხვედრის შემდეგ სტუმრებს საშუალება მიეცათ დაეთვალიერებინათ ქალაქის ღირსშესანიშნაობები.

2 ივნისს ქალაქი საკმაოდ დატვირთული პროგრამით წარსდგა სტუმრების წინაშე. ბრიტანელთა ან დიდ ჯგუფს მიღება მოუწყო სამხარეო ადმინისტრაციამ და მერიის სამსახურმა. მათ მიესალმა ქალაქის მერი ნუგზარ შამუგია, გააცნო ქუთაისის ისტორიული და თანამედროვე მნიშვნელობა ქვეყნის მასშტაბით და უსურვა წარმატებები მათ საფეხბურთო კლუბს. შექმნილ სტუმართმოყვარულთა სურვილებს შეუერთდა ვიცე-გუბერნატორი ლაშა კილაძე. მან უკეთ გაარკვია სტუმრები, რომ მასპინძლელი მხარე ბერძენი არგონავტების მიერ აღმოჩენილი სამოთხე-უძველესი კოლხეთი იყო.



ქალაქის პირველ პირებთან შეხვედრის შემდეგ ბრიტანელ სტუმრებს საშუალება მიეცათ ქალაქის ცხოვრებას კიდევ უკეთ გასცნობოდნენ. მათ უმასპინძლა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, ქალაქის I, III, და 44-ე საჯარო სკოლებმა. სტუმრები გადანაწილდნენ აღნიშნულ დაწესებულებებში, რადგან შეხვედრები ერთდროულად მიმდინარეობდა . ყველგან უშუალო, თბილი და საინტერესო გარემოში წარიმართა მეგობრული დიალოგი. სტუმრები აღფრთოვანებული იყვნენ ახალგაზრდების მომზადებითა და ინგლისური ენის ცოდნის მაღალი დონით.

სტუმრებს განსაკუთრებული მისია ჰქონდათ 44-ე საჯარო სკოლაში, რომელშიც სოციალურად დაუცველი 70 ბავშვი სწავლობს. მათ სკოლას საჩუქრად გადასცეს ნიუპორტ-ქუთაისის ასოციაციის მიერ შეძენილი ქართული წიგნები და სხვა სპორტული აღჭურვილობა. სკოლის დირექტორის ქ-ნ გოგმანა გიორგობიანის გონივრული გადაწყვეტილებით სოციალურად დაუცველი ბავშვებისათვის ცალკე გაიხსნა ბიბლიოთეკა. სტუმრებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა სკოლაში შექმნილმა არაჩვეულებრივმა გარემომ, სადაც სოციალურად დაუცველი ბავშვები სხვებთან ერთად შეხმატკბილებულად სწავლობენ.

დელეგაცია კვლავ ერთად შეიკრიბა ოლინპიურ ბაღში, სადაც მათ მასპინძლობა ეროვნული ბანკის ქუთაისის ფილიალის მმართველმა, იმერეთის რეგიონის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარემ რეზო რობაქიძემ გაუწია. ამ ექსკურსს მოჰყვა ვიზიტის კულმინაციური მომენტი - მეგობრული საფეხბურთო მატჩი უელსის ფანკლუბის გუნდსა და ქუთაისის ფეხბურთის მოყვარულთა შორის, რომელიც საფეხბურთი კლუბის "ტორპედო" სტადიონზე გაიმართა. შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა და ქუთაისელთა გამარჯვებით დასრულდა. ბუნებრივია, ამ შემთხვევაში ჩვენ მოწინააღმდეგე მხარეებს წარმოვადგენდით, მაგრამ 6 ივნისს მატჩზე ქუთაისელები სტუმრებს ბრიტანელთა გულშემატკივრობას დაპირდნენ.

ჩვენმა სტუმრებმა მიუხედავად მოკლე ვიზიტისა კარგად დაგეგმილი პროგრამის წყალობით მაინც გამოსცადეს ქართული სტუმართმოყვარეობა და შეიყვარეს ჩვენი ქალაქი.



ქუთაისი-ნიუპორტის საერთაშორისო ასოციაცია განსაკუთრებულ მადლობას უხდის დელეგაციის მთელს შემადგენლობას ქალაქისათვის გაწეული სამსახურისათვის. ასევე აღსანიშნავია ის თანადგომა, რასაც სამხარეო ადმინისტრაცია და ქალაქის მერია იჩენს ჩვენი ასოციაციისადმი. ვფიქრობთ, ასეთი თანამშრომლობა კიდევ მრავალჯერ წაადგება ჩვენს ქალაქს.

ნათია ზვიადაძე
განათლების კომისიის თავმჯდომარე
ქუთაისი-ნიუპორტის საერთაშორისო ასოციაცია
 

Welsh football supporters’ GΌL charity visit to Kutaisi

Visits by Newport citizens to Kutaisi have become traditional experiences, but the recent charity visit by Welsh football fan club GôL that took place in Kutaisi at the beginning of June, was distinguished from the previous ones, and first of all because of the number of the guests. The group consisted of 26 people from different walks of life - businessmen, media executives, university academics etc, all united by their great love to football. Although it was not a visit by official representatives, it was not less important by its meaning and essence for the development of links between our cities.

The main reason for the visit to the Caucasus by the Welsh football fan club was to support the Welsh football team in the match against Azerbaijan that was planned to be held on June 6. It should be mentioned that, instead of travelling directly to Azerbaijan, the club members decided to visit Kutaisi first, on recommendation of the Deputy Presiding Officer of the National Assembly for Wales, Rosemary Butler and other Newport friends. Their visit to Georgia which also had a charitable purpose was supported by the Imereti Regional Administration, Kutaisi Civic Centre and hosted by the Kutaisi Newport International Association. Whilst in Kutaisi the guests presented 6 cars to Kutaisi Civic Centre that were distributed in the following way:

• Kutaisi Civic Centre - 3 cars
Kutaisi City Council - 1 car
• Kutaisi Newport International Association- 1 car
• Football Club “Torpedo” – 1 car



A wonderfully warm meeting was organized for the guests at the football school “Martve 91”, where Welsh football fans generously presented sport equipment and many other things to future Georgian footballers.

Having visited the school the guests came to the office of the Kutaisi Newport International Association. In a friendly and informal atmosphere here the Welsh guests were told about the Kutaisi- Newport twinning history. With the help of the fan club members, one more kind idea was realized. Six boxes with the best English children’s books collected by our Newport friends for the English Language Centre have been brought and handed over to the students of the centre in a ceremonial atmosphere. For this initiative, we are especially thankful to the active member of the Newport-Kutaisi Association, our great friend, Mrs. Sylvia Mason and Mr. Tim Hartley, the leader of the fan club. This event was arranged thanks to their great help and efforts.



On June 2 Kutaisi welcomed the guests with a very busy programme which started with the visit of twenty-six people to the Regional Administration and the Mayor’s Office. The Mayor of Kutaisi Mr. Nugzar Shamugia greeted the guests very warmly, wished success to their club and once again emphasized Kutaisi’s great historical and contemporary role in the country’s development. The Deputy Governor Mr. Lasha Kiladze reminded the guests that according to the Greek legend Argonauts discovered this ancient paradise called “Kolkheti” which is represented today by Kutaisi, their host city.



After the visit to the Civic Centre our guests had an opportunity to become acquainted with Kutaisi. They visited Kutaisi State University and three secondary schools (No I, III and 44). All the meetings at these schools and the university were held in a warm and friendly atmosphere, our Welsh guests were greatly impressed by the students’ knowledge of the English language.



They also came with a special mission to school No 44 where 70 socially unprotected children study. They presented the student of the school with Georgian books purchased for them by the Newport Kutaisi Twinning Association and kits of sport equipment. Thanks to the principal of the school Ms. Gogmana Giorgobiani’s clever decision a special library was set up for the socially unprotected children of this school. The Welsh guests were greatly impressed by the atmosphere created at the school where children from different backgrounds study happily together.



The guests had an opportunity to be hosted by the chair of the Olympic Gommittee of the Imereti Region, the head of the National Bank of Georgia, Kutaisi Branch, Mr. Rezo Robakidze in the Olympic garden. This meeting was followed by the culmination of the visit – a football match in the central stadium between the Welsh football fan club and football fans of Kutaisi which was won by the host team. After the exciting game our footballers promised to support Welsh football in the match against the Azeri team on June 6.

Although the visit was very short our guests still were able to learn a lot about Georgian hospitality and Kutaisi that is linked with the Welsh city of Newport by the bonds of friendship.

The Kutaisi-Newport International Association thanks our new Welsh friends for everything they did for our city. We are also thankful to the Imereti Governor, Mikheil Chogovadze and the Mayor, Mr. Nugzar Shamugia for their great support and promotion of the twinning links between Kutaisi and Newport.

 


Natia Zviadadze
Head of Education Committee
Kutaisi-Newport International Association